მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 156 799 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Leonard Bernstein by Jack Mitchell.jpg
ლენარდ ბერნსტაინიამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მწერალი, მუსიკის ლექტორი და პიანისტი. ერთ-ერთი პირველი ამერიკაში დაბადებული და განათლებამიღებული დირიჟორი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მოხსენიებულია, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და წარმატებული მუსიკოსი ამერიკის ისტორიაში“.

საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელის პოსტზე ხანგრძლივი მუშაობისას და კონცერტების დირიჟორობით მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან. აგრეთვე, მიუზიკლებით „ვესტ-საიდის ისტორია“, „პიტერ პენი“, „საოცარი ქალაქი“ და სხვები, ოპერეტით „კანდიდი“, მუსიკით ფილმისთვის On the Waterfront, აგრეთვე, მესით და სხვა კომპოზიციებით, რომელთა შორისაც არის სამი სიმფონია და მრავალი კამერული და სოლო ნაწარმოები.

ბერნსტაინი იყო პირველი დირიჟორი, რომელმაც ჩაატარა სატელევიზიო ლექციების სერია კლასიკური მუსიკის შესახებ. ეს 1954 წელს დაიწყო და მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. იყო კარგი პიანისტი და საფორტეპიანო კონცერტებს ხშირად როიალიდან დირიჟორობდა. გადამწყვეტი როლი ითამაშა გუსტავ მალერის მუსიკის თანამედროვე გაცოცხლებაში, რომლითაც ყველაზე მხურვალედ იყო დაინტერესებული.

როგორც კომპოზიტორი, მუშაობდა არაერთ სტილში, რომელთა შორისაცაა სიმფონიური და საორკესტრო მუსიკა, ბალეტი, მუსიკა კინოსა და თეატრისათვის, საგუნდო ნამუშევრები, ოპერა, კამერული მუსიკა და საფორტეპიანო პიესები. მისი ბევრი ნაწარმოები რეგულარულად სრულდება მსოფლიოს გარშემო, თუმცა, არცერთ მათგანს „ვესტ-საიდის ისტორიის“ მსგავსი კოლოსალური წარმატება არ მოჰყოლია.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ორიენტ-ექსპრესის სარეკლამო პოსტერი
აღმოსავლეთის ექსპრესი, ორიენტ-ექსპრესი (Orient-Express) — შორი დისტანციის სამგზავრო მატარებლის სახელი, რომელსაც Compagnie Internationale des Wagons-Lits მართავდა. მისი მარშრუტი მრავალჯერ შეიცვალა, და წარსულში ამ სახელს რამდენიმე მათგანი იყენებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ორიენტ-ექსპრესი ჩვეულებრივი საერთაშორისო სარკინიგზო რეისების სახელი იყო, დროთა განმავლობაში იგი ფუფუნებით მგზავრობის სინონიმი გახდა. თანამედროვე ორიენტ-ექსპრესი პარიზი-ვენა მონაკვეთზე დადის.



HSBild.svg

დღის სურათი

W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ფუმიო კიშიდა
  • ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ამერიკელები დევიდ ჯულიუსი და არდემ პატაპუტიანი გახდნენ.
  • ფუმიო კიშიდა (სურათზე) იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.
  • ნაჯლა ბუდენ რამადანი ტუნისისა და არაბულ სამყაროში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.
  • ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მარია კოლესნიკოვა გახდა.
  • გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია, ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით იმარჯვებს.
  • პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი ჟორჟე სამპაიუ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • HSDagensdatum.svg

    4 ოქტომბერი — ამ დღეს...

    სპუტნიკ 1
  • 1582 : რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ გრიგორიანული კალენდარი შემოიღო. იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში ამ წლის 4 ოქტომბერს უშუალოდ 15 ოქტომბერი მოჰყვა.
  • 1830 : ნიდერლანდებისგან გამოყოფის შედეგად ბელგიის სახელმწიფო შეიქმნა.
  • 1853 : ყირიმის ომიოსმალეთის იმპერია რუსეთს ომს უცხადებს.
  • 1883 : აღმოსავლეთის ექსპრესი ამოქმედდა.
  • 1910 : მანუელ II, პორტუგალიის ბოლო მეფე, ლისაბონში რევოლუციის დაწყების გამო ბრიტანეთში გარბის. მომდევნო დღეს პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა.
  • 1957 : ორბიტაზე გაშვებულია პირველი ხელოვნური თანამგზავრი სპუტნიკ 1 (სურათზე).
  • 1993 : რუსეთის კონსტიტუციური კრიზისი — რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ტანკებით პარლამენტის შენობის შტურმს აწყობს.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა