მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 130,865 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

მონუმენტი ევპატორიაში
ყირიმელი თათრების დეპორტაცია (ყირიმ. Qırımtatar halqınıñ sürgünligi, Къырымтатар халкъынынъ сюргюнлиги; უკრ. Депортація кримських татар; რუს. Депортация крымских татар) — ყირიმელი თათრების იძულებითი გადასახლება ყირიმიდან უზბეკეთში და მის მიმდებარე ყაზახეთისა და ტაჯიკეთის რაიონებში. მცირე ჯგუფები ასევე გადაასახლეს მარის ასსრ-ში და რსფსრ-ის სხვადასხვა რეგიონებში. დეპორტაცია განახორციელა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1944 წლის 18-დან 20 მაისის ჩათვლით თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი ხელმძღვანელის იოსებ სტალინის ხელმოწერით. ოფიციალურად, დეპორტაცია დასაბუთებული იყო ყირიმელი თათრების მასობრივი მონაწილეობით კოლაბორაციონისტულ ფორმირებებში, რომლებიც გამოდიოდნენ ნაცისტური გერმანიის მხარეზე დიდი სამამულო ომის პერიოდში. ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო თანამშრომლობა ოკუპანტებთან, თუმცა არც საერთაშორისო სამართალი და არც საბჭოთა კანონები არ განიხილავდა კოლექტიურ პასუხიმგებლობას ცალკეული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით „ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“ აღიარებულია, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“. 1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა. 2014 წლის 21 აპრილს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხის რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ სტალინური რეპრესიების გამო.

HSSubpages.svg

დღის სტატია

აბუქირის ბრძოლა
აბუქირის ბრძოლა — საზღვაო ბრძოლა დაახლოებით 8-ათასიან ფრანგულ არმიასა და 18-ათასიან ოსმალეთის არმიას შორის. გაიმართა 1799 წლის 25 ივლისს ეგვიპტის სანაპიროზე, აბუქირის ყურეში, იმ ადგილას სადაც ერთი წლით ადრე ადმირალმა ნელსონმა თითქმის მთელი ფრანგული არმია გაანადგურა. ფრანგების არმიას ხელმძღვანელობდა ნაპოლეონ ბონაპარტი, ხოლო ოსმალეთის არმიას საიდ მუსტაფა-ფაშა. აბუქირის ბრძოლა ნაპოლეონის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე შედეგის მომტანი გახდა, მთლიანად გაანადგურა ოსმალეთის ფლოტი მცირე დანაკარგის საფასურად.



HSBild.svg

დღის სურათი

მიულერის საზოგადოებრივი აბანოები მიუნხენში.
მიულერის საზოგადოებრივი აბანოები მიუნხენში.



W-circle.svg

სიახლეები

ბორის ჯონსონი
  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტერეზა მეის ბორის ჯონსონი (სურათზე) შეცვლის.
  • ევროპის პარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლიაიენი აირჩია.
  • საქართველო ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად ევრობასკეტ 2021-ს უმასპინძლებს.
  • მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • დავიდ სასოლი ევროპის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ევროსაბჭოს გენერალურ მდივნად მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი აირჩიეს.

  • HSDagensdatum.svg

    25 ივლისი — ამ დღეს...

    კონსტანტინე I
  • 306 : კონსტანტინე I-ს (სურათზე) მისი მეომრები რომის იმპერატორად აცხადებენ.
  • 1261 : ნიკეის ჯარი მიხეილ VIII პალეოლოგოსის მეთაურობით იბრუნებს ქალაქ კონსტანტინოპოლს, რითაც ბიზანტიის იმპერია აღდგა.
  • 1799 : აბუქირის ბრძოლაში ნაპოლეონ I ოსმალეთის იმპერიის 10.000-იან ჯარს ამარცხებს.
  • 1897 : ჯეკ ლონდონი უერთდება კლონდაიკის ოქროს ცხელებას, სადაც ის თავის პირველ წარმატებულ ნაწარმოებებს წერს.
  • 1920 : ტელეკომუნიკაციის ერა: პირველი ტრანსატლანტიკური ორმხრივი რადიო გადაცემა განხორციელდა.
  • 2000 : ეარ ფრანსის რეისი 4590, კონკორდის ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავი კატასტროფას განიცდის პარიზიდან აფრენისას რამდენიმე წამში.
  • 2007 : პრატიბა პატილი ინდოეთის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა