ვიკიპედია:რჩეული სტატიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მალხმობა: ვპ:რჩეული

რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი

მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.

ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია ვიკიპედიის სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 160 028 სტატიაა, მათ შორის კი მხოლოდ 235 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ.

თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

P cal euro-green.png

ახალი „რჩეულები“

Saint Peter's Basilica facade, Rome, Italy.jpg
კათოლიციზმიქრისტიანობის ყველაზე დიდი კონფესია და, ასევე, მსოფლიოს უდიდესი რელიგიური მიმდინარეობა. როგორც მსოფლიოში უდიდესმა და უძველესმა, ასევე მუდმივად მოქმედმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა დასავლური ცივილიზაციის ისტორიასა და განვითარებაში. კათოლიციზმი აერთიანებს 24 კონკრეტულ ეკლესიასა და მთელს მსოფლიოში არსებულ 3,500 ეპარქიას. პაპი, რომელიც არის რომის ეპისკოპოსი, არის ასევე მთელი ეკლესიის მეთაური. რომის საეპისკოპოსო, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა საყდარი, არის ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანო. წმინდა საყდარი შედგება ორი ნაწილისაგან: რომის კურიისგან, რომელსაც ოფისები ვატიკანში აქვს, და რომის ანკლავისგან, რომლის მეთაურიც თავად პაპია. კათოლიციზმმა უდიდესი გავლენა იქონია დასავლურ ფილოსოფიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და მეცნიერებაზე. კათოლიკური ეკლესია თანაზიარებაში იყო აღმოსავლეთის ბერძნული წესის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან 1054 წლის დიდ სქიზმამდე, რომელიც უმეტესად პაპის ავტორიტეტისა და სულიწმინდის გამომავლობის საკითხში ორი კონფესიის უთანხმოებამ გამოიწვია. 431 წლის ეფესოს საეკლესიო კრებამდე დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები ფაქტობრივად იდენტური იყო, 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ კი ქრისტოლოგიაში არსებული განსხვავებების გამო მოხდა მათი თავდაპირველი გახლეჩა. XVI საუკუნის ევროპაში განხორციელებულმა რეფორმაციამ გამოიწვია კათოლიკე ეკლესიისაგან მისი დიდი ნაწილის გამოყოფა და ცალკე, პროტესტანტულ კონფესიად გადაქცევა.



Levan Maruashvili.jpg

ლევან მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912 — გ. 5 დეკემბერი, 1992) — ქართველი გეოგრაფი, მთამსვლელი და ჟურნალისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს სსრ (1966) და აფხაზეთის ასსრ (1984) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1956–1992). ლევან მარუაშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969–1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975–1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1991 წელს „საქართველო ანთროპოგენში“ (რუსულ ენაზე), რომელთა მთავარი რედაქტორი და ავტორი იყო მარუაშვილი. 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში.

ლევან მარუაშვილმა პირველმა გეოგრაფიულ ლიტერატურაში ჩამოაყალიბა ცნება კარსტოსფეროს (1970) შესახებ. მისი ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინეს და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლეს კრუბერის გამოქვაბული.

ლევან მარუაშვილი იყო კავკასიის აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია. მარუაშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა 20-ზე მეტი გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.

2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.


კონცეპტუალური დიზაინი I მოქმედებისთვის. შექმნილია ნ. რერიხის მიერ ს. დიაგილევის 1913 წლის დადგმისთვის.

კურთხეული გაზაფხული (რუს. Весна священная; ფრანგ. Le Sacre du printemps; ინგლ. The Rite of Spring „გაზაფხულის რიტუალი“) — იგორ სტრავინსკის ბალეტი და საორკესტრო საკონცერტო ნაწარმოები. დაიწერა სერგეი დიაგილევის საბალეტო კომპანიის „რუსული ბალეტის“ (ფრანგ. Ballets Russes) 1913 წლის პარიზული სეზონისთვის. თავდაპირველი ქორეოგრაფიის ავტორი იყო ვასლავ ნიჟინსკი, ხოლო სცენის დიზაინი და კოსტიუმები ნიკოლაი რერიხს ეკუთვნოდა. მისი პრემიერა 1913 წლის 29 მაისს, ელისეს მინდვრების თეატრში (Théâtre des Champs-Élysées) შედგა. მუსიკისა და ქორეოგრაფიის ავანგარდულმა ხასიათმა სენსაცია გამოიწვია. ბევრმა პირველი საღამოს რეაქციას „ამბოხი“ ან „თითქმის ამბოხი“ უწოდა, თუმცა, მხოლოდ 1924 წლის დადგმის განხილვებში, პრემიერიდან ათზე მეტი წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩაფიქრებული იყო სასცენო ნაწარმოებად, რომელშიც კონკრეტული პასაჟები პერსონაჟების და სიუჟეტის თანხლებას წარმოადგენს, მუსიკამ არანაკლები, თუ უფრო მეტი არა, აღიარება მოიპოვა, როგორც საკონცერტო პიესამ და ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ნაწარმოები. როცა დიაგილევმა „რუსული ბალეტისთვის“ ნაწარმოებები შეუკვეთა, სტრავინსკი ახალგაზრდა, თითქმის უცნობი კომპოზიტორი იყო. „კურთხეული გაზაფხული“ მათი ერთობლივი პროექტებიდან მესამე იყო, წარმატებული „ფასკუნჯის“ (1910) და „პეტრუშკას“ (1911) შემდეგ. კონცეფცია, რომელიც „კურთხეულ გაზაფხულს“ უდევს საფუძვლად, სტრავინსკის იდეის მიხედვით რერიხმა განავითარა და იგი ასახულია ქვესათაურში „სურათები წარმართული რუსეთიდან ორ ნაწილად“. სცენარი აღწერს სხვადასხვა წარმართულ რიტუალს, რომელიც გაზაფხულის დადგომის აღნიშვნას უკავშირდება, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას მსხვერპლად შესაწირად ირჩევენ და იგი ცეკვით იკლავს თავს. არაერთგვაროვანი კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, რომელიც მის თავდაპირველ შესრულებას და მოკლე ლონდონურ ტურნეს მოჰყვა, ბალეტი 1920 წლამდე აღარ შესრულებულა. ამ წელს ნიჟინსკის ქორეოგრაფია ლეონიდ მასინის ვერსიამ ჩაანაცვლა, რომელიც მხოლოდ რვაჯერ დაიდგა.


სოფელ არადეთის ხედი არადეთის ციხიდან

არადეთისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 660 მეტრზე, ქარელიდან 7 კილომეტრში. მოსახლეობა მისდევს მეხილეობასა და მებოსტნეობას.

არადეთი იხსენიება XI საუკუნეში, განძის ამირა ფადლონისა და ბაგრატ IV-ის ბრძოლებთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის ბაგრატ IV-მ არადეთი კახთა მეფე აღსართან I-ს უბოძა. 1483 წელს არადეთის მიდამოებში გაიმართა არადეთის ბრძოლა. ერთმანეთს შეებრძოლნენ კონსტანტინე II-ის მომხრეები და ყვარყვარე II ჯაყელი ათაბაგი. XV-XVI საუკუნეებში არადეთი საამილახვროში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ I-მა არადეთი მოღალატე ანდუყაფარ ამილახვარს ჩამოართვა და სახასოდ აქცია. 1794 წელს ერეკლე II-მ არადეთი უბოძა თავად წერეთელს. არადეთი მოსახლე სოფლის სახელით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში. 1910 წელს სოფელი შეისწავლა და აღწერა ივანე ჯავახიშვილმა.

სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია შემორჩენილი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე სამი მრგვალი კოშკით. ციხესიმაგრე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის I ნახევარში. მის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე დგას წმინდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერიდან ჩანს, რომ იგი 1666 წელს აუგია როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალს.

