მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 156 024 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Alexander Javakhishvili.jpg

ალექსანდრე ჯავახიშვილი — ქართველი გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში ივანე ჯავახიშვილთან, იოსებ ყიფშიძესთან, პეტრე მელიქიშვილთან, ექვთიმე თაყაიშვილთან, გაბრიელ ღამბარაშვილთან ერთად — იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანია. ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელია. იყო საქართველოში უმაღლესი გეოგრაფიული განათლების ორგანიზატორი. ფართო იყო მისი სამეცნიერო ინტერესები. მან კვლევა დაიწყო ქიმიაში, შემდგომ მუშაობდა ანთროპოლოგიაში. ალექსანდრე ჯავახიშვილის მეცნიერულ ინტერესებს აღძრავდა გეოგრაფიული მეცნიერების სხვადასხვა დარგი: გეომორფოლოგია, ჰიდროლოგია, კლიმატოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, ეკონომიკური გეოგრაფია, მოსახლეობისა და დასახლებული პუნქტების გეოგრაფია, კარტოგრაფია, გეოგრაფიის აზროვნების ისტორია და სხვა. რიგი ნაშრომი მიეძღვნა გეოგრაფიული მეცნიერების სტრუქტურასა და გეოგრაფიის თეორიის ზოგად საკითხს.

ალექსანდრე ჯავახიშვილს გამოქვეყნებული აქვს 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო, რომლებზეც აღიზარდა გეოგრაფთა არაერთი თაობა. დიდია მისი დამსახურება საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიული რუკების შედგენაში. ალექსანდრე ჯავახიშვილი ქართული მეცნიერული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება ეთნიკურ ანთროპოლოგიას. მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ატლასის (1964) შედგენა-გამოცემაში, რისთვისაც მას სხვა მეცნიერებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971).

2015 წლის 22–23 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლისთავს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

მაკედონიის დროშა
ჩრდილოეთი მაკედონია (მაკედ. Северна Македонија, ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა მაკედ. Република Северна Македонија) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში. არის იუგოსლავიის ერთ-ერთი მემკვიდრე ქვეყანა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა, თუმცა საბერძნეთთან უთანხმოების გამო, 1991-2019 წლებში მისი ოფიციალური სახელი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია (მაკედ. поранешна Југословенска Република Македонија) იყო.



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ჟან-პოლ ბელმონდო
  • ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო (სურათზე) 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • კარლოს ვილა-ნოვა სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • გვინეაში სამხედრო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტ ალფა კონდეს ხელისუფლება დაამხეს, გადატრიალებას მამადი დუმბუია ხელმძღვანელობდა.
  • ალარ კარისი ესტონეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ როგე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ჰაკაინდე ჰიჩილემა ზამბიის პრეზიდენტად აირჩიეს.

  • HSDagensdatum.svg

    8 სექტემბერი — ამ დღეს...

    მიქელანჯელოს „დავითი“
  • 1380 : კულიკოვის ბრძოლაში რუსები თათარ-მონღოლებს ამარცხებენ.
  • 1504 : მიქელანჯელოს „დავითი“ (სურათზე) წარედგინა საზოგადოებას ფლორენციაში.
  • 1636 : ჰარვარდის უნივერსიტეტი დაარსდა.
  • 1664 : ბრიტანელებმა დაიპყრეს ჰოლანდიური კოლონია ახალი ამსტერდამი, რომელსაც მოგვიანებით ნიუ-იორკი დაარქვეს.
  • 1831 : უილიამ IV დიდი ბრიტანეთის მეფედ აკურთხეს.
  • 1941 : მეორე მსოფლიო ომი — ნაცისტების მიერ ლენინგრადის ბლოკადა იწყება.
  • 1978 : ირანის ისლამური რევოლუციათეირანში ასობით დემონსტრანტი მოკლეს.
  • 1991 : მაკედონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა