მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 161 599 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Postcard-1910 Strauss Richard.jpg
რიხარდ შტრაუსიგერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და მევიოლინე. განიხილება, როგორც გვიანი რომანტიზმის და ადრეული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი, რიხარდ ვაგნერისა და ფრანც ლისტის მემკვიდრე. გუსტავ მალერთან ერთად, არის ვაგნერის შემდგომი გერმანული რომანტიზმის გვიანი აღორძინების წარმომადგენელი, რომელთა მუსიკაშიც დახვეწილი გაორკესტრება მდიდარ ჰარმონიასთანაა შერწყმული. შტრაუსის საკომპოზიტორო საქმიანობა 1870 წელს დაიწყო, როცა მხოლოდ 6 წლისა იყო და მის გარდაცვალებამდე, თითქმის 80 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ტიპის კლასიკურ ფორმას მოიცავს, თუმცა, უდიდეს აღიარებას სიმფონიური პოემებითა და ოპერებით მიაღწია. შტრაუსი, აგრეთვე, წარმატებული დირიჟორი იყო, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტებზეც, სადაც მისი ნაწარმოებები საორკესტრო და საოპერო რეპერტუარის სტანდარტული ნაწილი იყო. თავის ნაწარმოებებთან ერთად, დიდი მოწონებით სარგებლობდა ვაგნერის, ლისტის და მოცარტის მისეული ინტერპრეტაციებიც. როგორც დირიჟორი, იგი ჰანს ფონ ბიულოვის შეგირდი იყო და სადირიჟორო კარიერაც 1883 წელს, მისი ასისტენტის რანგში, მაინინგენის კარის ორკესტრში დაიწყო. 1919–1924 წლებში იყო ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი, ხოლო 1920 წელს ზალცბურგის ფესტივალის თანადამფუძნებელი გახდა. ამ თანამდებობებთან შეთავსებით გამოდიოდა სხვადასხვა ორკესტრისა და საოპერო თეატრის მიწვეული დირიჟორის რანგში. 1933 წელს შტრაუსი ნაცისტური გერმანიის ორ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ თანამდებობაზე დაინიშნა. პირველი იყო სახელმწიფო მუსიკალური ბიუროს ხელმძღვანელის, ხოლო მეორე – ბაიროითის ფესტივალის მთავარი დირიჟორის თანამდებობა. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე დანიშვნას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ნაცისტური პარტიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგი არტურო ტოსკანინიმ დატოვა. ამ თანამდებობებზე მუშაობის გამო შტრაუსს ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოსდა, ნაცისტებთან კოლაბორაციის გამო. თუმცა, შტრაუსის რძალი, ალის გრაბ შტრაუსი (დაბადებით ფონ ჰერმანსვერტი), ებრაელი იყო და შტრაუსის დათმობები ნაცისტურ პარტიასთან მისი და მისი შვილების (კომპოზიტორის შვილიშვილების) დასაცავად იყო გამიზნული. იგი აპოლიტიკური იყო და თანამდებობას მუსიკალურ ბიუროში კომპოზიტორების საავტორო უფლებების დასაცავად, ასევე, აკრძალული კომპოზიტორების (დებიუსის, მალერის, მენდელსონის და სხვათა) ნაწარმოებების გადასარჩენად იყენებდა. მეტიც, იგი დაჟინებით მოითხოვდა თავისი ოპერისთვის „მდუმარე ქალი“ (გერმ. Die schweigsame Frau) ებრაელი შტეფან ცვაიგის ლიბრეტოს გამოყენებას, რის გამოც, საბოლოოდ, ორივე ზემოთაღნიშნული თანამდებობა დაკარგა. მისი ოპერა „მშვიდობის დღე“, რომლის პრემიერაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა, ნაცისტური პარტიის არცთუ კარგად შენიღბულ კრიტიკას წარმოადგენდა, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდა, ძალადობის ნაცვლად მშვიდობა აერჩიათ. შტრაუსის საკმოდ დიდი გავლენის წყალობით, მისი რძალი ომის დროს შინაპატიმრობით გადარჩა, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ შეძლო საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილისაგან ყველა ნათესავი დაეხსნა. 1948 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მიუნხენის დენაციფიკაციის ტრიბუნალმა იგი სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

გიორგი მაზნიაშვილი
გიორგი მაზნიაშვილი (დ. 1870 — გ. 1937) — ქართველი მხედარმთავარი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონის სოფელ სასირეთში. სათანადო სამხედრო განათლების გავლის შემდეგ რუსეთის არმიაში დაწინაურდა გენერლად. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში 1904-1905 წლებში იგი გამოირჩეოდა მხედრული მამაცობით. მიღებული ჭრილობის შედეგად გიორგი აღმოჩნდა ლაზარეთში, სადაც მას ემსახურებოდნენ თვით ნიკოლოზ II-ის ქალიშვილები, რაც დიდ პატივად ითვლებოდა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. აქვე პირადად ესტუმრა გიორგი მაზნიაშვილს იმპერატორი ნიკოლოზ II და პირადად გადასცა წმ. გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისათვის და მიიწვია თავის სასახლეში. პირველ მსოფლიო ომში მაზნიაშვილი იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. დაიჭრა ვარშავასთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში, ჩამოაყალიბა 2 დივიზია, რითაც აქტიურად იცავდა თბილისს ქაოსისა და ბოლშევიკური გაფართოებისგან. გიორგი მაზნიაშვილი იყო დაუმარცხებელი გენერალი, რომელსაც არც ერთი ბრძოლა არ წაუგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

HSDagensdatum.svg

6 ივლისი — ამ დღეს...

იან ჰუსის კოცონზე დაწვა
  • 1415 : ჩეხი რეფორმატორი იან ჰუსი კოცონზე დაწვეს (სურათზე).
  • 1535 : სერ ტომას მორი, უტოპიის ავტორი, სიკვდილით დასაჯა მეფე ჰენრი VIII-მ, ინგლისის ეკლესიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის გაყოფაზე წინააღმდეგობის გამო.
  • 1785 : აშშ-ის მონეტარულ ერთეულად ერთხმად აირჩა დოლარი.
  • 1885 : ფრანგმა ქიმიკოსმა ლუი პასტერმა წარმატებით გამოსცადა ცოფის ვაქცინა ცხრა წლის ბავშვზე, რომელსაც ძაღლმა უკბინა.
  • 1919 : ბრიტანული დირიჟაბლი რ-34 დაეშვა ნიუ-იორკში, რაც პირველი გადაფრენა გახდა ატლანტის ოკეანეზე.
  • 1942 : ჰოლოკოსტი : ანა ფრანკი და მისი ოჯახი საიდუმლო სხვენს აფარებენ თავს მამამისის ოფისში ამსტერდამის საწყობში.
  • 2006 : 44 წლის შემდეგ გაიხსნა ინდოეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი ნათუ-ლას უღელტეხილი, რომელიც ჩინეთ-ინდოეთის ომის პერიოდში ჩაიკეტა.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა