მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 134,105 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

კალვინ კულიჯი
ჯონ კალვინ კულიჯ უმცროსი (ინგლ. John Calvin Coolidge Jr.; დ. 4 ივლისი, 1872 — გ. 5 იანვარი, 1933) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი, მასაჩუსეტსის გუბერნატორი. გუბერნატორობისას 1919 წლის ბოსტონის პოლიციელების გაფიცვასთან დაკავშირებით მიღებულმა ზომებმა კულიჯს მტკიცე და შეუპოვარი ადამიანის რეპუტაცია და პოპულარობა მოუტანა. 1920 წელს იგი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 1923 წელს, პრეზიდენტ უორენ ჰარდინგის გარდაცვალების შემდეგ იგი პრეზიდენტი გახდა და 1924 წელს არჩევნებშიც გაიმარჯვა. კულიჯმა თავისი პრეზიდენტობის დროს მოახერხა თეთრი სახლის მიმართ საზოგადოების ნდობა დაებრუნებინა, რომელიც ჰარდინგის ადმინისტრაციის დროს მომხდარი სკანდალების გამო დაიკარგა. თანამდებობის დატოვებისას კულიჯის პრეზიდენტობას საზოგადოებაში ძირითადად დადებითად აფასებდნენ. კულიჯის ბიოგრაფი წერს: „იგი განასახიერებდა საშუალო კლასის მოლოდინსა და განწყობილებას; მას შეეძლო მათი აზრის გამოხატვა და მგზნებარე სურვილების გადმოცემა. ის, რომ იგი წარმოადგენდა საშუალო კლასის გრძნობებს, არის მისი ძალის ყველაზე დამარწმუნებელი მტკიცებულება“. კულიჯი გარდაიცვალა 1933 წლის 5 იანვარს 60 წლის ასაკში. კულიჯის რეპუტაციამ განიცადა „რენესანსი“ რეიგანის ადმინისტრაციის დროს, თუმცა, დღეს მისი მოღვაწეობის შეფასებები განსხვავდება: 30-ე პრეზიდენტის ეპოქას და ქმედებებს დიდად აფასებენ „მცირე მთავრობისა“ და „Laissez-faire“-ის (ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პრინციპი) მხარდამჭერები, ხოლო ძლიერი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის იგი ნაკლებადაა მოსაწონი. ამავე დროს, ორივე მხარე დიდად აფასებს იმას, რომ კულიჯი მხარს უჭერდა რასობრივ თანასწორობას. 1903 წელს, კულიჯმა გაიცნო გრეის ანა გუდიუ. ისინი დაქორწინდნენ 1905 წლის 4 ოქტომბერს გრეისის სახლის მისაღებ ოთახში. კულიჯებს ეყოლათ ორი შვილი: ჯონი და კალვინ უმცროსი. კალვინ უმცროსი 16 წლის ასაკში, სისხლის მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო უფროსმა შვილმა, ჯონიმ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „კულიჯის ფონდის“ დაარსებასა და პრეზიდენტ კალვინ კულიჯის სახელმწიფო ისტორიული ძეგლის შექმნაში.

HSSubpages.svg

დღის სტატია

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან – 2013 წლის 17 ნოემბრამდე. პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში). 2015 წლის 13 თებერვლიდან უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი. 2015 წლის 30 მაისს დაინიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად.



HSBild.svg

დღის სურათი

კრემლის დიდი სასახლე.
კრემლის დიდი სასახლე.



W-circle.svg

სიახლეები

ყასემ სოლეიმანი
  • აშშ-ის მიერ ბაღდადის აეროპორტზე წარმოებული ავიაიერიშის შედეგად ყასემ სოლეიმანი (სურათზე) მოკლეს.
  • პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს პერვეზ მუშარაფს სპეციალურმა სასამართლომ სახელმწიფოს ღალატისათვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
  • ალჟირის პრეზიდენტად აბდელმაჯიდ ტებუნი აირჩიეს.
  • ამერიკულმა ჟურნალმა „Time-მა“ წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა.
  • ფინეთის პრემიერ-მინისტრი ანტი რინე გადადგა და მისი შემცვლელი სანა მარინი გახდა.
  • ბუგენვილის ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ რეფერენდუმზე პაპუა-ახალი გვინეისაგან დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

  • HSDagensdatum.svg

    4 იანვარი — ამ დღეს...

    ილია II
  • ძვ. წ. 46 : ტიტუს ლაბიენუსმა იულიუს კეისარი დაამარცხა რუსპინის ბრძოლაში.
  • 871 : ვიკინგებმა რედინგის ბრძოლაში ეთელრედ I დაამარცხეს.
  • 1642 : ინგლისის სამოქალაქო ომი : მეფე ჩარლზ I პარლამენტს ესხმის თავს.
  • 1698 : უაითჰოლის სასახლე, ინგლისის მონარქთა რეზიდენცია ლონდონში, ხანძარმა გაანადგურა.
  • 1867 : რუსეთმა სამეგრელოს სამთავრო გააუქმა.
  • 1933 : დაიბადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (სურათზე).
  • 2004 : მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
  • 2004 : ნასას როვერი, სპირიტი, წარმატებულად დაეშვა მარსზე.
  • 2010 : დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა ბურჯ-ხალიფა ოფიციალურად გაიხსნა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა