მთავარი გვერდი
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი | ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 166 230 სტატია. |
გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო |
ხაშამის ბრძოლა — 2018 წლის 7 თებერვალს, აშშ-ის ეგიდით შექმნილმა კოალიციამ განახორციელა მასიური საჰაერო და საარტილერიო დარტყმები სირიის სამთავრობო ძალებისა და მათ მხარეს მებრძოლი რუსული ვაგნერის ჯგუფის მიმართულებით, ქალაქ ხაშამთან, ალ ტაბიეს მახლობლად (ორივე - დაირ ელ-ზავრის გუბერნიაში). შეერთებულმა შტატებმა თავდასხმა ახსნა იმით, რომ სამთავრობო ძალებმა „წამოიწყეს არაპროვოცირებული თავდასხმა სირიის დემოკრატიული ძალების შტაბბინის წინააღმდეგ“, როდესაც კოალიციის ძალები „სირიის დემოკრატიული ძალების სამხედროებთან ერთად იყვნენ განლაგებული მდინარე ევფრატის სამშვიდობო ხაზის აღმოსავლეთით“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2018 წლის 8 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება სოფელ სალიჰიაჰაში მომხდარ ინციდენტზე სადაც ნათქვამია, რომ ეს გამოწვეული იყო სირიის დემოკრატიული ძალების სადაზვერვო მოქმედებებით, და არ იყო ინიცირებული რუსული ოპერაციების სარდლობის მიერ; განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები არ იყვნენ „განთავსებულნი სირიის დაირ ელ-ზავრის პროვინციაში“.
ალბერტ აინშტაინი (გერმ. Albert Einstein; დ. 14 მარტი, 1879, ულმი, გერმანია — გ. 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ) — ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
- საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის განხილვას საპროტეტოს გამოსვლები მოჰყვა.
- კაია კალასის (სურათზე) რეფორმის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
- ბოლა ტინუბუ ნიგერიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოს ქრისტოდულიდისმა გაიმარჯვა.
- თურქეთში, სირიის საზღვართან, 7,8 Mw სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
- პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- რალფ ნორმან ენჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||