მთავარი გვერდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა უნგრეთის დროშა უნგრეთი. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.
რჩეული სტატია
Dostoevsky 1872.jpg

თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი (რუს. Фёдор Михайлович Достоевский , დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821, მოსკოვი – გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881, პეტერბურგი) — რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. დოსტოევსკის ლიტერატურული ნაწარმოებები უღრმავდება ადამიანთა ფსიქოლოგიას XIX საუკუნის რუსეთის რთულ პოლიტიკურ, სოციალურ და სულიერ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ წერა მან 1840-იან წლებში დაიწყო, ყველაზე გახმაურებული ნაშრომები — „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“ მისი შემოქმედების გვიანდელ წლებს მიეკუთვნება. დოსტოევსკის ნაშრომებს შორისაა თერთმეტი რომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესსე. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.

დოსტოევსკი მოსკოვში დაიბადა. ლიტერატურას პირველად ადრეულ ასაკში ეზიარა ზღაპრებისა და ლეგენდების საშუალებით, თუმცა შემდეგში გაეცნო ინგლისელ, ფრანგ, გერმანელ და რუს ავტორთა წიგნებსაც. 1837 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა დედამისი, რამაც მცირეწლოვანი თედორე სრულიად გაანადგურა. ამ პერიოდში, მან დატოვა სკოლა და შევიდა ნიკოლაევის სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ინჟინრად დაიწყო მუშაობა და ლიბერალური ცხოვრების წესში ჩაეფლო. დამატებითი შემოსავლის მიზნით, მალე წიგნების თარგმნა დაიწყო. 1840-იანი წლების შუა პერიოდში მან პირველი რომანი — „საბრალო ადამიანები“ დაწერა, რამაც მას სანქტ-პეტერბურგის ლიტერატურული წრეების კარი გაუღო. 1849 წელს დოსტოევსკი დაპატიმრებულ იქნა ლიტერატურულ ჯგუფ „პეტრაშეველებში“ ჩართულობის გამო — ეს იყო უტოპისტ ლიბერალთა საიდუმლო ორგანიზაცია, ისევე როგორც ლიტერატურის განხილვის ჯგუფი. მას და მის სხვა მეგობრებს მიესაჯათ სიკვდილი, მაგრამ სასჯელი ინსცენირებული აღმოჩნდა და შეიცვალა ციმბირის კატორღაში ოთხწლიანი სამუშაოთი, სადაც გულის ხშირად წასვლის შემდეგ დოსტოევსკის ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. კატორღიდან გათავისუფლების შემდეგ, დოსტოევსკიმ სამხედრო მოსამსახურედ სცადა ბედი, თუმცა ცუდი ჯანმრთელობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

იცით თუ არა, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
ენდრიუ ჯონსონი

სიახლეები
ფილიპ ვუიანოვიჩი
12 აპრილი — ამ დღეს...
იუნიონ ჯეკი
დღის სურათი
სოკო Boletus erythropus-ის ღერო. მოჭრის შემდეგ ყვითელი ფერი უმალ ლურჯი ხდება. უკრაინა.
სოკო Boletus erythropus-ის ღერო. მოჭრის შემდეგ ყვითელი ფერი უმალ ლურჯი ხდება. უკრაინა.