მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

„ტრისტან და იზოლდა“რიხარდ ვაგნერის მუსიკალური დრამა (ოპერა) სამ მოქმედებად კომპოზიტორის ლიბრეტოთი, დაფუძნებული გოტფრიდ ფონ შტრასბურგის „ტრისტანზე“ (XII ს.). დაიწერა 1857-1859 წლებში და პირველად შესრულდა მიუნხენის ნაციონალურ თეატრში, ჰანს ფონ ბიულოვის დირიჟორობით, 1865 წლის 10 ივნისს. ვაგნერი ნაწარმოებს უწოდებდა არა ოპერას, არამედ „eine Handlung” (სიტყვასიტყვით, „დრამა“, „სცენარი“, „მოქმედება“). მსგავს ტერმინს იყენებდა თავისი დრამებისთვის ესპანელი დრამატურგი პედრო კალდერონიც. ვაგნერის მიერ „ტრისტან და იზოლდას“ შექმნა შთაგონებული იყო არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფიით, განსაკუთრებით, მისი ნაშრომით „სამყარო, როგორც ნება და წარმოსახვა“, აგრეთვე, სასიყვარულო ურთიერთობით მატილდა ვეზენდოკთან. „ტრისტანი“, რომელიც ფართოდაა აღიარებული, როგორც საოპერო რეპერტუარის ერთ-ერთი მწვერვალი, აგრეთვე გამორჩეულია ვაგნერის მიერ ქრომატიზმის, ტონალური გაურკვევლობის, საორკესტრო ფერის და ჰარმონიული დაძაბულობის უპრეცედენტო გამოყენებით. ოპერას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლურ კლასიკურ მუსიკაზე და წარმოადგენდა პირდაპირი შთაგონების წყაროს ისეთი კომპოზიტორებისთვის, როგორიცაა გუსტავ მალერი, რიხარდ შტრაუსი, კაროლ შიმანოვსკი, ალბან ბერგი, არნოლდ შონბერგი და ბენჯამინ ბრიტენი. სხვა კომპოზიტორებმა, როგორიცაა კლოდ დებიუსი, მორის რაველი და იგორ სტრავინსკი, თავიანთი სტილების ფორმულირება, ნაწილობრივ, ვაგნერის გავლენის საპირისპიროდ მოახდინეს. ბევრი ხედავს „ტრისტანს“, როგორც პირველ გამოსვლას ტრადიციული ჰარმონიისა და ტონალობისგან და როგორც მიმართულების მიმცემს XX საუკუნის კლასიკური მუსიკისთვის. ვაგნერის ლიბრეტოს სტილმა და მუსიკამ ძირეული გავლენა მოახდინა გვიან XIX და ადრეული XX საუკუნის სიმბოლისტ პოეტებზეც.

დღის სტატია

სლანკამენის ბრძოლა (თურქ. Salankamen Muharebesi, უნგრ. Szalánkeméni csata) — ბრძოლა უნგრეთის ქალაქ სლანკამენთან ოსმალეთის იმპერიისა და ავსტრიის არმიებს შორის, 1691 წლის 19 აგვისტოს. ბრძოლის წინაპირობა იყო ოსმალეთსა და ჰაბსბურგებს შორის 1683 წელს დაწყებული ომი, რომელიც ოსმალებმა საღვთო რომის იმპერიაში შეჭრით წამოიწყეს და მას ეწოდა დიდი თურქული ომი, ამასთან, მოჰაჩის ბრძოლა (1687), რომელშიც ოსმალეთის ჯარები, აგრეთვე, დამარცხდნენ ავსტრიასთან. სლანკამენის ბრძოლა გაიმართა ოსმალეთის ერთ-ერთ სანჯაყთან ახლოს. ოსმალეთის არმია შეადგენდა 80 000 ჯარისკაცს, ხოლო ავსტრიელებს ჰყავდათ 50 000 მეომარი. ამ ბრძოლაში გამარჯვებული ავსტრია დარჩა და მათ დაიკავეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ბელგრადი, რომელიც ოსმალებს 170 წლის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული.

სიახლეები

ოდესის ფერისცვალების ტაძარი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


19 აგვისტო — ამ დღეს...

ბელკა და სტრელკა
ბელკა და სტრელკა
  • 1768 : ისააკის ტაძარი გაიხსნა სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი.
  • 1839 : ჟაკ დაგერი ახალი ფოტოგრაფიის პროცესის პრეზენტაციას მართავს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიისთვის.
  • 1944 : პარიზი გერმანელი ოკუპანტებისგან თავისუფლდება მოკავშირეთა მხარდაჭერით.
  • 1953 : ოპერაცია აიაქსიაშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დახმარებით ირანის მთავრობის გადაყენება და შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევის აღდგენა მოხდა.
  • 1960 : საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა სპუტნიკ-5 ძაღლებით ბელკა და სტრელკა (სურათზე).
  • 1990 : ნიუ-იორკში გაიმართა ლეონარდ ბერნსტაინის ბოლო კონცერტი, რომელიც ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიით დასრულდა.
  • 1991 : საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი სამხედრო ხუნტამ გადააყენა, რაც ქვეყნის დასასრულის დასაწყისი გახდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი