გერლახოვსკი-შტიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერლახოვსკი-შტიტი

გერლახოვსკი-შტიტი
გერლახოვსკი-შტიტი

კოორდინატები: 49°10′02″ ჩ. გ. 20°07′52″ ა. გ. / 49.16722° ჩ. გ. 20.13111° ა. გ. / 49.16722; 20.13111

მდებარეობა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
სიმაღლე 2,654.4 მ მ
ქედი მაღალი ტატრები
კარპატები
პირველი ასვლა 1834 წელს
გერლახოვსკი-შტიტი (სლოვაკეთი)
Mountain sign.svg

გერლახოვსკი-შტიტი (სლოვაკ. Gerlachovský štít) — მწვერვალი სლოვაკეთში, სლოვაკეთისა და მთლიანად კარპატების უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 2,654.4 მ. მდებარეობს დასავლეთ კარპატებში, მაღალ ტატრებზე. პირამიდის ფორმისაა. აგებულია გრანიტებით. არის ძველი გამყინვარების ნიშნები, რაც გამოიხატება მყინვარული ვეებერთელა ცირკებითა და კარრებით. ციცაბო და ფლატეებიანი კალთები ადგილ-ადგილ დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელსაც ცვლის ტანბრეცილი ტყე და ალპური მდელო. 2250 მ ზემოთ მცენარეულობა ღარიბია, ჭარბობს შიშველი კლდეები, რომლებიც ალაგ-ალაგ დაფარულია ხავსებითა და ლიქენებით. გერლახოვსკი-შტიტი შედის ტატრების ეროვნული პარკის შემადგენლობაში. პირველად მოიხსენიება 1717 წელს როგორც გერლახოვსკის მთები. 1880 წელს სახელი გადაარქვეს და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორის ფრანც იოზეფ I-ის პატივსაცემად უწოდეს ფრანც-იოზეფის პიკი. 1918 წელს ეწოდა ლეგიონერების პიკი, ხოლო 1949 წელს სტალინოვ-შტიტი. 1961 წელს დაუბრუნდა ოდინდელი სახელწოდება „გერლახოვსკი-შტიტი“. პირველი ასვლა განხორციელდა 1934 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]