მთავარი გვერდი
ეს არის თავისუფალი ენციკლოპედიის ქართულენოვანი პროექტი | ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 165 356 სტატია. |
გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო |
რევანი — გამოგონილი პერსონაჟი „ვარსკვლავური ომების“ სამყაროდან. შეიქმნა BioWare-ის 2003 წლის ვიდეოთამაშისთვის „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები“. თამაშის სიუჟეტის მიხედვით, რევანი არის ყოფილი ჯედაი, რომელიც ძველი რესპუბლიკის ეპოქაში („ვარსკვლავური ომების“ ორიგინალური ტრილოგიის მოვლენებამდე დაახლოებით 4 000 წლით ადრე) ცხოვრობდა. ძალის ბნელ მხარეზე გადასვლის შემდეგ გახდა სითების ლორდი და დაირქვა სახელი დართ რევანი, შექმნა სითების იმპერია და გალაქტიკის დაპყრობის მიზნით ებრძოდა რესპუბლიკის ჯარებს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მას უღალატა და სასიკვდილოდ განწირული მიატოვა მეგობარმა და შეგირდმა, დართ მალაკმა, რომელსაც მისი ადგილის უზურპირება სურდა. რევანი ჯედაებმა შეიპყრეს, მისი მეხსიერება წაშალეს და მისცეს ახალი, ყალბი იდენტობა, რისი მიზანიც მათი გეგმის მიხედვით იყო რევანის დაბრუნება ჯედაების რიგებში და მისი გამოყენება დართ მალაკის და მისი იმპერიის დასამარცხებლად. რევანის ნამდვილი ვინაობა მოთამაშისთვის თამაშის ბოლო ნაწილში ხდება ცნობილი, ხოლო „დართ რევანი“ დიდი ხნის წინ დაღუპულად ითვლება.
რევანის ისტორია განვრცობილი და გაგრძელებულია კომიქსებსა და წიგნებში, ასევე, ვიდეოთამაშის გაგრძელებებში. დრიუ კარპიშინის 2011 წლის რომანში „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა: რევანი“ დეტალურადაა აღწერილი რევანის ცხოვრების დეტალები „ძველი რესპუბლიკის რაინდების“ შემდგომ, მისი მცდელობები, აღიდგინოს დაკარგული მეხსიერება და გაიხსენოს მანდალორის ომების, მალაკთან ერთად მოგზაურობის და სითების დამალული იმპერატორის ძებნის მოვლენები. რევანი სწრაფად გახდა ფანების რჩეული პერსონაჟი და „ვარსკვლავური ომების“ ფრანშიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. მისი პერსონაჟის განვითარებამ და ისტორიამ კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ანტარქტიდა (ბერძ. ἀνταρκτικός — არქტიკის საპირისპირო) — სამხრეთ პოლარული კონტინენტი. უკავია სამხრეთ პოლარული მხარის — ანტარქტიკის ცენტრალური ნაწილი. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი და ყინულით თითქმის სრულად დაფარული, რომლის სისქეც 1,6 კილომეტრს (1 მილი) აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. მას გარს აკრავს სამხრეთის ოკეანის წყლები (აგრეთვე ინდოეთის, წყნარი და ატლანტის ოკეანეების სამხრეთი ნაწილები). კონტინენტის ფართობი შეადგენს 13,975 ათ. კმ²-ს (ასევე 1,6 მლნ. კმ²-ს შეადგენს შელფური ყინულები, 75 500 კმ²-ს კუნძულები). ანტარქტიდის ცენტრი თითქმის ემთხვევა სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს. ანტარქტიდას მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს, თუმცა ზოგი მეცნიერი აქ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობს და კვლევებს ატარებს.
- ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გენერალმა პეტრ პაველმა (სურათზე) დაამარცხა ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ანდრეი ბაბიში.
- თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 — დაიჭრა.
- საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 5 პირი.
- ვახტანგ („ბუბა“) კიკაბიძე, ქართველი მომღერალი და კინომსახიობი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- მეთხუთმეტე მცდელობაზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი კევინ მაკ-კართი აირჩიეს.
- ბენედიქტე XVI, რომის 265-ე პაპი და კათოლიკე თეოლოგი, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ანრი დიუნანმა მას შემდეგ დააარსა, რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||