P countries-green.png

გეოგრაფია

კავკასია

კონტინენტები და სუბრეგიონები: აფრიკა · ჩრდილოეთი ამერიკა · ლათინური ამერიკა · აზია

წყლები: ბორჯომი (წყალი) · ბაიკალი · პანამის არხი · შავი ზღვა · კასპიის ზღვა · წყნარი ოკეანე

ბუნება და ლანდშაფტი: აღდგომის კუნძული · ალპები · მაჩუ-პიქჩუ · გეომორფოლოგია · კარპატები · ახალი ათონის მღვიმე · ტამბორა

მოგზაურები, ექსპედიციები: ტერა-ნოვას ექსპედიცია

ქვეყნები: თურქეთი · ავსტრალია · კუბა · ბაჰამის კუნძულები · მარშალის კუნძულები · აზერბაიჯანი

საქართველო: თავისუფლების მოედანი (თბილისი) · თუშეთი · იმერეთი · კლარჯეთი

ქალაქები: ნიუ-იორკი · ბათუმი · თბილისი · თელ-ავივი · ლიმა · ბარსელონა · რიო-დე-ჟანეირო · ზალცბურგი · სანქტ-პეტერბურგი · რომი · სტამბოლი

დასახლებები, უბნები: ჰარლემი

P history-green.png

ისტორია

Neues Museum Aegyptischer Hof.jpg

პიროვნებები: ჯუზეპე გარიბალდი · იოზეფ გებელსი · ზვიად გამსახურდია · პეტრე ბაგრატიონი · ანასტასია რომანოვა · ერნესტო ჩე გევარა · ჰანიბალი · ვახტანგ VI · ოქტავიანე ავგუსტუსი · ადოლფ ჰიტლერი · ნევილ ჩემბერლენი · დომიციანე · მამედ ემინ რასულზადე · ელიზაბეტ დე ვალუა · ხლოდვიგ I · მიხეილ სუსლოვი · კალვინ კულიჯი · ანა ბრეტონელი

ძველი: რომის რესპუბლიკა · რომის იმპერია · რომის სენატი · იბერია · რომის იმპერატორების სია · ინკების ცივილიზაცია · ძველი ეგვიპტე · ლონდინიუმი · მესოამერიკის ქრონოლოგია · ერებუნი

შუა: საღვთო რომის იმპერია · ბიზანტიის იმპერია

ქვეყნები: პორტუგალიის ისტორია · იმერეთის სამეფო

Flags of Georgia in Rustaveli Avenue, Tbilisi, on a military parade during the Indepedence Day celebration (May 26, 2008).jpg

1900–1945: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა · ტფილისის ბანკის ძარცვა · ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია · ყირიმელი თათრების დეპორტაცია

1945 - დღემდე: იუგოსლავიის დაშლა · ჩერნობილის კატასტროფა · აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950)

სამხედრო: მეორე სამნიტური ომი · მეორე მსოფლიო ომი · პირველი პუნიკური ომი · რუსეთ-საქართველოს ომი (2008) · ესპანეთის სამოქალაქო ომი · გრანიკოსის ბრძოლა · გრძელი დანების ღამე

არქეოლოგია: ნოქალაქევი · შუა საუკუნეების ქართული მინა · ტეოტიუაკანი · როზეტის ქვა

Atom symbol.svg

მეცნიერება

Lily Lilium 'Citronella' Flower 2578px.jpg

პიროვნებები: სოკრატე · აკაკი შანიძე · ექვთიმე თაყაიშვილი · ვერნერ ფონ ბრაუნი · გოდფრი ჰ. ჰარდი · ალბერტ აინშტაინის რელიგიური შეხედულებები

განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ფიზიკა/მათემატიკა: e (რიცხვი)

ფლორა: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ბუნებისმეტყველება: ტუნგუსკის მეტეორიტი · ვარსკვლავი · მზე · პლანეტა · მზის სისტემა · გალაქტიკა

ფაუნა: ღამურა · დიდი ოყარი

P anthropology-green.png

ტექნიკა

Vitruvian.jpg

ბიოლოგია: უჯრედი · დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა · ვიტამინი D

ენათმეცნიერება: ბულგარული ენა · ეგვიპტური იეროგლიფები

ინფორმატიკა: Mozilla Firefox

მათემატიკა: მათემატიკა · სამკუთხედი

მედიცინა: ცოფი

ტექნიკა: ფაუ-2 · სატურნ V · პერსონალური კომპიუტერი · სუ-25

P religion-green.png

რელიგია და მითოლოგია

St George, bas relief, Mtsketa.jpg

ჰერაკლე · პერსევსი · თესევსი · არგონავტები · მედეა · პარეხი · მრავალძალი · დოლისყანა · ილია II

P sport-green.png

სპორტი

ბიატლონი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · ფკ დინამო თბილისი · რიო ფერდინანდი · საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · მილანი (ფეხბურთი) · მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი · მაიკლ კერიკი · გიორგი ქინქლაძე · ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია · არიენ რობენი · მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში · რონალდინიო · ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი) · პელე · ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი

P social sciences-green.png

საზოგადოება

The Red Cross of the Geneva Convention by Clara Barton 1878.jpg

პიროვნებები: აკაკი შანიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ყიფიანი

პოლიტიკა: საერთაშორისო ურთიერთობები · აშშ-ის პრეზიდენტების სია · თბილისის თვითმმართველობა · აშშ-ის პირველი ქალბატონების სია · აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია · ახალი მსოფლიო წესრიგი (შეთქმულების თეორია)

სამართალი: საქართველოს კონსტიტუცია · საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

Go-tisch.png

ჰერალდიკა: საქართველოს სახელმწიფო გერბი

ეთნოლოგია: აფხაზები

კოლექციონირება:

გართობა: GTA · The Sims 2

კულინარია: ბრაუნშვაიგის მუმე

P art-green.png

ხელოვნება და კულტურა

Veriko1.jpg

პიროვნებები: დავით გურამიშვილი · ნიკო ფიროსმანი · კირილ ზდანევიჩი · მადონა · ჯეკ კერუაკი · ტერენტი გრანელი · ზემფირა · თედორე დოსტოევსკი · ტიესტო · ალანის მორისეტი · ჯონი კეში · ჯინჯერ როჯერსი · უოლტ დისნეი · ჯექსონ პოლოკი · ალფრედ ჰიჩკოკი · ეიკონი · ვლადიმირ ვისოცკი · ინგვი მალმსტინი · კლიფ ბარტონი · გიორგი შარვაშიძე · გაბრიელ გარსია მარკესი

მუზეუმები/ბიბლიოთეკები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი

სახვითი ხელოვნება: ბრინჯაოს მხედარი

რადიო, კინო, ტელევიზია: ექვსი ფუტი მიწის ქვეშ · ციხიდან გაქცევა · ანიმე · გრიფინები · ჯანგო გათავისუფლებული  · მანდალორელი

თეატრი: რუსთაველის თეატრი

Salem Nordfassade 1823.jpg

არქიტექტურა: გელათის მონასტერი · სტალინისტური არქიტექტურა · გუგი · ოშკი · სურამის ციხე · კვეტერა · ხანძთა · ფიტარეთის მონასტერი · აბუ-სიმბალი · ტბეთის მონასტერი · ბორობუდური · იაჰმესის პირამიდა

ლიტერატურა და მწერლობა: რომაული ლიტერატურა · ბეჭდების მბრძანებელი · შტორმი (პერსონაჟი) · კერი ბრედშოუ (პერსონაჟი) · ვეფხისტყაოსანი · მრისხანების მტევნები (რომანი)

მუსიკა:კლიფ ბარტონი · Coldplay · პინკ ფლოიდი · ჯონი კეში · ჯენესისი · რედიოჰედი · The Beatles · U2 · მეტალიკა · სკორპიონსი · ინგვი მალმსტინი · Enter Sandman · მაიკლ ბუბლეი · მეტალიკის ტურნეები · ლედი გაგა · როჯერ უოტერსი

კლასიკური მუსიკა: კლოდ დებიუსი · ნიბელუნგის ბეჭედი · კურთხეული გაზაფხული · იგორ სტრავინსკი · დიმიტრი შოსტაკოვიჩი  · ტოსკა