მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 134,121 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

რიჩარდ ნიქსონი 1950 წელს
აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950) — აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში ჩატარდა ურთიერთბრალდებებისა და დადანაშაულებების ფონზე. რესპუბლიკელმა რიჩარდ ნიქსონმა დაამარცხა დემოკრატი ჰელენ გეჰეგან დაგლასი, რომელიც კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედმა სენატორმა, შერიდან დოუნიმ გადაწყვიტა გამოთიშოდა პრაიმერს და აღარ ეყარა კენჭი სენატისთვის. როგორც ნიქსონმა, ისევე დაგლასმა დათმეს თავიანთი ადგილები წარმომადგენელთა პალატაში ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, ორივე მათგანმა განაცხადა თავისი კანდიდატურის შესახებ 1949 წლის ბოლოსთვის. 1950 წლის მარტში, დოუნი გამოეთიშა პრაიმერს, რის შემდეგაც „Los Angeles Daily“-ის გამომცემი, მანჩესტერ ბოდიმ განაცხადა კანდიდატურის შესახებ. ბოდი დუგლასს იხსენიებდა, როგორც მემარცხენეს და იყო პირველი, ვინც ის და ნიუ-იორკელი კონგრესმენი ვიტო მარკანტონიოს (მას კომუნისტობას ედავებოდნენ) ერთმანეთს შეადარა. ბოდი, ნიქსონი და დაგლასი როგორც დემოკრატიული, ისევე რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში მონაწილეობდნენ. ნიქსონმა გაიმარჯვა რესპუბლიკელთა, ხოლო დაგლასმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში. დაძაბული პრაიმერის შემდეგ, დემოკრატიული პარტია გაყოფილი იყო. მისი გამოჩენილი წევრები არ ჩქარებოდნენ დაგლასის უკან გაერთიანებას და მის მხარდაჭერას; პირიქით, ზოგიერთმა ღიად გამოუცხადა ნიქსონს თანადგომა. პრაიმერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კორეის ომი დაიწყო, რამაც ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი ტალღა წამოიწყო: ნიქსონი და დაგლასი ერთმანეთს მარკანტონიოსთან ერთად ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზარალის მიყენებას ედავებოდნენ. საბოლოო ჯამში, ნოემბრის არჩევნებში, ნიქსონმა ოპონენტზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო და კალიფორნიის 58 რაიონიდან 53-ში გაიმარჯვა. მოგვიანებით ნიქსონს აკრიტიკებდნენ მისი შტაბის მიერ გამოყენებული ტაქტიკის გამო; იგი, საპასუხოდ, იცავდა საკუთარ მოქმედებებს; მან აგრეთვე დაამატა, რომ დაგლასის აზრი სხვადასხვა საკითხებზე ძალიან მემარცხენე იყო კალიფორნიელი ამომრჩევლისთვის.

HSSubpages.svg

დღის სტატია

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დროშა
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, არცახი (სომხ. Լեռնային Ղարաբաղի Հանրապետություն ან სომხ. Արցախ ― არცახი) — დე-ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, რომელმაც თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა 1991 წლის 2 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის ოლქისა და შაუმიანის რაიონის საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე. მოიცავს აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ოლქსა და მის მეზობლად მდებარე შაუმიანის რაიონს. 1991 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული რეფერენდუმით, მონაწილეთა უმრავლესობამ მის დამოუკიდებლობას მისცა ხმა. 1992 წლის 6 იანვარს მყრ-ის პარლამენტის პირველმა მოწვევამ მიიღო დეკლარაცია „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ“. ამ განცხადებას, შედეგად, სამხედრო კონფლიქტი მოჰყვა აზერბაიჯანის სამთავრობო ჯარებსა და რეგიონის მოსახლეობის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, რომელთაც მხარს უჭერდა სომხეთის რესპუბლიკა.



HSBild.svg

დღის სურათი

წმინდა ვიქტორის ეკლესიის საკურთხეველი დიულმენში, გერმანია.
წმინდა ვიქტორის ეკლესიის საკურთხეველი დიულმენში, გერმანია.



W-circle.svg

სიახლეები

ყასემ სოლეიმანი
  • ხორვატიის პრეზიდენტად ზორან მილანოვიჩი აირჩიეს.
  • აშშ-ის მიერ ბაღდადის აეროპორტზე წარმოებული ავიაიერიშის შედეგად ყასემ სოლეიმანი (სურათზე) მოკლეს.
  • პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს პერვეზ მუშარაფს სპეციალურმა სასამართლომ სახელმწიფოს ღალატისათვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
  • ალჟირის პრეზიდენტად აბდელმაჯიდ ტებუნი აირჩიეს.
  • ამერიკულმა ჟურნალმა „Time-მა“ წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა.
  • ფინეთის პრემიერ-მინისტრი ანტი რინე გადადგა და მისი შემცვლელი სანა მარინი გახდა.

  • HSDagensdatum.svg

    6 იანვარი — ამ დღეს...

    დედა ტერეზა
  • 1066 : ჰაროლდ გოდვინსონი ინგლისის მეფედ აკურთხეს.
  • 1449 : კონსტანტინე XI ბიზანტიის იმპერატორად აკურთხეს მისტრასთან.
  • 1838 : სემიუელ მორზე ელექტრული ტელეგრაფის პირველ წარმატებულ გამოცდას ატარებს.
  • 1907 : იტალიელი განმანათლებელი მარია მონტესორი პირველ სკოლასა და ბაგა-ბაღს ხსნის რომის მუშათა კლასის ბავშვებისთვის.
  • 1929 : დედა ტერეზა (სურათზე) კალკუტაში ჩადის ინდოეთის ღარიბთა და უმწეოთათვის დასახმარებლად.
  • 1992 : პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თბილისი დატოვა გამწვავებული სამოქალაქო ომის გამო.
  • 1992 : მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა