ვიკიმონაცემები
ვიკიმონაცემები Wikidata | |
---|---|
საიტი | www.wikidata.org |
საიტის ტიპი | ვიკი |
რეგისტრაცია | არ არის აუცილებელი |
ხელმისაწვდომი ენა | მრავალენოვანი |
მფლობელი | ფონდი ვიკიმედია |
შემქნელი | ვიკიმედია საზოგადოება |
„ვიკიმონაცემები“ (ინგლ. Wikidata) — ერთობლივად რედაქტირებადი მონაცემთა ბაზა, შექმნილია ფონდ ვიკიმედიის მიერ. ის გამოიყენება ცენტრალიზებული შენახვის უზრუნველსაყოფად ისეთი მონაცემებისა, რომლებიც შეიძლება ვიკიპედიის სტატიებში იქნას გამოყენებული — მაგალითად, ინტერვიკი-ბმულები ან სტატისტიკური ინფორმაცია: დაბადების თარიღები, მოსახლეობის რაოდენობა და ა.შ.[1]
პროექტი ოფიციალურად გაეშვა 2012 წლის 30 ოქტომბერს, პროექტის შემუშავება მიმდინარეობს Wikimedia Deutschland-ის ხელმძღვანელობით. „ვიკიმონაცემები“ გახდა ფონდ ვიკიმედიის პირველი ახალი პროექტი 2006 წლის შემდეგ.[2] პროექტის შექმნა განხორციელდა Allen Institute for Artificial Intelligence-ის, Gordon and Betty Moore Foundation-ისა და Google-ის შემოწირულობების ხარჯზე, რომლებმაც შეადგინა 1,3 მილიონი ევრო.[3][4]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Data Revolution for Wikipedia. Wikimedia Deutschland (March 30, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - September 11, 2012. ციტირების თარიღი: September 11, 2012.
- ↑ Roth, Matthew. “The Wikipedia data revolution“, Wikimedia Foundation, March 30, 2012. ციტირების თარიღი: September 11, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 11, 2012.
- ↑ Dickinson, Boonsri. “Paul Allen Invests In A Massive Project To Make Wikipedia Better“, March 30, 2012. ციტირების თარიღი: September 11, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 11, 2012.
- ↑ Perez, Sarah. “Wikipedia’s Next Big Thing: Wikidata, A Machine-Readable, User-Editable Database Funded By Google, Paul Allen And Others“, March 30, 2012. ციტირების თარიღი: September 11, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 11, 2012.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|