მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 135,858 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

კასპაროვი 2017 წელს
გარი კასპაროვი (რუს. Га́рри Ки́мович Каспа́ров, გვარი დაბადებისას ვაინშტეინი; დ. 13 აპრილი, 1963, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ჭადრაკში, საჭადრაკო ლიტერატორი და პოლიტიკოსი, ხშირად აღიარებული, როგორც ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე. გარდა მსოფლიო ჩემპიონობისა, კასპაროვი იყო საერთაშორისო დიდოსტატი (1980), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1985), სსრკ-ის და რუსეთის ჩემპიონი (1981, 1988, 2004); საჭადრაკო ოლიმპიადების რვაგზის გამარჯვებული, ოთხჯერ სსრკ-ის და ოთხჯერ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში. კასპაროვს თერთმეტჯერ მიენიჭა საჭადრაკო „ოსკარი“ (პრიზი წლის საუკეთესო მოჭადრაკეს). 1985-2006 წლებში, მცირე შესვენებებით, პირველ ადგილს იკავებდა ფიდეს რეიტინგში. 1994 წელს, 1993 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კასპაროვი გარიცხეს ფიდეს რეიტინგიდან, ხოლო 1996 წლის იანვარში მას და ვლადიმერ კრამნიკს ერთნაირი რეიტინგი ჰქონდათ. 1999 წელს კასპაროვმა რეიტინგის რეკორდულ მაჩვენებელს, 2851 ქულას მიაღწია. მისი რეკორდი 13 წლის შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა, მაგნუს კარლსენმა მოხსნა. კასპაროვმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1985 წელს მოიპოვა, როდესაც პრეტენდენტის რანგში მოქმედი ჩემპიონი ანატოლი კარპოვი დაამარცხა. 2005 წელს დაასრულა საჭადრაკო კარიერა პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გამო. იყო სხვადასხვა ოპოზიციური მოძრაობების მონაწილე. 2008 წელს გახდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა სოლიდარობის“ ფედერალური ბიუროს ერთ-ერთი წევრი და დამფუძნებელი, თუმცა, 2013 წელს დატოვა მისი რიგები. 2012 წლის ოქტომბერში კასპაროვი აირჩიეს რუსული ოპოზიციის „საკოორდინაციო საბჭოში“. 2013 წელს განაცხადა, რომ ტოვებდა რუსეთს და გააგრძელებდა პუტინის რეჟიმთან ბრძოლას საერთაშორისო არენაზე. 2014 წელს მონაწილეობდა ფიდეს პრეზიდენტის არჩევნებში, თუმცა დამარცხდა მოქმედ კირსან ილუმჟინოვთან.

HSSubpages.svg

დღის სტატია

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
უეფა-ს თასების მფლობელთა თასისაფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ეროვნულ სათასო პირველობებში გამარჯვებული კლუბები. პირველი გათამაშება გაიმართა 1960-61 წლებში, ბოლო — 1998-99 წლებში, რის შემდეგაც ტურნირი გაერთიანდა უეფა-ს თასთან. თასების მფლობელთა თასი ითვლებოდა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. არცერთ კლუბს არ მოუპოვებია ტიტული ზედიზედ ორჯერ.ნ1972 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული ჩემპიონთა თასის (მოგვიანებით ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულს ხვდებოდა უეფა-ს სუპერთასის მატჩში. დასაწყისიდან 1994 წლამდე ტურნირის ოფიციალური სახელწოდება იყო ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1994 წლის შემდეგ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი ეწოდა.



W-circle.svg

სიახლეები

HSDagensdatum.svg

26 მარტი — ამ დღეს...

უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
  • 1027 : პაპმა იოანე XIX-მ კონრად II საღვთო რომის იმპერატორად აკურთხა.
  • 1484 : ინგლისურად წიგნების პირველმა მბეჭდავმა უილიამ პაქსტონმაეზოპეს იგავების“ მისეული თარგმანი გამოსცა.
  • 1636 : ნიდერლანდების ერთ-ერთი უძველესი და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი — უტრეხტის უნივერსიტეტი — დაარსდა.
  • 1960 : დაფუძნდა საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი (სურათზე).
  • 1971 : პაკისტანის არმიის მიერ ბენგალელთა ნაციონალისტური მოძრაობის ჩახშობის მცდელობის შემდეგ ბანგლადეშმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც ბანგლადეშის განმანთავისუფლებელი ომის დაწყება გამოიწვია.
  • 1975 : ძალაში შევიდა ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, პირველი მრავალმხრივი განიარაღების ხელშეკრულება, რომელმაც იარაღის მთელი კატეგორია აკრძალა.
  • 1999 : გამოვიდა კომპიუტერული ვირუსი მელისა, რომელიც სწრაფად მოედო მსოფლიოს ელექტრონული ფოსტის სისტემებს.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა