მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 159 659 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Saint Peter's Basilica facade, Rome, Italy.jpg
კათოლიციზმიქრისტიანობის ყველაზე დიდი კონფესია და, ასევე, მსოფლიოს უდიდესი რელიგიური მიმდინარეობა. როგორც მსოფლიოში უდიდესმა და უძველესმა, ასევე მუდმივად მოქმედმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა დასავლური ცივილიზაციის ისტორიასა და განვითარებაში. კათოლიციზმი აერთიანებს 24 კონკრეტულ ეკლესიასა და მთელს მსოფლიოში არსებულ 3,500 ეპარქიას. პაპი, რომელიც არის რომის ეპისკოპოსი, არის ასევე მთელი ეკლესიის მეთაური. რომის საეპისკოპოსო, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა საყდარი, არის ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანო. წმინდა საყდარი შედგება ორი ნაწილისაგან: რომის კურიისგან, რომელსაც ოფისები ვატიკანში აქვს, და რომის ანკლავისგან, რომლის მეთაურიც თავად პაპია. კათოლიციზმმა უდიდესი გავლენა იქონია დასავლურ ფილოსოფიაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე, მუსიკასა და მეცნიერებაზე. კათოლიკური ეკლესია თანაზიარებაში იყო აღმოსავლეთის ბერძნული წესის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან 1054 წლის დიდ სქიზმამდე, რომელიც უმეტესად პაპის ავტორიტეტისა და სულიწმინდის გამომავლობის საკითხში ორი კონფესიის უთანხმოებამ გამოიწვია. 431 წლის ეფესოს საეკლესიო კრებამდე დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები ფაქტობრივად იდენტური იყო, 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ კი ქრისტოლოგიაში არსებული განსხვავებების გამო მოხდა მათი თავდაპირველი გახლეჩა. XVI საუკუნის ევროპაში განხორციელებულმა რეფორმაციამ გამოიწვია კათოლიკე ეკლესიისაგან მისი დიდი ნაწილის გამოყოფა და ცალკე, პროტესტანტულ კონფესიად გადაქცევა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ნამიბიის დროშა
ნამიბია, ნამიბიის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Namibia, აფრ. Republiek van Namibië, გერმ. Republik Namibia) — სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ანგოლა და ზამბია, აღმოსავლეთიდან — ბოტსვანა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. დასავლეთიდან გარს ერტყმის ატლანტის ოკეანის წყლები. ფართობი — 825 418 კმ². 2011 წლის აღწერის მიხედვით ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 113 077 ადამიანს. ქვეყნის დედაქალაქი — ვინდჰუკი. ქვეყნის მართვას ახორციელებს მოსახლეობის მიერ 5 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი და ორპალატიანი პარლამენტი. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1990 წლის 21 მარტს.

HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

სერდარ ბერდიმუჰამედოვი
  • მის მსოფლიო 2021-ის გამარჯვებული პოლონელი კაროლინა ბიელავსკა გახდა.
  • რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს.
  • სერდარ ბერდიმუჰამედოვი (სურათზე) თურქმენეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • კატალინ ნოვაკი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • იუნ სოკ იოლი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • „როსკომნადზორმა“ აკრძალა რადიოსადგური „ეხო მასკვი“, შეუზღუდა წვდომა ტელეკომპანია „დოჟდისა“ და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, გამოცემებს „Meduza“, „The New York Times“, „The Village“, „ТВ2“, „რადიო თავისუფლება“, „Deutsche Welle“ და BBC-ის რუსული სამსახური. ასევე დაბლოკა Facebook და Twitter, დაემუქრა ვიკიპედიას ბლოკირებით.

    მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში • კორონავირუსის პანდემია


  • HSDagensdatum.svg

    21 მარტი — ამ დღეს...

    ჰერაკლე იერუსალიმში აბრუნებს ქრისტეს ჯვარს
  • 630 : ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ სპარსელებს ქრისტეს ჯვარი წაართვა და იერუსალიმში დააბრუნა (სურათზე).
  • 1800 : პიუს VII რომის პაპად აკურთხეს ვენეციაში პაპიე-მაშეს პაპის ტიარათი.
  • 1804 : ნაპოლეონისეული სამოქალაქო კოდექსი შევიდა ძალაში საფრანგეთში.
  • 1935 : შაჰი რეზა ფეჰლევი ფორმალურად მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სპარსეთს მისი მშობლიური სახელი ირანი უწოდონ, რაც „არიელების მიწას“ ნიშნავს.
  • 1980 : აშშ-ის პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა.
  • 1990 : ნამიბიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა