მთავარი გვერდი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
კირილ პეტკოვი ბულგარეთის კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
ამერიკელი მწერალი ენ რაისი (სურათზე) 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად აირჩიეს.
კარლ ნეჰამერი ავსტრიის კანცლერი გახდა.
ინდონეზიაში ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
სიომარა კასტრო ჰონდურასის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.
1965 : შარლ დე გოლი (სურათზე) საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა.
1972 : აპოლო 17 სამი კოსმონავტით დედამიწაზე დაბრუნდა. ეს მთვარეზე ადამიანის ბოლო გაფრენა იყო.
1974 : პირველი პერსონალური კომპიუტერი Altair 8800 გამოვიდა.
1984 : ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო შეთანხმდნენ 1997 წლის 1 ივლისს ჰონკონგის მმართველობის ჩინეთისთვის გადაცემაზე.
1998 : აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტი ბილ კლინტონის იმპიჩმენტის განიხლვა დაიწყო ლევინსკის სკანდალის გამო.
2001 : არგენტინის ეკონომიკური კრიზისი — ბუენოს-აირესში არეულობა დაიწყო მთავრობის მიერ ბანკებში მოსახლეობის დანაზოგების გაყინვის გამო.
2005 : დედამიწის მოსახლეობამ 6,5 მილიარდს მიაღწია.
|
„ოტელო“ — ჯუზეპე ვერდის ოპერა ოთხ მოქმედებად არიგო ბოიტოს ლიბრეტოთი. დაფუძნებულია შექსპირის იმავე სახელწოდების პიესაზე. იგი ვერდის ბოლოს წინა ოპერა იყო და პირველად ლა სკალაში, 1887 წლის 5 თებერვალს შესრულდა.
1871 წელს, „აიდას“ წარმატების შემდეგ ვერდიმ გადაწყვიტა, აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა შეეწყვიტა. ამის გამო, მის მილანელ გამომცემელს, ჯულიო რიკორდის მომდევნო ათი წელი დასჭირდა, რათა ვერდი ჯერ მუშაობის განახლებაში დაერწმუნებინა, შემდეგ მისივე 1857 წლის ოპერის, „სიმონ ბოკანეგრას“ რევიზიაში (რა დროსაც გააცნო ლიბრეტისტი არიგო ბოიტო), ხოლო ბოლოს შეუდგა მძიმე პროცესს, რათა დაეყოლიებინა კომპოზიტორი, ენახა ბოიტოს დასრულებული ლიბრეტო „ოტელოსთვის“, რაც 1881 წლის ივლის-აგვისტოში მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ვერდის არაფრის პირობა არ მიუცია და ლიბრეტოზე მუშაობის პროცესი ძლიერ გაიწელა. მხოლოდ მისი პირველი ესკიზების შექმნიდან 5 წლის შემდეგ, 1884 წელს დაიწყო მან მუსიკაზე მუშაობა და 1885 წლის ბოლოსთვის მზად ჰქონდა. პრემიერა 1887 წლის 5 თებერვალს, მილანში შედგა და დიდი წარმატება ჰხვდა წილად; პრემიერას მალევე მოჰყვა დადგმები ევროპისა და ამერიკის წამყვან თეატრებში.
წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი (257-351) — მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 დეკემბერი და 9 მაისი ახალი სტილით — 19 დეკემბერი და 22 მაისი.
წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა ქრისტეს შობიდან 257 წელს. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი, მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია, დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||