მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 132,164 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

მიხეილ სუსლოვი 1964 წელს
მიხეილ სუსლოვი (რუს. Михаи́л Андре́евич Су́слов; დ. 21 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1902 — გ. 25 იანვარი, 1982) — საბჭოთა სახელმწიოფე მოღვაწე, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანი და პარტიის არაოფიციალური იდეოლოგი, პასუხისმგებელი შიდაპარტიულ დემოკრატიასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ცვლილებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, გაითქვა სახელი როგორც პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ორთოდოქსულმა ლიდერმა. დაიბადა 1902 წელს, რუსეთში, ხოლო 1921 წელს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. 1920-იან წლებში სწავლობდა ეკონომიკას, ხოლო 1931 წელს პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გამო თავი დაანება მასწავლებლად მუშაობას და გახდა ერთ-ერთი იმ მრავალი საბჭოთა მოღვაწეთაგან, რომელმაც იოსებ სტალინის რეჟიმის მიერ წამოწყებულ რეპრესიებში მიიღო მონაწილეობა. 1939 წელს დაინიშნა სტავროპოლის მხარის კომპარტიის პირველ მდივნად. მეორე მსოფლიო ომის დროს სათავეში ედგა ადგილობრივ პარტიზანულ მოძრაობას. 1946 წელს გახდა კომპარტიის საორგანიზაციო ბიუროს წევრი, ხოლო 1950 წლის ივნისში აირჩიეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრად. 1952 წლის 16 ოქტომბრიდან იყო სკკპ-ის მე-19 პრეზიდიუმის სრულუფლებიანი წევრი. სტალინის გარდაცვალების შედეგად დაწყებული ძალაუფლების გადანაწილების შემდეგ, სუსლოვმა დაკარგა მოპოვებული გავლენა და ცნობადობა, თუმცა, 1950-იანი წლების ბოლოს სუსლოვი გახდა ნიკიტა ხრუშჩოვის რევიზიონისტული მიდგომის მიმართ ოპოზიციაში მყოფი კომუნისტების ლიდერი. ხრუშჩოვის გადაყენების შემდეგ, სუსლოვმა მხარი დაუჭირა კოლექტიური ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას. იგი აგრეთვე ემხრობოდა შიდაპარტიულ დემოკრატიას და ეწინააღმდეგებოდა ერთპიროვნული მმართველობის სისტემას, როგორც ეს სტალინისა და ხრუშჩოვის დროს იყო. ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს, სუსლოვი ითვლებოდა „მეორე კაცად“ და პარტიის მთავარ იდეოლოგად. გარდაიცვალა 1982 წლის 25 იანვარს. ითვლება, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ბრეჟნევზე გავლენის მოპოვებისთვის და მისი გარდაცვალების შემდეგ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებისთვის.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ბალკანეთის პირველი ომი
ბალკანეთის პირველი ომიბალკანეთის პირველი ომი (1912) მიმდინარეობდა ბალკანეთის კავშირიში შემავალ ქვეყნებსა და ოსმალეთის იმპერიის შორის. ბალკანეთის ხალხის წინაშე იდგა ოსმალეთის ბატონობისაგან განთავისუფლების ისტორიულ ამოცანა. ადგილობრივი პროლეტარიატის სისუსტის, გლეხობის ჩამორჩენილობისა და ბალკანეთის შინაურ საქმეებში დიდი იმპერიალისტური სახელმწიფოების ჩარევის გამო ეს ამოცანა გადაწყდა არა რევოლუციური გზით, არამედ ომით. ამიტომ ბალკანეთის სახელმწიფოებს საერთო განმათავისუფლებელ ამოცანებთან ერთად თავ-თავიანთი ტერიტორიული პრეტენზიებიც გააჩნდათ. ბულგარეთი და სერბია მაკედონიის განაწილებით იყო დაინტერესებული.



HSBild.svg

დღის სურათი

მარიამ ღვთისმშობლის კათედრალი მონრეალში.
მარიამ ღვთისმშობლის კათედრალი მონრეალში.



W-circle.svg

სიახლეები

კაის სიდი
  • აბჰიჯიტ ბანერჯი (აშშ), ესტერ დიუფლო (საფრანგეთი/აშშ) და მაიკლ კრემერი (აშშ) ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • კაის საიდი (სურათზე) ტუნისის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • საბჭოთა კოსმონავტი ალექსი ლეონოვი — პირველი ადამიანი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2018 და 2019 წლების ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში შესაბამისად ოლგა ტოკარჩუკი (პოლონეთი) და პეტერ ჰანდკე (ავსტრია) გახდნენ.
  • ჯონ გუდენაფი (აშშ), სტენლი უიტინგემი (დიდი ბრიტანეთი) და აკირა იოშინო (იაპონია) ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

  • HSDagensdatum.svg

    18 ოქტომბერი — ამ დღეს...

    ტრანზისტორული რადიო რეჯენსი TR1
  • 1016 : ასანდუნის ბრძოლაში დანიელები კნუტ დიდის მეთაურობით ესექსელებს ამარცხებენ და თითქმის მთელ ინგლისის სამეფოს იპყრობენ.
  • 1851 : ჰერმან მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“ გამოქვეყნდა პირველად, როგორც „ვეშაპი“.
  • 1912 : ბალკანეთის პირველი ომი დაიწყო.
  • 1922 : ბრიტანეთის რადიომაუწყებლობის კომპანია (BBC) დაფუძნდა ლონდონში.
  • 1954 : ტექსას ინსტრუმენტსი ქმნის პირველ ტრანზისტორულ რადიომიმღებს (სურათზე).
  • 1976 : კოზა ნოსტრას „ბოსთა ბოსის“, ამერიკის ყველაზე გავლენიანი მაფიოზის, კარლო გამბინოს დაკრძალვის ცერემინია შედგა ნიუ-იორკში.
  • 1991 : აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა