მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

გურიის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში. სამთავრო XV საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გურიის ტერიტორიაზე არსებობდა. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის შედეგად, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე და მოიცავდა მესხეთის ქედს, შავ ზღვას, რიონსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ შედიოდა აჭარა და ჭანეთი. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები, მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. გურიელების ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ადგილობრივი თავადები. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. XVI საუკუნის II ნახევრიდან XVIII საუკუნის ბოლომდე გურიის სამთავრო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, 1811 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. 1829 წელს რუსეთის იმპერიამ სამთავროს ანექსია მოახდინა და მის ტერიტორიაზე ოზურგეთის მაზრა შექმნა.

დღის სტატია

BBC-ს ლოგო
BBC-ს ლოგო

ბი-ბი-სი (ინგლ. BBC — The British Broadcasting Corporation ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია) — მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია 26 000 თანამშრომლით მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და £4 მილიარდი წლიური ბიუჯეტით. შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში, დიდი ბრიტანეთი.

დაარსდა 1922 წელს, როგორც შპს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია. 1927 წელს ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, მაგრამ დამოუკიდებელი კორპორაცია გახდა. კორპორაცია ქმნის პროგრამებს, ამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს და გადასცემს მათ ტელევიზის, რადიოსა და ინტერნეტის საშუალებით. ბი ბი სი-ის თავისი მისია შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: „ინფორმაციის მიწოდება, განათლება და გართობა“.

დღის სურათი

Coracias caudatus caudatus
Coracias caudatus caudatus
Coracias caudatus caudatus

სიახლეები

თენგიზ არჩვაძე

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


2 ნოემბერი — ამ დღეს...

სკს-ს პირველი გუნდი.
სკს-ს პირველი გუნდი.
  • 1914 : რუსეთმა ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა.
  • 1936 : ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სატელევიზიო ტრანსლაციას იწყებს, რითაც პირველი დღემდე არსებული რეგულარული სატელევიზიო სამსახური ხდება.
  • 1937 : მოსკოვის კრემლის ხუთ გუმბათზე წითელი რუბინის ვარსკვლავები აინთო.
  • 1956 : ლიტვის ახალგაზრდობის დემონსტრაციები გაიმართა ვილნიუსსა და კაუნასში.
  • 1965 : ალბანეთის პრეზიდენტი ენვერ ხოჯა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობას წყვეტს და ქვეყნის ახალ მოკავშირედ ჩინეთს ასახელებს.
  • 1988 : მორისის ჭია — პირველი ინტერნეტით გადამდები კომპიუტერული ვირუსი გავრცელდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან.
  • 2000 : საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტთა პირველი ჯგუფი (სურათზე) ავიდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი