მთავარი გვერდი
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი | ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 169 495 სტატია. |
გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო |
გურიის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში. სამთავრო XV საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გურიის ტერიტორიაზე არსებობდა. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის შედეგად, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე და მოიცავდა მესხეთის ქედს, შავ ზღვას, რიონსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ შედიოდა აჭარა და ჭანეთი. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები, მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. გურიელების ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ადგილობრივი თავადები. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. XVI საუკუნის II ნახევრიდან XVIII საუკუნის ბოლომდე გურიის სამთავრო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, 1811 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. 1829 წელს რუსეთის იმპერიამ სამთავროს ანექსია მოახდინა და მის ტერიტორიაზე ოზურგეთის მაზრა შექმნა.
ბი-ბი-სი (ინგლ. BBC — The British Broadcasting Corporation ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია) — მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია 26 000 თანამშრომლით მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და £4 მილიარდი წლიური ბიუჯეტით. შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში, დიდი ბრიტანეთი.
დაარსდა 1922 წელს, როგორც შპს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია. 1927 წელს ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, მაგრამ დამოუკიდებელი კორპორაცია გახდა. კორპორაცია ქმნის პროგრამებს, ამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს და გადასცემს მათ ტელევიზის, რადიოსა და ინტერნეტის საშუალებით. ბი ბი სი-ის თავისი მისია შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: „ინფორმაციის მიწოდება, განათლება და გართობა“.- ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე (სურათზე) 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- სახაროვის პრემია მაჰსა ამინისა და მოძრაობა ქალი, სიცოცხლე, თავისუფლებას გადაეცა.
- დანიელ ნობოა ეკვადორის პრეზიდენტად აირჩიეს.
- ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა, სხვა პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებებთან ერთად, ისრაელზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა.
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიაზე სია 42 ახალი ძეგლით შეივსო (33 კულტურული და 9 ბუნებრივი კრიტერიუმებით), 5 ძეგლი გაფართოვდა.
- მთიან ყარაბაღში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღადგინა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- რალფ ნორმან ენჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||