მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 159 935 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Saint Peter's Basilica facade, Rome, Italy.jpg
კათოლიციზმიქრისტიანობის ყველაზე დიდი კონფესია და, ასევე, მსოფლიოს უდიდესი რელიგიური მიმდინარეობა. როგორც მსოფლიოში უდიდესმა და უძველესმა, ასევე მუდმივად მოქმედმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა დასავლური ცივილიზაციის ისტორიასა და განვითარებაში. კათოლიციზმი აერთიანებს 24 კონკრეტულ ეკლესიასა და მთელს მსოფლიოში არსებულ 3,500 ეპარქიას. პაპი, რომელიც არის რომის ეპისკოპოსი, არის ასევე მთელი ეკლესიის მეთაური. რომის საეპისკოპოსო, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა საყდარი, არის ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანო. წმინდა საყდარი შედგება ორი ნაწილისაგან: რომის კურიისგან, რომელსაც ოფისები ვატიკანში აქვს, და რომის ანკლავისგან, რომლის მეთაურიც თავად პაპია. კათოლიციზმმა უდიდესი გავლენა იქონია დასავლურ ფილოსოფიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და მეცნიერებაზე. კათოლიკური ეკლესია თანაზიარებაში იყო აღმოსავლეთის ბერძნული წესის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან 1054 წლის დიდ სქიზმამდე, რომელიც უმეტესად პაპის ავტორიტეტისა და სულიწმინდის გამომავლობის საკითხში ორი კონფესიის უთანხმოებამ გამოიწვია. 431 წლის ეფესოს საეკლესიო კრებამდე დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები ფაქტობრივად იდენტური იყო, 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ კი ქრისტოლოგიაში არსებული განსხვავებების გამო მოხდა მათი თავდაპირველი გახლეჩა. XVI საუკუნის ევროპაში განხორციელებულმა რეფორმაციამ გამოიწვია კათოლიკე ეკლესიისაგან მისი დიდი ნაწილის გამოყოფა და ცალკე, პროტესტანტულ კონფესიად გადაქცევა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ეიფელის კოშკი გარიჟრაჟზე
ეიფელის კოშკი — ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მეტრ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა. კოშკის ლითონის სტრუქტურა 7 300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10 100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია. ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.

HSBild.svg

დღის სურათი

განსხვავებული ფუნთუშები ვენიდან.
განსხვავებული ფუნთუშები ვენიდან.

W-circle.svg

სიახლეები

დენის სალივანი
  • ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ფილმი გახდა CODA, ხოლო ექვსი ნომინაცია ფილმმა დიუნმა აიღო.
  • ამერიკელი მათემატიკოსი დენის სალივანი (სურათზე) აბელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • მის მსოფლიო 2021-ის გამარჯვებული პოლონელი კაროლინა ბიელავსკა გახდა.
  • რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს.
  • სერდარ ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • კატალინ ნოვაკი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

    მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია


  • HSDagensdatum.svg

    31 მარტი — ამ დღეს...

    ეიფელის კოშკი
  • 1778 : ინგლისელი მკვლევარი ჯეიმზ კუკი კ. ვანკუვერზე გადმოვიდა და იგი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
  • 1854 : აშშ-ის ფლოტის კომოდორმა მეთიუ პერიმ კანაგავას ხელშეკრულებით იაპონია აიძულა ამერიკის სავაჭრო ხომალდებისთვის საკუთარი პორტები გაეხსნა.
  • 1889 : ეიფელის კოშკის (სურათზე) ინაუგურაცია შედგა პარიზში.
  • 1949 : ნიუფაუნდლენდი კანადის კონფედერაციის წევრი გახდა.
  • 1967 : ჯიმი ჰენდრიქსმა ლონდონის ასტორიის თეატრში საკუთარი გიტარა დაწვა, რის შედეგადაც ის მეორე ხარისხის დამწვრობისთვის ჰოსპიტალიზებულ იქნა.
  • 1991 : რეფერენდუმზე გამოკითხულთა 98 %-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისგან.
  • 2004 : Google-მა პირველი ვებ-ფოსტა 1 გიგაბაიტიანი სათავსით — Gmail — გამოაქვეყნა.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა