მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გურიის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში. სამთავრო XV საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გურიის ტერიტორიაზე არსებობდა. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის შედეგად, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე და მოიცავდა მესხეთის ქედს, შავ ზღვას, რიონსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ შედიოდა აჭარა და ჭანეთი. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები, მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. გურიელების ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ადგილობრივი თავადები. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. XVI საუკუნის II ნახევრიდან XVIII საუკუნის ბოლომდე გურიის სამთავრო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, 1811 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. 1829 წელს რუსეთის იმპერიამ სამთავროს ანექსია მოახდინა და მის ტერიტორიაზე ოზურგეთის მაზრა შექმნა.

დღის სტატია

დაკაბრისტთა აჯანყება
დაკაბრისტთა აჯანყება

დეკაბრისტთა აჯანყება (რუს. Восста́ние декабри́стов) — რუსეთის ისტორიაში ბოლო, XVIII საუკუნის სტილში გვარდიელთა მოწყობილი, უშედეგოდ დასრულებული სასახლის გადატრიალების მცდელობა სანქტ-პეტერბურგში 1825 წლის 14 (26) დეკემბერს.

ეს აჯანყება წინა მცდელობებისგან განსხვავდებოდა მონაწილეთა დიდი რაოდენობით — სენატის მოედანზე დაახ. 3 ათასი ჯარისკაცი გამოვიდა. აჯანყებას შეეწირა 1271 ადამიანი, რაც რეკორდია რუსეთში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებებში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით.

დღის სურათი

ინდიელი ფერმერების საპროტესტო აქციის სამი მონაწილე
ინდიელი ფერმერების საპროტესტო აქციის სამი მონაწილე
ინდიელი ფერმერების საპროტესტო აქციის სამი მონაწილე

სიახლეები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


26 დეკემბერი — ამ დღეს...

ადრეული პერსონალური კომპიუტერის პროტოტიპი
ადრეული პერსონალური კომპიუტერის პროტოტიპი
  • 1606 : უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ პრემიერა შედგა.
  • 1790 : საფრანგეთის რევოლუციალუი XVI ეკლესიის სამოქალაქო მოწყობაზე თანხმდება და კათოლიკურ ეკლესიას საფრანგეთის მთავრობას უქვემდებარებს.
  • 1825 : სანქტ-პეტერბურგის სენატის მოედანზე დეკაბრისტთა აჯანყების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
  • 1898 : ფიზიკოსებმა მარი და პიერ კიურებმა რადიუმი აღმოაჩინეს.
  • 1908 : მოკრივე ჯეკ ჯონსონი მსოფლიოში პირველი შავკანიანი მძიმე წონის ჩემპიონი ხდება სიდნეიში კანადელი ტომი ბერნსის დამარცხებით.
  • 1982 : ჟურნალი „ტაიმის“ წლის ადამიანად პერსონალური კომპიუტერი (სურათზე) გამოცხადდა.
  • 2004 : რიხტერით 9,3 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამიმ ინდოეთის ოკეანის სანაპირო ქვეყნებში 300 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი