ხანის დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg ტერმინს „ხანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხანი.
ჩინეთის ისტორია
ჩინეთის ისტორია
ძველი
3 მონარქი და 5 იმპერატორი
სიას დინასტია ძვ. წ. 2100–1600
შანის დინასტია ძვ. წ.1600–1046
ჯოუს დინასტია ძვ. წ.1045–256
 დასავლეთი ჯოუ
 აღმოსავლეთი ჯოუ
   გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი
   მებრძოლი სამთავროების პერიოდი

(ცი, ცინი, ჩუ, ვეი, ხანი, ჯაო, იანი, იუე, სუნი, შუ, ბა)

იმპერიები
ცინი ძვ. წ. 221 –206
ხანის დინასტია ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220
  დასავლეთის ხანი
  სინის დინასტია
  აღმოსავლეთის ხანი
სამმეფობა 220–280
  ვეი, შუ და
ძინის დინასტია 265–420
  დასავლეთი ძინი 16 სამეფო
304–439
  აღმოსავლეთი ძინი
სამხრეთისა და ჩრდილოეთის
დინასტიები

420–589
სუის დინასტია 581–618
ტანის დინასტია 618–907
  (მეორე ჯოუ 690–705)
5 მონარქია და
10 სამეფო

907–960
ლიაო
907–1125
სუნის დინასტია
960–1279
  ჩრდილოეთი სუნი დ. სია
  სამხრეთი სუნი ძინი
იუანის დინასტია 1271–1368
მინის დინასტია 1368–1644
ცინის დინასტია 1644–1911
თანამედროვე ერა
ჩინეთის რესპუბლიკა 1912–1949
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა

1949–დღემდე
ჩინეთის რესპ.
(ტაივანი)

1949–დღემდე
ხანის დინასტია ძვ. წ. 87 წელს.

ხანის დინასტია — საიმპერატორო დინასტია ჩინეთში განაგებდა ძვ. წ. 206 წლიდან ახ. წ. 220 წლამდე. იყოფა დასავლეთის ანუ ადრინდელ (უფროს) ხანად (ძვ. წ. 206-ახ. წ. 25 წწ.) და აღმოსავლეთის ანუ გვიანდელ (უმცროს) ხანად ( ახ. წ. 25-220 წწ.). დინასტიის დამაარსებელია ლიუ ბანი, რომელმაც გააერთიანა ქვეყანა და ძლიერი ცენტრალიზებული იმპერია შექმნა. იგი დიდძალ მიწის სამფლობელოებს - საუფლისწულოებს ურიგებდა თავის ნათესავებსა და თანამებრძოლებს, რამაც ნიადაგი მოუმზადა ქვეყნის დანაწილებას. ცენტრალური ხელისუფლება განმტკიცდა იმპერატორების ძინ-დის (ძვ. წ. 156-141 წწ.) და განსაკუთრებით უ-დის (ძვ. წ. 140-87 წწ.) განგებლობის დროს. ოფიციალური იდეოლოგია გახდა კონფუციანელობა. ხანის დინასტია აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს, რასაც მოჰყვა იმპერიის საზღვრების გაფართოება. ხანის დინასტიას სავჭრო და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა შუა აზიის სახელმწიფოებსა და ინდოეთთან. დასავლეთის ხანს ბოლო მოუღო წითელწარბიანთა აჯანყებამ (17-27 წწ.) აღმოსავლეთ ხანის დინასტია დაეცა ყვითელდოლბანდიანთა აჯანყებისა (184-204 წწ.) და სამხედრო-ფეოდალურ დაჯგუფებათა ბრძოლის შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]