სლოვაკეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სლოვაკეთის რესპუბლიკა
Slovenská republika
სლოვაკეთი
სლოვაკეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: Nad Tatrou sa blýska
სლოვაკეთის მდებარეობა ევროპაში
სლოვაკეთის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბრატისლავა
48°09′ ჩ. გ. 17°07′ ა. გ. / 48.150° ჩ. გ. 17.117° ა. გ. / 48.150; 17.117
ოფიციალური ენა სლოვაკური
ეთნიკური ჯგუფები (2011[1])
ეთნოქორონიმი სლოვაკი
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ანდრეი კისკა
 -  პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო
საკანონმდებლო ორგანო ეროვნული საბჭო
დამოუკიდებლობა
 -  ავსტრია-უნგრეთისგან
(როგორც ჩეხოსლოვაკიის ნაწილი)
28 ოქტომბერი, 1918 
 -  ჩეხოსლოვაკიისგან 1 იანვარი, 1993 [ა] 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 მაისი, 2004 
ფართობი
 -  სულ 49 035 კმ2 (129-ე)
 -  წყალი (%) უმნიშვნელო
მოსახლეობა
 -  2013 შეფასება 5 415 949[2] (115-ე)
 -  2011 აღწერა 5 397 036
 -  სიმჭიდროვე 111 კაცი/კმ2 (88-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $138.277 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $25 525[3]
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $101.806 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $18 792[3]
ჯინი (2011) 25.7[4]
დაბალი
აგი (2013) Increase2.svg 0.830[5]
ძალიან მაღალი · 37-ე
ვალუტა ევრო () [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი CET (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) CEST (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +421 [გ]
მფარველი წმინდანი კირილე და მეთოდე
ინტერნეტ-დომენი .sk [დ]
ა. ^  ჩეხოსლოვაკია გაიყო ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთად; იხილეთ ხავერდოვანი გაყრა.
ბ. ^  2009 წლამდე სლოვაკური კრონა.
გ. ^  1997 წლამდე კოდი 42 საზიარო იყო ჩეხეთის რესპუბლიკასთან.
დ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

სლოვაკეთი (სლოვაკ. Slovensko), ოფიციალურად სლოვაკეთის რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenska Republika) — სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ჩეხეთს, პოლონეთს, უკრაინას, უნგრეთსა და ავსტრიას. მისი მოსახლეობა 5 მილიონს აღემატება, ფართობი კი დაახლოებით 49,000 კვადრატული კილომეტრია. უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია ბრატისლავა. სლოვაკეთი არის გაერო-ს, ევროკავშირის, შენგენის ზონის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ნატო-ს და სხვა ორგანიზაციების წევრი. ოფიციალური ენაა სლოვაკური, რომელიც სლავურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

სლოვაკების წინაპარი სლავური ტომები დღევანდელი სლოვაკეთის ტერიტორიაზე V-VI საუკუნეებში გამოჩდნენ, ხალხთა დიდი გადასახლების დროს. VII საუკუნეში, აქ მცხოვრებმა სლავებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამოს მიერ ჩამოყალიბებურ იმპერიაში, რომელიც ისტორიულად პირველი სლავური სახელმწიფო იყო. სამოს იმპერიის ცენტრი დასავლეთ სლოვაკეთში იყო. IX საუკუნეში, სლოვაკთა სლავმა წინაპრებმა დააარსეს ნიტრის სამთავრო, რომელმაც მოგვიანებით მორავიის სამთავროსთან ერთად გახდა დიდი მორავიის ფორმირების საფუძველი.X საუკუნის შემდეგ სლოვაკეთის ტერიტორია თანდათანობით უნგრეთის სამეფოს შეუერთდა, რომელიც XIX საუკუნეში თავის მხრივ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა. პირველი მსოფლიო ომის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სლოვაკებმა და ჩეხებმა შექმნეს ერთობლივი სახელმწიფო, — ჩეხოსლოვაკია. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, შეიქმნა ნაცისტური გერმანიის სატელიტური სლოვაკეთის რესპუბლიკა, რომელიც ომის დასრულებისას გაუქმდა. სლოვაკეთი დამოუკიდებელი გახდა 1993 წლის 1 იანვარს, ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიანი დაშლის შემდეგ.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოფიციალური: სლოვაკეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Slovensko; Slovenska Republika.
  • ეტიმოლოგია: სახელწოდება სლავურ ენაზე ითარგმნება როგორც ”სიტყვა” (შდრ. რუსული слово)ან ”დიდება” (შდრ. რუსული слава.)

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Slovakia-CIA WFB Map.png

სლოვაკეთი უმთავრესად მთიანი ქვეყანაა, რომლის დიდი ნაწილი უჭირავს დასავლეთ კარპატებს (სიმაღლე 2 655 მ-მდე, მთა გერლახოვსკი-შტიტი; ტატრები). სლოვაკეთის სამხრეთ-დასავლეტ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაბლობებია. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება რკინის, მანგანუმის, პოლიმეტალების მადანი, სტიბიუმი, მაგნეზიტი (უმთავრესად მთებში). ჰავა ზომიერია, კონტინენტური. ნალექები 500 - 700 მმ წელიწადში (მთაში 1000 მმ-მდე). იანვრის საშუალო ტემპერატურაა -1, -3 °C; ივლისისა კი 19-21 °C. მდინარეები უმთავრესად დუნაის (მიედინება სლოვაკეთის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე) აუზს განეკუთვნება. მთავარი მდინარეებია ვაგი, ნიტრა, ჰრონი, ონდავა.

სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ანდრეი კისკა.
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 8 მხარე (kraj).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანი სლოვაკეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შუა პალეოლითის დროს ცხოვრობდა. ძვ. წ. V ს-ში დასახლდნენ თრაკიული ტომები, ძვ. წ. III ს-ში კელტები. ახ. წ. I ს-ში სლოვაკეთის ტერიტორიის ნაწილი რომაელებმა დაიპყრეს. ახ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან სლოვაკეთის მთავარი ეთნიკური ელემენტი სლავები იყვნენ. XI საუკუნეში უნგრეთის სამეფოს ნაწილია. 1241-1242 წლებში სლოვაკეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მონღოლებმა დალაშქრეს. XIII-XIV საუკუნეებში გერმანელთა კოლონიზაციის ობიექტი გახდა. დოჟა დიერდის აჯანყების (1514 წ) შემდეგ მოხდა სლოვაკეთის გლეხობის დაყმევება. XVI საუკუნეში გავრცელდა რეფორმაცია. იმავე საუკუნის შუა წლებში სამხრეთ სლოვაკეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, დანარჩენი ტერიტორია კი ჰაბსბურგების მონარქიის შემადგენლობაში შევიდა. XVIII ს-ის დასაწყისში სლოვაკეთში იფეთქა ანტიჰაბსბურგულმა მოძრაობამ. კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებასთან ერთად (XVIII ს-ის დასასრული - XIX ს-ის დასაწყისი) წარმოიშვა ეროვნული მოძრაობა, რომელიც უმთავრესად სლოვაკური ენისა და კულტურის განვითარების მოთხოვნებს აყენებდა. ეროვნული მოძრაობა გააქტიურდა XIX ს-ის 60-იან წლებში. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სლოვაკეთში გაძლიერდა ბრძოლა ეროვნული და სოციალური განთავისუფლებისათვის. 1918 წელს ე. წ. მარტინის დეკლარაციით სლოვაკეთი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ იყო ოკუპირებული, ომის შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობა დაამყარა და იგი სოციალისტური ბანაკის წევრად აქცია. 1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ - ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად. იმავე წელს სლოვაკეთი გაეროს წევრი გახდა. მეჩიარის მთავრობამ მიიღო რეფორმების პროგრამა და აიღო კურსი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე. გარდამავალი პერიოდი ქვეყნისთვის მძიმე გამოდგა - პრივატიზაციის პროცესმა გაზარდა უმუშევართა რიცხვი, რომელიც ახლაც 20%-ს შეადგენს. სლოვაკეთში მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობების საკითხი - უნგრელები პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ, ბოშები - სოციალურისა. 2004 წელს სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი გახდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რესურსები - მურა ნახშირი; რკინის მადნის, სპილენძის და მანგანუმის მცირე მადანი; მარილი; სასოფლო-სამეურნეო მიწები.
  • ექსპორტი - რკინის მადანი, ქიმიკატები, ნავთობპროდუქტები, იარაღი.
  • ბიუჯეტი - 5,200 მლნ $.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 3.950 $.
  • ვალუტა - სლოვაკური კრონა (SKK);

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვაკეთის კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას. 2011 წლის გამოკითხვით მოსახლეობის 62% კათოლიკეა; 8,9% - პროტესტანტი; 3,8% - ბერძენი კათოლიკე; 0,9% - მართლმადიდებელი; 13,4% - ათეისტი; 10,6%-მა კი პასუხისაგან თავი შეიკავა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვაკეთში 9 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 3178 კმ2-ს შეადგენს.

სახელი დაარსების წელი ფართობი
ტატრების ეროვნული პარკი 1949 738 კმ2 (73 800 ჰა)
დაბალი ტატრების ეროვნული პარკი 1978 728 კმ2 (72 800 ჰა)
დიდი ფატრის ეროვნული პარკი 2002 404 კმ2 (40 400 ჰა)
სლოვაკეთის კარსტის ეროვნული პარკი 2002 346 კმ2 (34 600 ჰა)
პოლონინის ეროვნული პარკი 1997 298 კმ2 (29 800 ჰა)
პატარა ფატრის ეროვნული პარკი 1988 226 კმ2 (22 600 ჰა)
მურანსკა პლანინას ეროვნული პარკი 1998 203 კმ2 (20 300 ჰა)
სლოვაკეთის სამოთხის ეროვნული პარკი 1988 197 კმ2 (19 700 ჰა)
პიენინის ეროვნული პარკი 1967 38 კმ2 (3 800 ჰა)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Tab. 11 SODB 2001, 2011. Portal.statistics.sk. წაკითხვის თარიღი: 2012-11-25.
  2. Statistics Slovakia. Retrieved 18 March 2014.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Slovakia. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 26 April 2014.
  4. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
  5. 2014 Human Development Report pp. 21–25 (14 March 2013). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.