მთავარი გვერდი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
1381 : უოტ ტაილერის აჯანყება - აჯანყებულებმა ლონდონამდე მიაღწიეს.
1864 : აშშ-ის სამოქალაქო ომი - გენერალმა ულისე გრანტმა საკუთარი ჯარები გამოიყვანა კოლდ-ჰარბორის ბრძოლიდან ვირჯინიაში, რითაც ომის ყველაზე სისხლიანი, უთანასწორო ბრძოლა დასრულდა.
1898 : გენერალმა ემილიო აგინალდომ ფილიპინების დამოუკიდებლობა გამოაცხადა ესპანეთისაგან.
1942 : ჰოლოკოსტი - ცამეტი წლის დაბადების დღეზე ანა ფრანკმა დღიურის წერა დაიწყო.
1964 : ნელსონ მანდელა (სურათზე) და აფრიკის ეროვნული კონგრესის სხვა ლიდერები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპართეიდის სისტემის საბოტაჟში დამნაშავედ ცნეს.
1991 : საბჭოთა კავშირში რუსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბორის ელცინი.
1999 : კოსოვოს ომი - ნატოს ძალები (KFOR) კოსოვოში შედიან გაეროს მანდატით თვითგამოცხადებულ და ნაწილობრივ აღიარებული ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.
|
M270 — შეჯავშნული, თვითმავალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა. M270-ის პირველი სისტემები აშშ-ის არმიამ 1983 წელს მიიღო. მას შემდეგ ისინი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის არაერთი ქვეყნის შეიარაღებაში გამოჩნდა. დღემდე ამერიკასა და ევროპაში წარმოებულია დაახლოებით 1 300 ერთეული სისტემა და მისთვის განკუთვნილი 700 000-ზე მეტი რაკეტა. სისტემების წარმოება 2003 წელს დასრულდა, როცა ბოლო პარტია ეგვიპტის არმიამ მიიღო. 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირს ამერიკის და ნატოს ძალებთან შედარებით, სარაკეტო არტილერიაში აშკარა უპირატესობა ჰქონდა. საბჭოთა ტაქტიკით მიღებული იყო მასიური დაბომბვა სატვირთო მანქანებზე დამაგრებული ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, როგორიცაა БМ-21, რის შედეგადაც ხდებოდა სამიზნე რაიონის სატურაცია ათასობით რაკეტით. რაკეტების ნაწილი აუცილებლად ხვდებოდა კონკრეტულ სამიზნეებს, რასაც თან ახლდა ძლიერი ფსიქოლოგიური ეფექტი. ამისგან განსხვავებით, შედარებით მეტი სიზუსტისა და საბრძოლო მასალის დაზოგვის მიზნით ამერიკელი არტილერისტები უპირატესობას ლულიან არტილერიას ანიჭებდნენ, რის გამოც მათი სარაკეტო არტილერიის უდიდესი ნაწილი მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი, მოძველებული ტექნიკა იყო. ამ დამოკიდებულების შეცვლა 1973 წლიდან, იომ-ქიფურის ომის შემდეგ დაიწყო. ამ კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დანაკარგებს ზურგის შეიარაღებაში, როგორიც იყო მიწა-ჰაერი ტიპის დანადგარები, რაც შედეგი იყო ისრაელის ეფექტური ტაქტიკისა, დაემუშავებინა მათი განლაგების ადგილები ზალპური ცეცხლის სისტემებით. სისტემის შექმნაზე მუშაობა 1977 წლის სექტემბერში Boeing-მა და Vought Aerospace-მა დაიწყო, ხოლო პირველი მოდელები 1982 წლის აგვისტოში გამოუშვეს. 1983 წლის მარტში ჩამოყალიბდა M270-ების პირველი ბატარეა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში დანადგარები დასავლეთ გერმანიას გაეგზავნა. თავდაპირველად, ბატარეა სამი ოცეულისგან შედგებოდა, თითოეულ ოცეულში კი სამი გამშვები დანადგარი იყო; 1987 წლისთვის 25 ასეთი ბატარეა არსებობდა. 1990-იანი წლებიდან ბატარეაში დანადგარების რაოდენობა 6-მდე შემცირდა.
ბორის ელცინი (რუს. Бори́с Никола́евич Е́льцин; დ. 1 თებერვალი, 1931, სოფ. ბუტკა, ტალიცის რაიონი, სვერდლოვსკის ოლქი ― გ. 23 აპრილი, 2007, მოსკოვი) — რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში.
დაიბადა 1931 წელს სვერდლოვსკის ოლქში. 1955 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სტუდენტობის პერიოდში იგი სერიოზულად იყო გატაცებული კალათბურთით. 1961 წელს გახდა სკკპ-ს წევრი. 1968 წლიდან ჩაება პოლიტიკაში. 1978-88 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1985 წლიდან მოღვაწეობს მოსკოვში, ორჯერ იყო არჩეული რუსეთის სახელმწიფოს მეთაურად.- ბაირამ ბეგაი ალბანეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
- საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი (სურათზე) გახდა.
- ბონგბონგ მარკოსი ფილიპინების პრეზიდენტად, ხოლო სარა დუტერტე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
- დრიტან აბაზოვიჩი მონტენეგროს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია.
- ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
- კენიის ყოფილი პრეზიდენტი მვაი კიბაკი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||