მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 127,813 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

ფილმის პოსტერი
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ეიფელის კოშკი გარიჟრაჟზე
ეიფელის კოშკი — ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მეტრ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა. კოშკის ლითონის სტრუქტურა 7 300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10 100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია. ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.



HSBild.svg

დღის სურათი

ხერცეგოვაჩკა-გრაჩანიცის მონასტერი ქალაქ ტრებინეში, სერბეთი.
ხერცეგოვაჩკა-გრაჩანიცის მონასტერი ქალაქ ტრებინეში, სერბეთი.



W-circle.svg

სიახლეები

ზუზანა ჩაპუტოვა
  • სლოვაკეთის პრეზიდენტად ზუზანა ჩაპუტოვა (სურათზე) აირჩიეს, იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.
  • ბრიტანელი მუსიკოსი სკოტ უოკერი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა.
  • ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნებამდე ყაზახეთის სენატის თავჯდომარე ყასიმ-ჟომართ თოყაევი შეასრულებს.
  • კარენ ულენბეკი პირველი ქალი გახდა, რომელიც აბელის პრემიით დააჯილდოვეს.
  • ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის მეჩეთებში სროლის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.

  • HSDagensdatum.svg

    31 მარტი — ამ დღეს...

    ეიფელის კოშკი
  • 1778 : ინგლისელი მკვლევარი ჯეიმზ კუკი კ. ვანკუვერზე გადმოვიდა და იგი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა.
  • 1854 : აშშ-ის ფლოტის კომოდორმა მეთიუ პერიმ კანაგავას ხელშეკრულებით იაპონია აიძულა ამერიკის სავაჭრო ხომალდებისთვის საკუთარი პორტები გაეხსნა.
  • 1889 : ეიფელის კოშკის (სურათზე) ინაუგურაცია შედგა პარიზში.
  • 1949 : ნიუფაუნდლენდი კანადის კონფედერაციის წევრი გახდა.
  • 1967 : ჯიმი ჰენდრიქსმა ლონდონის ასტორიის თეატრში საკუთარი გიტარა დაწვა, რის შედეგადაც ის მეორე ხარისხის დამწვრობისთვის ჰოსპიტალიზებულ იქნა.
  • 1991 : რეფერენდუმზე გამოკითხულთა 98 % მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისგან.
  • 2004 : Google-მა პირველი ვებ-ფოსტა 1 გიგაბაიტიანი სათავსით — Gmail — გამოაქვეყნა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    ჰასეკურა ცუნენაგა