მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

St Nicholas Icon Sinai 13th century.jpg
წმინდა ნიკოლოზი, მის შემწეობასთან დაკავშირებული სასწაულების გამო ასევე მოიხსენიება, როგორც ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ითვლება მეზღვაურების, ვაჭრების, მონანიე ქურდების, ბავშვების, ლუდის მხარშველების, მევახშეების, დაუქორწინებლებისა და მოსწავლეების მფარველ წმინდანად. მისი რეპუტაცია მორწმუნეთა შორის დროთა განმავლობაში გაიზარდა, რაც ჩვეულია ადრექრისტიანული პერიოდის წმინდანებისთვის, ხოლო მის მიერ საჩუქრების გაცემის ჩვევასთან დაკავშირებული ლეგენდები საფუძვლად დაედო სანტა კლაუსის დღევანდელ ვერსიას. წმინდა ნიკოლოზის, როგორც ისტორიული ფიგურის შესახებ, ცოტა რამ არის ცნობილი. მისი ცხოვრების შესახებ ყველაზე ძველი დოკუმენტები მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაა დაწერილი და სავარაუდოდ, ბევრ ლეგენდას შეიცავს. გადმოცემით, იგი დაიბადა ლიკიის მხარეში, ბერძნულ საპორტო ქალაქ პატარაში, მდიდარი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. 1087 წელს მცირე აზიის ქრისტიანი მაცხოვრებლები ახალმოსულმა მუსლიმმა სელჯუკებმა დაიმორჩილეს. აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკლესიების დიდი სქიზმიდან ამ დროს ოცდაათიოდე წელი იყო გასული. იტალიელმა ვაჭრებმა ქალაქ ბარიდან ნიკოლოზის ჩონჩხის ბევრი ძვალი სარკოფაგიდან უნებართვოდ ამოიღეს და მშობლიურ ქალაქში გადაიტანეს, სადაც ისინი ამჟამადაც ინახება წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაში. დარჩენილი ძვლები მოგვიანებით, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ვენეციელმა მეზღვაურებმა ვენეციის რესპუბლიკაში წაიღეს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ვენერა-1
ვენერა-1 (რუს. Венера-1, ასევე ცნობილი როგორც „ტიაჟოლი სპუტნიკ-02“ ან „სპუტნიკ-8“) — ავტომატური საპლანეტთაშორისო სადგური, გამიზნული პლანეტა ვენერის გამოკვლევისთვის, როგორც სსრკ-ის კოსმოსური პროგრამა ვენერის ნაწილი. 1961 წლის 19 მაისს სადგური გახდა პირველი კოსმოსური აპარატი, რომელმაც ვენერას ჩაუფრინა 100 000 კილომეტრის დაშორებით. თუმცა, 19 თებერვალს უკვე დაკარგული იყო მასთან რადიო-კავშირი, რის გამოც მონაცემების გამოგზავნა ვერ შეძლო. საბჭოთა ინჟინრების აზრით, გათვლების ხელახლა გადახედვის შემდეგ, აპარატის წარუმატებლობა მზის მიმართულების სენსორის თერმული რეჟიმის არასწორი გათვლის შედეგი იყო, რასაც შეუქცევადად უნდა გამოეწვია მისი გადახურება. თუმცა, მათი ბრიტანელი კოლეგები თვლიან, რომ ივნისში ჯორჯელის ობსერვატორიის რადიო-ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული სუსტი სიგნალები სწორედ „ვენერა-1-ს“ უნდა ეკუთვნოდეს.

HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

სანტიაგო პენია

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


HSDagensdatum.svg

19 მაისი — ამ დღეს...

საბატიო ლეგიონის ორდენი
  • 1536 : ანა ბოლეინს, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეორე ცოლს, ლონდონის ტაუერში თავი მოკვეთეს ქმრის ღალატის გამო.
  • 1649 : ხანგრძლივი პარლამენტის აქტით ინგლისის თანამეგობრობა შეიქმნა.
  • 1712 : პეტრე პირველმა რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიდან პეტერბურგში გადაიტანა.
  • 1802 : საპატიო ლეგიონის ორდენი (სურათზე) დააარსა ნაპოლეონ ბონაპარტმა, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველმა კონსულმა.
  • 1919 : ქემალ ათათურქი ოსმალეთის მთავრობას განუდგა.
  • 1961 : ავტომატურმა კოსმოსურმა აპარატმა ვენერა-1 პლანეტა ვენერას ჩაუფრინა პირველად.
  • 2012 : ფინალში მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხებით, ლონდონის „ჩელსი“ პირველად გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი