მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 137,993 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ხლოდვიგ I-ის გამოსახულება
ხლოდვიგ I (ფრანგ. Clovis; ლათ. Chlodovechus, Chlodoveus; დ. დაახლ. 466 — გ. 27 ნოემბერი, 511, პარიზი) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან. სახელმწიფოს მართავდა 481–511 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში, კერძოდ 496 წელს ფრანკებმა მიიღეს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხოლო მეფის მიერ წარმოებული მრავალრიცხოვანი ომების შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ფრანკთა სახელმწიფო. 507-508 წლებში აქტიურად ებრძოდა ვესტგუთებს, მათთან ომის შემდეგ ხლოდვიგი გაემგზავრა პარიზში, რომელიც 508 წელს გახადა საკუთარი რეზიდენცია. თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში ხლოდვიგმა დაიპყრო რაინის წვრილ-წვრილი სამეფოები: თიურინგების, ვარნებისა და დასავლეთის გერულების. ამრიგად, ხლოდვიგის მმართველობის დროს რაინის პირზე არ დარჩენილა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ხლოდვიგის დროს ჩაწერეს სალიკური სამართალი, ფრანკების კანონთა პირველი კრებული. 511 წლის ივლისში მან მოიწვია პირველი საეკლესიო კრება ორლეანში, რომელშიც მონაწილე 32 ეპისკოპოსიდან ნახევარი წარმოშობით ფრანკების სახელმწიფოდან იყო. ხლოდვიგი გარდაიცვალა 511 წლის 27 ნოემბერს, 45 წლის ასაკში, პარიზში. იგი დაკრძალეს წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში, რომელიც თავად ააშენა. XVIII საუკუნეში ეს ეკლესია ხლოდვიგის გვერდით დაკრძალული წმინდა ჟენევიევას სახელზე აკურთხეს. ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მის ოთხ ვაჟს შორის დაიყო. ხლოდვიგის მთავარი ბიოგრაფები არიან ქალაქ ტურის ეპისკოპოსი გრიგოლ ტურელი, ნახევრადლეგენდარული ფრანკი ისტორიკოსი ფრედეგარი, რომელმაც VII საუკუნეში დაწერა „ქრონიკა“ და VIII საუკუნის ანონიმი ავტორი, რომელსაც ეკუთვნის „ფრანკების ისტორიის წიგნი“, რომელიც მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე ძირითადად იმეორებს გრიგორ ტურელის ისტორიას. გარდა ამისა ჩვენს დრომდე მოაღწია იმდროინდელი მიმოწერის ფრაგმენტებმა, რომლებიც ემყარება იმ წყაროებს, რომელიც ჩვენთვის ცნობილი აღარაა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ბრიტანეთის ჯარების მოძაობის სქემა
ფოლკლენდის ომი (ესპ. Guerra de las Malvinas, ინგლ. Falklands War) — დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის, ფოლკლენდის კუნძულების გამო 1982 წლის მარტიდან ივნისამდე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის არმია თავს დაესხა ფოლკლენდის კუნძულებს და თავიდან მცირე სამხედრო წარმატებას მიაღწია, საბოლოოდ ომიდან გამარჯვებული დიდი ბრიტანეთი გამოვიდა. ეს გამარჯვება კუნძულების მოსახლეობის სურვილსაც შეესაბამებოდა. ომში დამარცხებამ არგენტინაში სამხედრო ხუნტის დამხობას და დემოკრატიული რეჟიმს აღდგენას მოუმზადა საფუძველი.



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
პიერ ნკურუნზიზა
  • ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა (სურათზე) 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ილონ მასკის SpaceX-ის ხომალდმა Crew Dragon-მა NASA-სთან ერთად პირველი ეკიპაჟიანი გაფრენა განახორციელა.
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ (ლიკუდი) და ქნესეთის სპიკერი ბენი განცი (კახოლ-ლავანი) კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
  • ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • „ტომი და ჯერის“ 13 სერიის რეჟისორი ჯინ დეიჩი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდა.

  • HSDagensdatum.svg

    14 ივნისი — ამ დღეს...

    კალიფორნიის რესპუბლიკის დროშა
  • 1645 : ინგლისის რევოლუცია : ნასების ბრძოლაში მეფე ჩარლზ I-ის მთავარი არმია გაანადგურა პარლამენტის ახალი მოდელის არმიამ სერ ტომას ფერფაქსისა და ოლივერ კრომველის მეთაურობით.
  • 1807 : მეოთხე კოალიციის ომის ბოლო მნიშვნელოვან ბრძოლაში ფრანგებმა რუსები ფრიდლანდის ბრძოლაში დაამარცხეს .
  • 1846 : სონომაში დაბანაკებულმა ინგლისელ-ამერიკელმა ახალმოსახლეებმა აჯანყება დაიწყეს მექსიკის წინააღმდეგ, გამოაცხადეს რა კალიფორნიის რესპუბლიკა და საკუთარი დროშა (სურათზე) ააფრიალეს.
  • 1926 : ბრაზილიამ, დამფუძნებელ ქვეყნებს შორის პირველმა, ერთა ლიგის რიგები დატოვა.
  • 1962 : ევროპული კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია ჩამოყალიბდა პარიზში, რომელიც მოგივანებით ევროპული კოსმოსური სააგენტო გახდა.
  • 1982 : ფოლკლენდის ომი დასრულდა : არგენტინის ჯარები დედაქალაქ სტენლიში უპირობოდ ჩაბარდნენ დიდი ბრიტანეთის ძალებს.
  • 2001 : ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას აყალიბებენ.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა