მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 158 019 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Otello-Alexandre-Marie Colin 1829.jpg
„ოტელო“ჯუზეპე ვერდის ოპერა ოთხ მოქმედებად არიგო ბოიტოს ლიბრეტოთი. დაფუძნებულია შექსპირის იმავე სახელწოდების პიესაზე. იგი ვერდის ბოლოს წინა ოპერა იყო და პირველად ლა სკალაში, 1887 წლის 5 თებერვალს შესრულდა. 1871 წელს, „აიდას“ წარმატების შემდეგ ვერდიმ გადაწყვიტა, აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა შეეწყვიტა. ამის გამო, მის მილანელ გამომცემელს, ჯულიო რიკორდის მომდევნო ათი წელი დასჭირდა, რათა ვერდი ჯერ მუშაობის განახლებაში დაერწმუნებინა, შემდეგ მისივე 1857 წლის ოპერის, „სიმონ ბოკანეგრას“ რევიზიაში (რა დროსაც გააცნო ლიბრეტისტი არიგო ბოიტო), ხოლო ბოლოს შეუდგა მძიმე პროცესს, რათა დაეყოლიებინა კომპოზიტორი, ენახა ბოიტოს დასრულებული ლიბრეტო „ოტელოსთვის“, რაც 1881 წლის ივლის-აგვისტოში მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ვერდის არაფრის პირობა არ მიუცია და ლიბრეტოზე მუშაობის პროცესი ძლიერ გაიწელა. მხოლოდ მისი პირველი ესკიზების შექმნიდან 5 წლის შემდეგ, 1884 წელს დაიწყო მან მუსიკაზე მუშაობა და 1885 წლის ბოლოსთვის მზად ჰქონდა. პრემიერა 1887 წლის 5 თებერვალს, მილანში შედგა და დიდი წარმატება ჰხვდა წილად; პრემიერას მალევე მოჰყვა დადგმები ევროპისა და ამერიკის წამყვან თეატრებში.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ჩეკა

ჩეკა (რუს. ЧК — чрезвычайная комиссия; საგანგებო კომისია) — პირველი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახური. დაარსდა 1917 წლის 20 დეკემბერს ლენინის განკარგულებით. მის პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა ფელიქს ძერჟინსკი. 1922 წელს მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განიცადა.

ტრადიციულად ჩეკას პირველ საბჭოთა საიდუმლო პოლიციას უწოდებდნენ, თუმცა მის ფუნქციასა და მოქმედებაში რაიმე საიდუმლო არ ყოფილა და უფრო რევოლუციური ტრიბუნალის დამხმარე ორგანოდ მოიაზრებოდა.



HSBild.svg

დღის სურათი

თანგკა, რომელზეც გამოსახულია მანდალას ოთხი ვარიანტი, ბუდისტური მონასტერი ნგორი, ტიბეტი
თანგკა, რომელზეც გამოსახულია მანდალას ოთხი ვარიანტი, ბუდისტური მონასტერი ნგორი, ტიბეტი



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ენ რაისი
  • კირილ პეტკოვი ბულგარეთის კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
  • ამერიკელი მწერალი ენ რაისი (სურათზე) 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად აირჩიეს.
  • კარლ ნეჰამერი ავსტრიის კანცლერი გახდა.
  • ინდონეზიაში ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
  • სიომარა კასტრო ჰონდურასის პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.

  • HSDagensdatum.svg

    20 დეკემბერი — ამ დღეს...

    RIAN archive 6464 Dzerzhinsky.jpg
  • 69 : რომის იმპერატორი ვიტელიუსი მოკლეს რომში.
  • 1699 : პეტრე I-ის ბრძანებით რუსეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 სექტემბრიდან 1 იანვარს გადაიტანეს.
  • 1803 : ლუიზიანას შესყიდვა შესრულდა საზეიმო ცერემონიაზე ახალ ორლეანში.
  • 1917 : პირველი საბჭოთა საიდუმლო პოლიციაჩეკა დაარსდა, მის ხელმძღვანელად ფელიქს ძერჟინსკი (სურათზე) დაინიშნა.
  • 1924 : ადოლფ ჰიტლერი გაათავისუფლეს ლანდსბერგის ციხიდან
  • 1955 : კარდიფი გამოცხადდა უელსის დედაქალად.
  • 1973 : ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ადმირალი ლუის კარერო ბლანკო მოკლეს მანქანის მართვადი ბომბით მადრიდში.
  • 1989 : აშშ პანამაში ჯარს აგზავნის მანუელ ნორიეგას მთავრობის დასამხობად.
  • 1999 : პორტუგალიამ ჩინეთს მაკაო გადასცა.
  • 2001 : არგენტინაში დაწყებული კრიზისის გამო პრეზიდენტ ფერნანდო დე ლა რუას გადადგომა აიძულეს.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა