მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Реван.webp
რევანი — გამოგონილი პერსონაჟი „ვარსკვლავური ომების“ სამყაროდან. შეიქმნა BioWare-ის 2003 წლის ვიდეოთამაშისთვისვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები“. თამაშის სიუჟეტის მიხედვით, რევანი არის ყოფილი ჯედაი, რომელიც ძველი რესპუბლიკის ეპოქაში („ვარსკვლავური ომების“ ორიგინალური ტრილოგიის მოვლენებამდე დაახლოებით 4 000 წლით ადრე) ცხოვრობდა. ძალის ბნელ მხარეზე გადასვლის შემდეგ გახდა სითების ლორდი და დაირქვა სახელი დართ რევანი, შექმნა სითების იმპერია და გალაქტიკის დაპყრობის მიზნით ებრძოდა რესპუბლიკის ჯარებს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მას უღალატა და სასიკვდილოდ განწირული მიატოვა მეგობარმა და შეგირდმა, დართ მალაკმა, რომელსაც მისი ადგილის უზურპირება სურდა. რევანი ჯედაებმა შეიპყრეს, მისი მეხსიერება წაშალეს და მისცეს ახალი, ყალბი იდენტობა, რისი მიზანიც მათი გეგმის მიხედვით იყო რევანის დაბრუნება ჯედაების რიგებში და მისი გამოყენება დართ მალაკის და მისი იმპერიის დასამარცხებლად. რევანის ნამდვილი ვინაობა მოთამაშისთვის თამაშის ბოლო ნაწილში ხდება ცნობილი, ხოლო „დართ რევანი“ დიდი ხნის წინ დაღუპულად ითვლება. რევანის ისტორია განვრცობილი და გაგრძელებულია კომიქსებსა და წიგნებში, ასევე, ვიდეოთამაშის გაგრძელებებში. დრიუ კარპიშინის 2011 წლის რომანში „ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკა: რევანი“ დეტალურადაა აღწერილი რევანის ცხოვრების დეტალები „ძველი რესპუბლიკის რაინდების“ შემდგომ, მისი მცდელობები, აღიდგინოს დაკარგული მეხსიერება და გაიხსენოს მანდალორის ომების, მალაკთან ერთად მოგზაურობის და სითების დამალული იმპერატორის ძებნის მოვლენები. რევანი სწრაფად გახდა ფანების რჩეული პერსონაჟი და „ვარსკვლავური ომების“ ფრანშიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. მისი პერსონაჟის განვითარებამ და ისტორიამ კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ლედ ზეპელინი

ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი.

1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში - 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1-ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.

2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყმელი საკრავები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.

HSBild.svg

დღის სურათი

ზოოფილიის სცენა ლაქშმანას ტაძარში, ქაჯურაჰო
ზოოფილიის სცენა ლაქშმანას ტაძარში, ქაჯურაჰო

W-circle.svg

სიახლეები

კევინ მაკ-კართი (კალიფორნიელი პოლიტიკოსი)

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


HSDagensdatum.svg

12 იანვარი — ამ დღეს...

ლედ ზეპელინი
  • 457 : ბასილისკოსი ბიზანტიის იმპერატორად აკურთხეს კონსტანტინოპოლში.
  • 1780 : ციურიხში გამოვიდა გაზეთ ციურიხერ ცაიტუნგის პირველი ნომერი.
  • 1875 : კვან-სუ ჩინეთის იმპერატორი გახდა.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი: საბჭოთა არმიამ ფინეთის ქალაქები დაბომბა.
  • 1945 : მიქავაში (იაპონია) მომხდარ მიწისძვრას 1900 ადამიანი ემსხვერპლა.
  • 1969 : ჯგუფმა ლედ ზეპელინმა (სურათზე) სადებიუტო ალბომი გამოსცა.
  • 1998 : ევროპის ცხრამეტი ქვეყანა ადამიანის კლონირების აკრძალვაზე შეთანხმდა.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა