მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 135,000 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

რიჩარდ ნიქსონი 1950 წელს
აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950) — აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში ჩატარდა ურთიერთბრალდებებისა და დადანაშაულებების ფონზე. რესპუბლიკელმა რიჩარდ ნიქსონმა დაამარცხა დემოკრატი ჰელენ გეჰეგან დაგლასი, რომელიც კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედმა სენატორმა, შერიდან დოუნიმ გადაწყვიტა გამოთიშოდა პრაიმერს და აღარ ეყარა კენჭი სენატისთვის. როგორც ნიქსონმა, ისევე დაგლასმა დათმეს თავიანთი ადგილები წარმომადგენელთა პალატაში ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, ორივე მათგანმა განაცხადა თავისი კანდიდატურის შესახებ 1949 წლის ბოლოსთვის. 1950 წლის მარტში, დოუნი გამოეთიშა პრაიმერს, რის შემდეგაც „Los Angeles Daily“-ის გამომცემი, მანჩესტერ ბოდიმ განაცხადა კანდიდატურის შესახებ. ბოდი დუგლასს იხსენიებდა, როგორც მემარცხენეს და იყო პირველი, ვინც ის და ნიუ-იორკელი კონგრესმენი ვიტო მარკანტონიოს (მას კომუნისტობას ედავებოდნენ) ერთმანეთს შეადარა. ბოდი, ნიქსონი და დაგლასი როგორც დემოკრატიული, ისევე რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში მონაწილეობდნენ. ნიქსონმა გაიმარჯვა რესპუბლიკელთა, ხოლო დაგლასმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში. დაძაბული პრაიმერის შემდეგ, დემოკრატიული პარტია გაყოფილი იყო. მისი გამოჩენილი წევრები არ ჩქარებოდნენ დაგლასის უკან გაერთიანებას და მის მხარდაჭერას; პირიქით, ზოგიერთმა ღიად გამოუცხადა ნიქსონს თანადგომა. პრაიმერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კორეის ომი დაიწყო, რამაც ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი ტალღა წამოიწყო: ნიქსონი და დაგლასი ერთმანეთს მარკანტონიოსთან ერთად ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზარალის მიყენებას ედავებოდნენ. საბოლოო ჯამში, ნოემბრის არჩევნებში, ნიქსონმა ოპონენტზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო და კალიფორნიის 58 რაიონიდან 53-ში გაიმარჯვა. მოგვიანებით ნიქსონს აკრიტიკებდნენ მისი შტაბის მიერ გამოყენებული ტაქტიკის გამო; იგი, საპასუხოდ, იცავდა საკუთარ მოქმედებებს; მან აგრეთვე დაამატა, რომ დაგლასის აზრი სხვადასხვა საკითხებზე ძალიან მემარცხენე იყო კალიფორნიელი ამომრჩევლისთვის.

HSSubpages.svg

დღის სტატია

დნმ-ის ორმაგი სპირალი
დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) — მაკრომოლეკულა (სამი ძირითადიდან ერთ-ერთი, დანარჩენი ორი — რნმ და ცილები), რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირების გენეტიკური პროგრამის შენახვას, თაობიდან თაობაზე გადაცემასა და რეალიზებას. დნმ შეიცავს ინფორმაციას რნმ-ისა და ცილების სხვადასხვა ტიპის სტრუქტურების შესახებ. იგი ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური მასალის — ქრომოსომების ძირითადი შემადგენელი ნაწილია.



W-circle.svg

სიახლეები

გიორგი შენგელაია
  • ქართველი რეჟისორი და მსახიობი გიორგი შენგელაია (სურათზე) 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ამერიკელი მსახიობი კირკ დაგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი დატოვა და თერთმეტთვიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
  • 2020 წლის 27 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 2 886 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 81 ადამიანი.
  • ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი ჯიჯი და კიდევ შვიდი ადამიანი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კალიფორნიაში, კალაბასის სიახლოვეს დაიღუპნენ.

  • HSDagensdatum.svg

    21 თებერვალი — ამ დღეს...

    დნმ სტრუქტურა
  • 1431 : ჟანა დ’არკის სასამართლო პროცესი დაიწყო.
  • 1613 : ზემსკი სობორმა მიხაილ I რომანოვი ერთხმად აირჩია რუსეთის მეფედ, რამაც რომანოვების დინასტიას დაუდო დასაბამი.
  • 1842 : ჯონ გრინოგმა საკერავი მანქანა დააპატენტა.
  • 1848 : კარლ მარქსმა კომუნისტური მანიფესტი გამოაქვეყნა.
  • 1952 : ბრიტანეთში უინსტონ ჩერჩილის მთავრობა „ხალხის გასათავისუფლებლად“ პირადობის მოწმობებს აუქმებს.
  • 1953 : ფრენსის კრიკმა და ჯეიმზ ვატსონმა დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურა (სურათზე) დაადგინეს.
  • 1953 : კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო ქვეყანაში ყველა ბიზნესის ნაციონალიზაციას აცხადებს.
  • 1974 : ისრაელის ბოლო ჯარისკაცმა დატოვა სუეცის არხის დასავლეთი სანაპირო.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა