მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 164 488 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Narsk Gorge at aul Nar. 1886.jpg
დვალეთისაქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე; ამჟამად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს, დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის ტერიტორიას. ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) იხსენიებს დვალეთის ხევებს: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსო და მაღრანდვალეთი (თანამედროვე ისტორიკოსთა ნაწილი ამ ორი უკანასკნელის დვალეთად მოხსენიებას შეცდომად თვლის). ქართული საისტორიო ტრადიციით, ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. IV – ძვ. წ. III საუკუნეები) დროიდან იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი. VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა-გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო „გზა დვალეთისა“. საქართველოსათვის დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მონღოლთა შემოსევების (XIII საუკუნე) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა, დვალები კი, თავის მხრივ, მასობრივად ინაცვლებდა კავკასიონის სამხრეთით. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV საუკუნე) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში მისი მოურავი იყო გიორგი სააკაძე. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სვიმონ დვალი. აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად დვალეთიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით, (1859) იგი თბილისის გუბერნიას ჩამოაჭრეს და თერგის ოლქს შეუერთეს. დვალეთის მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია: მდინარეების არდონისა და ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა — კასრის-კარმა და ხილკამ; ზროგოსა და მამისონის (ჟღელეს) ხეობებში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ვარშავის არსენალის აღება

პოლონეთის აჯანყება (1830-1831) — ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყება მეფის რუსეთის წინააღმდეგ (1830 წ. 29 ნოემბერი - 1831 წ. ოქტომბერი).

აჯანყება დაიწყო პოლონეთის სამეფოში და გავრცელდა ლიტვაში, დასავლეთ ბელარუსსა და მარჯვენა ნაპირის უკრაინის ტერიტორიებზე. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა შლიახტა იყო. აჯანყება დააჩქარა ცნობამ, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის გადაწყვეტილების შესახებ, გაეგზავნა პოლონეთის ჯარი საფრანგეთში რევოლუციური გამოსვლების ჩასახშობად. აჯანყების მომზადების ინიციატივა ხელში აიღო ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, რომელიც 1829 წელს ვარშავაში, პოლონელი ოფიცრების წრეში, პოდხორუნჟების სკოლაში შეიქმნა (ე. წ. „პოდხორუნჟების შეთქმულება“).

HSBild.svg

დღის სურათი

სახლში გამომცხვარი მაწვნის პური
სახლში გამომცხვარი მაწვნის პური

W-circle.svg

სიახლეები

ისტიკლალის (თავისუფლების) გამზირი 2019 წელს

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში


HSDagensdatum.svg

29 ნოემბერი — ამ დღეს...

სკ ბარსელონას სამკერდე ნიშანი.
  • 1580 : სერ ფრენსის დრეიკი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან ინგლისში დაბრუნდა.
  • 1830 : რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ ნოემბრის აჯანყება დაიწყო პოლონეთში.
  • 1877 : ტომას ედისონმა მისი ფონოგრაფი წარუდგინა საზოგადოებას პირველად.
  • 1890 : იაპონიაში ძალაში შევიდა მეიძის კონსტიტუცია და პირველი დიეტი შეიკრიბა.
  • 1899 : ესპანური საფეხბურთო კლუბიბარსელონა(გერბი სურათზე) დაარსდა.
  • 1945 : იუგოსლავიის ფედერალური სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა.
  • 1982 : გაეროს გენერალური ასამბლეის „რეზოლუცია 37/37“ საბჭოთა კავშირს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას აიძულებს.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა