მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 160 235 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Sir George Solti 6 Allan Allan Warren.jpg
სერ გეორგ შოლტიუნგრეთში დაბადებული ბრიტანელი დირიჟორი. ცნობილია მოღვაწეობით მიუნხენის, ფრანკფურტისა და ლონდონის საოპერო თეატრებში, აგრეთვე, ხანგრძლივი მუშაობით ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად. უნგრეთში უფრო მკაცრი ანტისემიტური კანონმდებლობის გამო ებრაული წარმოშობის შოლტი 1938 წელს ქვეყნიდან გაიქცა. 1961 წელს ლონდონში, კოვენტ-გარდენის საოპერო თეატრის მუსიკალურ დირექტორად დაინიშნა. ამ პოსტზე ათწლიანი მუშაობის დროს განახორციელა ცვლილებები, რომლებმაც ეს ოპერა უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვა. მისი მუსიკალური ხელმძღვანელობის პერიოდში მიიღო თეატრმა „სამეფო ოპერის“ ტიტულიც, რაც მისი სტატუსის აღიარება იყო. 1972 წელს იგი ბრიტანეთის მოქალაქე გახდა. 1969 წელს დაიკავა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორის თანამდებობა, რომელიც 22 წლის განმავლობაში ეჭირა. 1991 წელს პოსტი დატოვა და გარდაცვალებამდე ორკესტრის საპატიო მუსიკალური დირექტორის ტიტულს ატარებდა. ჩიკაგოში მუშაობის პარალელურად, 1972-1975 წლებში პარიზის ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად, 1979-1983 წლებში კი ლოდონის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ დირიჟორად მუშაობდა. ადრეულ წლებში შოლტი ინტენსიური სადირიჟორო მანერით გამოირჩეოდა, რომელიც ბოლო წლებში შედარებით შერბილდა. არის რეკორდული რაოდენობის ჩანაწერების ავტორი – გაკეთებული აქვს 250-ზე მეტი ჩანაწერი, მათ შორის, 45 სრული საოპერო კოლექცია; ზოგიერთი ნაწარმოები კი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე რამდენჯერმე აქვს ჩაწერილი.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ერეკლე II
ასპინძის ბრძოლა1770 წლის 20 აპრილს ქართველთა ბრძოლა ოსმალეთის ლაშქართან ერეკლე II-ის სარდლობით რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს. საქართველოში შემოსულ რუსთა საექსპედიციო რაზმს, რომელსაც ამიერკავკასიის ფრონტზე ოსმალთა ძალების ნაწილი უნდა მიეზიდა, ერეკლე II-მ შესთავაზა რუს-ქართველთა ერთობლივი ძალით ახალციხეზე გალაშქრება. მისი მიზანი იყო მესხეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან.

W-circle.svg

სიახლეები

შეჰბაზ შარიფი
  • საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა.
  • შეჰბაზ შარიფი (სურათზე) პაკისტანის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, მას შემდეგ რაც იმრან ხანს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
  • როდრიგო ჩავეს რობლესი კოსტა-რიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ფილმი გახდა CODA, ხოლო ექვსი ნომინაცია ფილმმა დიუნმა აიღო.
  • ამერიკელი მათემატიკოსი დენის სალივანი აბელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • მის მსოფლიო 2021-ის გამარჯვებული პოლონელი კაროლინა ბიელავსკა გახდა.

    მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია


  • HSDagensdatum.svg

    20 აპრილი — ამ დღეს...

    სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი
  • 1303 : პაპი ბონიფაციუს VIII-ის ედიქტით რომის უძველესი საპიენცის უნივერსიტეტი დაარსდა.
  • 1653 : ოლივერ კრომველმა პარლამენტის კუდი დაითხოვა.
  • 1657 : ადმირალმა რობერტ ბლეიკმა ტენერიფესთან ესპანური ვერცხლის გადამზიდავი ფლოტი გაანადგურა.
  • 1770 : ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ ოსმალებისა და ლეკების გაერთიანებული ჯარი დაამარცხა.
  • 1862 : ფრანგმა ქიმიკოსმა ლუი პასტერმა და ფიზიოლოგმა კლოდ ბერნარმა პასტერიზაციის პირველი ცდა დაასრულეს.
  • 1922 : შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი (სურათზე).
  • 2009 : ნიუ-იორკ ტაიმზმა ერთდროულად ხუთი პულიცერის პრემია მიიღო.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა