მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 137,374 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ხლოდვიგ I-ის გამოსახულება
ხლოდვიგ I (ფრანგ. Clovis; ლათ. Chlodovechus, Chlodoveus; დ. დაახლ. 466 — გ. 27 ნოემბერი, 511, პარიზი) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან. სახელმწიფოს მართავდა 481–511 წლებში. მისი მმართველობის პერიოდში, კერძოდ 496 წელს ფრანკებმა მიიღეს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხოლო მეფის მიერ წარმოებული მრავალრიცხოვანი ომების შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ფრანკთა სახელმწიფო. 507-508 წლებში აქტიურად ებრძოდა ვესტგუთებს, მათთან ომის შემდეგ ხლოდვიგი გაემგზავრა პარიზში, რომელიც 508 წელს გახადა საკუთარი რეზიდენცია. თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში ხლოდვიგმა დაიპყრო რაინის წვრილ-წვრილი სამეფოები: თიურინგების, ვარნებისა და დასავლეთის გერულების. ამრიგად, ხლოდვიგის მმართველობის დროს რაინის პირზე არ დარჩენილა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ხლოდვიგის დროს ჩაწერეს სალიკური სამართალი, ფრანკების კანონთა პირველი კრებული. 511 წლის ივლისში მან მოიწვია პირველი საეკლესიო კრება ორლეანში, რომელშიც მონაწილე 32 ეპისკოპოსიდან ნახევარი წარმოშობით ფრანკების სახელმწიფოდან იყო. ხლოდვიგი გარდაიცვალა 511 წლის 27 ნოემბერს, 45 წლის ასაკში, პარიზში. იგი დაკრძალეს წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში, რომელიც თავად ააშენა. XVIII საუკუნეში ეს ეკლესია ხლოდვიგის გვერდით დაკრძალული წმინდა ჟენევიევას სახელზე აკურთხეს. ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მის ოთხ ვაჟს შორის დაიყო. ხლოდვიგის მთავარი ბიოგრაფები არიან ქალაქ ტურის ეპისკოპოსი გრიგოლ ტურელი, ნახევრადლეგენდარული ფრანკი ისტორიკოსი ფრედეგარი, რომელმაც VII საუკუნეში დაწერა „ქრონიკა“ და VIII საუკუნის ანონიმი ავტორი, რომელსაც ეკუთვნის „ფრანკების ისტორიის წიგნი“, რომელიც მნიშვნელოვანი გადახრების გარეშე ძირითადად იმეორებს გრიგორ ტურელის ისტორიას. გარდა ამისა ჩვენს დრომდე მოაღწია იმდროინდელი მიმოწერის ფრაგმენტებმა, რომლებიც ემყარება იმ წყაროებს, რომელიც ჩვენთვის ცნობილი აღარაა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ალექსანდრე დიდი
ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძ. Μέγας Αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.



HSBild.svg

დღის სურათი

შანტიის ციხესიმაგრე საფრანგეთში.
შანტიის ციხესიმაგრე საფრანგეთში.



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი
  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ (ლიკუდი) და ქნესეთის სპიკერი ბენი განცი (კახოლ-ლავანი) (ორივე სურათზე) კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
  • ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • „ტომი და ჯერის“ 13 სერიის რეჟისორი ჯინ დეიჩი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდა.
  • 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.
  • ხორვატიაში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

  • HSDagensdatum.svg

    22 მაისი — ამ დღეს...

    სოციალისტური შრომის გმირის ორდენი
  • ძვ. წ. 334 : ბერძნები ალექსანდრე დიდის მეთაურობით ამარცხებენ დარიოს III-ს გრანიკოსის ბრძოლაში.
  • 1856 : მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეა დაარსდა.
  • 1906 : ძმებმა რაიტებმა პატენტი მიიღეს აეროპლანის წარმოებაზე.
  • 1940 : საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაწესდა სოციალისტური შრომის გმირის ორდენი (სურათზე).
  • 1947 : ცივი ომი - კომუნიზმის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა თურქეთსა და საბერძნეთს სამხედრო და ეკონომიური დახმარების სახით $400 მილიონიანი გრანტი გადასცა.
  • 1960 : დღემდე დაფიქსირებული უძლიერესი, რიხტერის შკალით 9,5 ბალის, მიწისძვრა მოხდა სამხრეთ ჩილეში.
  • 1977 : აღმოსავლეთის ექსპრესის, რომელიც პარიზსა და სტამბოლს შორის დადიოდა 1883 წლიდან, ბოლო რეისი შედგა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა