ანთიმოზ ივერიელის თასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანთიმოზ ივერიელის თასი

ანთიმოზ ივერიელის თასიმორაგბეთა თასი, რომელიც 2002 წლიდან თამაშდება საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. მას სახელი ეწოდა რუმინეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ანთიმოზ ივერიელის პატივსაცემად.

თასის შექმნის იდეა გაზეთ რეზონანსში დაიბადა. ის უნდა ყოფილიყო ინგლისშოტლანდიას შორის კალკუტის თასის და ახალი ზელანდიაავსტრალიას შორის გასათამაშებელი ბლედისლოუს თასის ანალოგი. რაც შეეხება თასის სახელს, ანთიმოზ ივერიელის გარდა, განიხილებოდა ნიკიფორე ირბახის და ბესიკ გაბაშვილის ვარიანტებიც, თუმცა, საბოლოოდ პირველი შეირჩა.[1]

ბრინჯაოს თასი ქართველმა სკულპტორმა ირაკლი ჯაფარიძემ დაამზადა.[2]

თასს დღესდღეობით საქართველოს ნაკრები ფლობს, რომელმაც 2020 წლის 1 თებერვალს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრაში ანგარიშით 41 - 13 გაიმარჯვა. საერთო ჯამში კი ანგარიში არის 13–6 საქართველოს სასარგებლოდ[3].

წინა მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი თარიღი მასპინძელი ანგარიში სტუმარი გამარჯვებული ადგილი
2002 6 აპრილი საქართველო 23 - 31 რუმინეთი რუმინეთის დროშა რუმინეთი თბილისი
2003 30 მარტი საქართველო 6 - 19 რუმინეთი რუმინეთის დროშა რუმინეთი თბილისი
2004 27 მაისი რუმინეთი 25 - 18 საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი იასი
2005 12 მარტი საქართველო 20 - 13 რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო თბილისი
2006 25 თებერვალი რუმინეთი 35 - 10 საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი ბუქარესტი
2007 3 თებერვალი რუმინეთი 17 - 20 საქართველო საქართველოს დროშა საქართველო ბუქარესტი
2008 9 თებერვალი საქართველო 22 - 7 რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო თბილისი
2009 14 მარტი საქართველო 28 - 23 რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო თბილისი
2010 13 მარტი რუმინეთი 22 - 10 საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი ბუქარესტი
2011 12 მარტი საქართველო 18 - 11 რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო თბილისი
2012 10 მარტი რუმინეთი 13 - 19 საქართველო საქართველოს დროშა საქართველო ბუქარესტი
2013 16 მარტი რუმინეთი 9 - 9 საქართველო საქართველოს დროშა საქართველო ბუქარესტი
2014 15 მარტი საქართველო 22 - 9 რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო თბილისი
2015 21 მარტი რუმინეთი 6 - 15 საქართველო საქართველოს დროშა საქართველო ბუქარესტი
2016 19 მარტი საქართველო 38 - 9 რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო თბილისი
2017 19 მარტი რუმინეთი 8 - 7 საქართველო რუმინეთის დროშა რუმინეთი ბუქარესტი
2018 18 მარტი საქართველო 25 - 16 რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო თბილისი
2019 9 თებერვალი რუმინეთი 9 - 18 საქართველო საქართველოს დროშა საქართველო კლუჟ-ნაპოკა
2020 1 თებერვალი საქართველო 41 - 13 რუმინეთი საქართველოს დროშა საქართველო თბილისი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული რაგბის მატიანე 1959–2009, შემდგენლები ზაალ, ლუკა და ნიკო გიგინეიშვილები, თბ., 2009, გვ. 192.[მკვდარი ბმული]
  2. ქველი ჟესტი[მკვდარი ბმული]
  3. მატჩი, რომელიც მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე 2011 წლის 28 სექტემბერს ახალ ზელანდიაში გაიმართა, პრიზის დებულებით სათვალავში არ შედის.