მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Great Fire London.jpg
ლონდონის დიდი ხანძარი — უდიდესი ხანძარი ინგლისის ისტორიაში, რომელმაც მოიცვა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონის ცენტრალური ნაწილი და მძვინვარებდა 1666 წლის 2 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე. ხანძარმა მთლიანად გადაწვა შუა საუკუნეებში აშენებული ქალაქის საქმიანი უბანი სიტი, რომელიც მოქცეული იყო რომაელების მიერ აგებულ ლონდონის კედლის შიგნით. მიუხედავად საშიშროებისა, ხანძარი არ გავრცელებულა ქალაქის არისტოკრატიულ ნაწილ უესტმინსტერსა (სადაც მდებარეობდა ჩარლზ II-ის უაიტჰოლის სასახლე) და გარეუბნების ღარიბული დასახლებების დიდ ნაწილზე. განადგურდა 13 200 სახლი, 87 ეკლესია, წმინდა პავლეს კათედრალი და სიტის სამმართველო შენობების უმეტესობა; უსახლკაროდ დარჩა ლონდონის 80 000 მცხოვრები. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი მცირე იყო, რადგან ოფიციალურად ამ ხანძრით დაღუპვის მხოლოდ ექვსი შემთხვევაა ჩანიშნული. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხანძრის შემდეგ ღარიბი და საშუალო ფენის ადამიანებით დასახლებული ადგილები არ აღწერილა, სადაც, შეიძლება, ხანძარმა თავისი მსხვერპლი ისე დაწვა, რომ მათი პოვნა შენობის ფერფლში ვეღარ მოხერხდა. ხანძარი გაჩნდა ტომას ფარინერის საცხობში, პუდინგ-ლეინზე, კვირას, 2 სექტემბერს, შუაღამიდან ცოტა ხანში და სწრაფად გავრცელდა სიტის რაიონში დასავლეთით. იმჟამინდელი მთავარი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის გამოყენება და ცეცხლისთვის ხელოვნური ბარიერების მოწყობა, რაც შენობათა ნაწილის დანგრევას გულისხმობდა, უკიდურესად დააყოვნა ლონდონის ლორდ-მაიორმა ტომას ბლუდვორთმა, რომელმაც ვერ გაბედა რადიკალურ ზომების მიღება. ნგრევის ბრძანება მხოლოდ კვირა ღამით გაიცა, როდესაც საცხობში გაჩენილი ცეცხლი ძლიერ ქარს ცეცხლოვან ქარიშხლად გადაექცია და მიღებულმა ზომებმა ვეღარ შეძლეს ხანძრის შეჩერება.

HSSubpages.svg

დღის სტატია

Kipiani by roinashvili.jpg
დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. მისი მოხსენიების დღეა 27 აპრილი.

HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

იაკოვ მილატოვიჩი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


HSDagensdatum.svg

27 აპრილი — ამ დღეს...

ეარბუს ა380
  • 1509 : რომის პაპმა იულიუს II-მ ინტერდიქტი გამოუცხადა ვენეციის იტალიურ სახელმწიფოს.
  • 1521 : მოგზაური ფერნანდო მაგელანი ფილიპინების ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს.
  • 1667 : დაბრმავებულმა და გაღატაკებულმა ჯონ მილტონმა საავტორო უფლებები დაკარგულ სამოთხეზე £10-ად გაყიდა.
  • 1848 : საფრანგეთმა ოფიციალურად აკრძალა მონობა საკუთარ კოლონიებში.
  • 1981 : Xerox PARC კომპიუტერის მაუსის პრეზენტაცის ახდენს.
  • 2005 : Airbus A380 (სურათზე) პირველ გაფრენას ახორციელებს ტულუზადან (საფრანგეთი).
  • 2014 : კათოლიკურმა ეკლესიამ იოანე XXIII-ის და იოანე-პავლე II-ის კანონიზაცია მოახდინა.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი