ჯგუფური სარჩელის მოსაგვარებლად, Apple-ში გადაწყვიტეს რომ 50 მილიონი გადაიხადონ.
სარჩელში წერია რომ Apple-მა იცოდა „პეპელა“ კლავიატურის პრობლემების შესახებ, მაგრამ მალავდა. როგორც იცით, „პეპელა“ კლავიატურის კლავიშებში ხშირად მტვერი ჩადის და კლავიშები ფუჭდება.
Apple-მა ბრალდება უარყო, მაგრამ კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.
ამ თანხას მიიღებენ MacBook-ის, MacBook Air-ის და MacBook Pro-ს ის მფლობელები, რომლებმაც პროდუქტი 2015 წლიდან, 2019 წლამდე აშშ-ს შვიდ შტატში შეიძინეს: კალიფორნია, ფლორიდა, ილინოისი, მიჩიგანი, ნიუ ჯერსი, ნიუ-იორკი და ვაშინგტონი.
კომპენსაცია ნაწილდება შემდეგნაირად:
▪️ $395 გადაეცემა MacBook-ის მფლობელებს, რომლებმაც კლავიატურა რამდენჯერმე
შეუცვალეს;
▪️ $125 არის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც MacBook-ს კლავიატურა ერთხელ
შეცვალეს;
▪️ $50 გადაეცემათ მომხმარებლებს, რომლებმაც გარკვეული კლავიში შეუცვალეს;
[Reuters]