მთავარი გვერდი
|
ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი — გერმანელი კომპოზიტორი, თეატრის რეჟისორი, დირიჟორი და პუბლიცისტი. მეტწილად ცნობილია თავისი ოპერებით (ან, როგორც მის ზოგიერთ გვიანდელ ნამუშევარს უწოდებენ, „მუსიკალური დრამებით“). საოპერო კომპოზიტორების უმრავლესობისგან განსხვავებით, ვაგნერი თავისი სასცენო ნაწარმოებებისთვის როგორც მუსიკას, ისე ლიბრეტოს, თავად ქმნიდა. თავდაპირველად სახელი მოიხვეჭა რომანტიკულ, კარლ მარია ფონ ვებერის და ჯაკომო მეიერბერის სტილში დაწერილი მუსიკით, ხოლო მოგვიანებით, სრულიად შეცვალა ოპერა „ხელოვნების ტოტალური ნაწარმის“ (Gesamtkunstwerk) რევოლუციური კონცეფციით, რომელშიც სურდა პოეტური, ვიზუალური, მუსიკალური და დრამატული ხელოვნების გაერთიანება და სადაც მუსიკა დრამას იქნებოდა დაქვემდებარებული. ეს ხედვა აღწერა 1849-1852 წლებში გამოქვეყნებულ ესეებში და ყველაზე სრულად ოთხი ოპერისგან შემდგარი ციკლის, „ნიბელუნგის ბეჭედის“ (Der Ring des Nibelungen), პირველ ნახევარში განახორციელა.
ვაგნერის კომპოზიციები, განსაკუთრებით, მისი გვიანდელი პერიოდიდან, გამოირჩევა რთული მუსიკალური ტექსტურით, მდიდარი ჰარმონიით და მრავალფეროვანი გაორკესტრებით. იგი იყენებს ლაიტმოტივებს — მუსიკალურ ფრაზებს, რომლებიც დაკავშირებულია ინდივიდუალურ პერსონაჟებთან, ადგილებთან, იდეებთან ან სიუჟეტის ელემენტებთან. მისმა მიღწევებმა მუსიკალურ ენაში, როგორიცაა უკიდურესი ქრომატიზმი და სწრაფად ცვალებადი ტონალური ცენტრები, უდიდესი გავლენა მოახდინა კლასიკური მუსიკის განვითარებაზე. მისი „ტრისტან და იზოლდა“ ზოგჯერ თანამედროვე მუსიკის დასაწყისად მოიხსენიება.
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი: მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
![]() |
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
![]() |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
![]() |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
![]() |
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
![]() |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
![]() |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
![]() |
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
![]() |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
![]() |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
![]() |
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
![]() |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
![]() |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |