მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გურიის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში. სამთავრო XV საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გურიის ტერიტორიაზე არსებობდა. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის შედეგად, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე და მოიცავდა მესხეთის ქედს, შავ ზღვას, რიონსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ შედიოდა აჭარა და ჭანეთი. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები, მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. გურიელების ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ადგილობრივი თავადები. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. XVI საუკუნის II ნახევრიდან XVIII საუკუნის ბოლომდე გურიის სამთავრო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, 1811 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. 1829 წელს რუსეთის იმპერიამ სამთავროს ანექსია მოახდინა და მის ტერიტორიაზე ოზურგეთის მაზრა შექმნა.

დღის სტატია

გიორგი მარგველაშვილი (დ. 4 სექტემბერი, 1969, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის 27 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ, იმავე წლის 17 ნოემბერს შეუდგა. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით. მისი წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეერთებამდე, გიორგი მარგველაშვილი ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი. მას ათ წელზე მეტ ხანს ეკავა სხვადასხვა, მათ შორის, რექტორის თანამდებობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), რომელიც წამყვანი უმაღლესი განათლების ცენტრია სახელმწიფო მართვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.

დღის სურათი

სიახლეები

ხავიერ მილეი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


27 ნოემბერი — ამ დღეს...

ურბან II
ურბან II
  • 1095 : რომის პაპი ურბან II (სურათზე) კლერმონის საბჭოზე პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას აცხადებს.
  • 1295 : არჩეული წარმომადგენლები ლანკაშაირიდან მეფე ედუარდ I-მა ვესტმინსტერში პირველ „სანიმუშო პარლამენტის“ სხდომაზე დასასწრებად დაიბარა.
  • 1895 : პარიზში ალფრედ ნობელი ხელს აწერს საბოლოო ანდერძს, რომლითაც მის ქონებას ნობელის პრემიას უძღვნის.
  • 1971 : საბჭოთა კოსმოსური უპილოტო აპარატი მარს-2 პლანეტა მარსის ზედაპირზე დაეშვა.
  • 1990 : ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია ჯონ მეიჯორს ირჩევს მარგარეტ ტეტჩერის შემცვლელად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
  • 2001 : კოსმოსურმა ტელესკოპმა ჰაბლმა მზის სიტემის გარე პლანეტა ოსირისზე წყალბადის ატმოსფერო აღმოაჩინა — პირველი ატმოსფერო მზის სისტემის გარეთა პლანეტაზე.
  • 2005 : პირველი ადამიანის სახის გადანერგვა განხორციელდა ამიენში, (საფრანგეთი).
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი