მთავარი გვერდი
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი | ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 168 611 სტატია. |
გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო |
სალონიკი ასევე ცნობილია როგორც თესალონიკი — საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი. მაკედონიის გეოგრაფიული რეგიონის, ცენტრალური მაკედონიის ადმინისტრაციული რეგიონის და მაკედონიისა და თრაკიის დეცენტრალიზებული ადმინისტრაციის დედაქალაქი. იგი ასევე ცნობილია, როგორც η Συμπρωτεύουσα (i Symprotévousa), სიტყვასიტყვით „თანა-დედაქალაქი“.
სალონიკი მდებარეობს თერმაიკოსის ყურეში, ეგეოსის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, მდინარე ვარდარის შესართავთან. სალონიკის დიმში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში 2021 წელს ცხოვრობდა 317 778, ხოლო ქალაქის აგლომერაციაში 1 091 424 ადამიანი. ქალაქი არის საბერძნეთის მეორე ძირითადი ეკონომიკური, ინდუსტრიული, კომერციული და პოლიტიკური ცენტრი და მთავარი სატრანსპორტო კერა საბერძნეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რაც განაპირობა სალონიკის პორტმა. ქალაქი ცნობილია თავისი ფესტივალებით, ღონისძიებებით და აქტიური კულტურული ცხოვრებით, ითვლება საბერძნეთის კულტურულ დედაქალაქად. ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა სალონიკის საერთაშორისო გამოფენა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება ყოველწლიურად, ხოლო ქალაქი ორ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს ბერძნული დიასპორის შეხვედრას. სალონიკი იყო 2014 წლის ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი. ქალაქის მთავარი, არისტოტელეს უნივერსიტეტი ყველაზე დიდია ბალკანეთში.
ლოზანის საზავო ხელშეკრულება — ლოზანის კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი შემაჯამებელი დოკუმენტი. ხელი მოაწერეს 1923 წლის 24 ივლისს, ერთი მხრივ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, საბერძნეთის, რუმინეთისა და სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს და მეორე მხრივ თურქეთის წარმომადგენლებმა. შეცვალა 1920 წლის სევრის ხელშეკრულება.
ხელშეკრულებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე თურქეთის საზღვრები. იურიდიულად გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. ხელშეკრულებამ გამოაცხადა ზავი თურქეთსა და ანტანტის სახელმწიფოებს შორის.- ქალაქ ოდესაზე რუსული თავდასხმის შედეგად ოდესის ფერისცვალების ტაძარი (სურათზე) მნიშვნელოვნად დაზიანდა.
- რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა.
- არქეოლოგებმა მექსიკის სამხრეთში მაიას ქალაქი ოკომტუნი აღმოაჩინეს.
- ბატისკაფმა „ტიტანმა“ ჩაძირული „ტიტანიკის“ სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა.
- ტინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- პარაგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში სანტიაგო პენია იმარჯვებს.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- რალფ ნორმან ენჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||
330 ენა