მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 155 325 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

George Gershwin 1937.jpg
XX საუკუნის კლასიკური მუსიკა – 1901-2000 წლებში შექმნილი არტ-მუსიკა. ამ საუკუნეში არ ყოფილა დომინანტური მუსიკალური სტილი და კომპოზიტორები წერდნენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტიპის მუსიკას. მოდერნიზმი, იმპრესიონიზმი და პოსტ-რომანტიზმი წინა საუკუნის ბოლო ათწლეულებში ჩაისახა, მაგრამ ისინი XX საუკუნის მუსიკაშიც განიხილებიან, რადგან განვითარდნენ და გასცდნენ XIX საუკუნის და უფრო ადრინდელი პერიოდისთვის დამახასიათებელ მუსიკალურ საზღვრებს. ნეოკლასიციზმი და ექსპრესიონიზმი, ძირითადად, 1900 წლის შემდეგი პერიოდიდან იწყება. მინიმალიზმი მუსიკაში ბევრად უფრო გვიან დაიწყო და შეიძლება განხილული იქნას, როგორც გადასვლის წერტილი მოდერნიზმიდან პოსტ-მოდერნიზმში, თუმცა, პოსტ-მოდერნიზმი, ზოგიერთი მოსაზრებით, უფრო ადრე, დაახლოებით 1930 წლიდან იწყება. ატონალობა, სერიალიზმი, musique concrète და ელექტრონული მუსიკა XX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ამ დროის ბევრი კომპოზიტორის გავლენის წყარო ჯაზი და ხალხური მუსიკაც იყო.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ალან გრინსპენი
ალან გრინსპენი (დ. 6 მარტი, 1926, ნიუ-იორკი) — ამერიკელი ეკონომისტი, მეცნიერებათა დოქტორი, ბრიტანეთის სამეფო ორდენის მფლობელი და 1987 წლის 11 აგვისტოდან 2006 წლის 31 იანვრამდე ამერიკის ფედერალური რეზერვის (ამერიკის ცენტრალური ბანკი, შემოკლ. ფედი) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ბრიტანეთის ხაზინის მეთაურის საპატიო (გასამრჯელოს გარეშე) პოსტზე თანხმდება.



HSBild.svg

დღის სურათი

ქაღალდის განათებული კუთხეები. აბსტრაქტული ფოტოგრაფია.
ქაღალდის განათებული კუთხეები. აბსტრაქტული ფოტოგრაფია.



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ლიონელ მესი
  • „ბარსელონაში“ 21-წლიანი თამაშის შემდეგ ლიონელ მესი (სურათზე) „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.
  • მოლდოვის პარლამენტმა ნატალია გავრილიცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
  • ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე +109კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
  • ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური -90კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
  • იუნესკომ საქართველოს ოთხ ბუნებრივ ობიექტს, საერთო სახელით კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები (მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები), მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
  • ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

  • HSDagensdatum.svg

    11 აგვისტო — ამ დღეს...

    მზის სრული დაბნელება
  • 70 : იერუსალიმის პირველი ტაძრის (მეფე სოლომონის აგებული) და მეორე ტაძრის დანგრევა.
  • 1920 : ბოლშევიკურმა რუსეთმა ლატვიის დამოუკიდებლობა სცნო.
  • 1934 : ალკატრასის კუნძულზე, სან-ფრანცისკოსთან (კალიფორნია), ფედერალური საპყრობილე გაიხსნა.
  • 1987 : ალან გრინსპენი აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ხდება.
  • 1999 : მზის სრული დაბნელება (სურათზე) ევროპასა და აზიაში.
  • 2003 : ნატო ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციას იწყებს, თავის პირველ მნიშვნელოვან ოპერაციას ევროპის გარეთ.
  • 2003 : უჩვეულო ცხელი ჰაერის მასების ტალღამ პარიზში ტემპერატურა 44°C ნიშნულზე აიყვანა, რის გამოც ქალაქში 144 ადამიანი დაიღუპა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა