მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 128,252 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ფილმის პოსტერი
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

წითელი ქმერების მსხვერპლთა თავის ქალები

წითელი ქმერები — შეიარაღებული კომუნისტური მოძრაობა კამბოჯაში.

მოძრაობა შეიქმნა 1968 წელს პოლ პოტის ინიციატივით და აერთიანებდა 30 000 ადამინიანს. ფართო სოციალური ბაზა მოძრაობას შეექმნა 1970 წელს, როდესაც ვიეტნამთან ომის დროს აშშ-ის ჯარის შენაერთებმა კამბოჯის ტერიტორიაზე მოახდინეს ოპერაცია, რასაც 100 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა. ამ მოვლენის შემდეგ მოძრაობა შეავსეს მეტწილად 12-13 წლის ობოლმა ბავშვებმა, რომლებიც გამოირჩეოდნენ „ამერიკელთა მოყვარე“ ქალაქელი თანამემამულეების სიძულვილით.



W-circle.svg

სიახლეები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის (სურათზე) შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
  • სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამხეს.
  • დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ვიკილიქსის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააპატიმრა.
  • პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა შავი ხვრელისთვის ფოტოს გადაღება შეძლეს.
  • ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა და პრეზიდენტის მოვალეობას აბდელქადერ ბენსალაჰი ასრულებს.

  • HSDagensdatum.svg

    17 აპრილი — ამ დღეს...

    The Beatles
  • 1855 : პრინს-ედუარდის კუნძულები შეუერთდა კანადის კონფედერაციას.
  • 1961 : კუბელი ემიგრანტები აშშ-ს სამხედროების მხარდაჭერით გადმოსხდნენ ღორების ყურეში, მაგრამ განადგურებულ იქნენ პლაია-ხირონთან.
  • 1970 : დაიშალა ჯგუფი The Beatles (სურათზე)
  • 1975 : წითელმა ქმერებმა დაიკავეს პნომპენი და მთელი კამბოჯა. დაიწყო საკუთარი ხალხის გენოციდი.
  • 1989 : 7-წლიანი იატაკქვეშა მოღვაწეობის შემდეგ ლეგალიზებულ იქნა თავისუფალ პოლონურ პროფკავშირთა გაერთიანება „სოლიდარობა“



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა