კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების შესახებ პასუხები

ჩვენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ, ხოლო თქვენ მისი მართვის საშუალებას გაძლევთ.

როცა ჩვენს სერვისებს იყენებთ, თქვენს ინფორმაციას გვანდობთ. დასაწყისისთვის გვსურს, გიამბოთ, როგორ ვიყენებთ მას:

მონაცემები გვეხმარება ჩვენი ისეთი მომსახურებების მოწოდებაში, როგორებიცაა Search, Gmail და Maps.

მონაცემები რელევანტური რეკლამის ჩვენებაშიც გვეხმარება, რითაც ჩვენს სერვისებს ყველას უფასოდ ვთავაზობთ.

იცოდეთ, რომ ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

და ჩვენ მიერ გამოყენებული თუ შეგროვებული ინფორმაციის ტიპებს თქვენ მართავთ.

და ბოლოს, სხვა არავინ ზრუნავს თქვენი და თქვენი ინფორმაციის დაცულობასა და უსაფრთხოებაზე ჩვენზე მეტად.

რა ტიპის მონაცემებს აგროვებს Google?

ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემების ძირითადი ტიპები ჩვენი სერვისების გამოყენებისას თქვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ეფუძნება; ეს არის, მაგალითად, თქვენი ანგარიშის ძირითადი ინფორმაცია თუ ის, რასაც ქმნით.

როცა ჩვენს სერვისებს იყენებთ — მაგალითად, ახორციელებთ ძიებას Google-ში, ღებულობთ მიმართულებებს Google Maps-ში თუ YouTube-ზე უყურებთ ვიდეოს — თქვენი ქმედებების საფუძველზე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი სერვისების მუშაობის თქვენთვის გაუმჯობესებაში გვეხმარება. Google ანგარიშის რეგისტრაციისას, ჩვენ თქვენ მიერ ჩვენთვის გაზიარებულ ანგარიშის ძირითად ინფორმაციას ვინახავთ, როგორიცაა თქვენი სახელი, ელფოსტა და პაროლი. ჩვენი სერვისების მეშვეობით კი ვინახავთ და ვიცავთ იმას, რასაც ქმნით. ამგვარად, თქვენი ელფოსტა, ფოტოები, ვიდეოები და დოკუმენტები, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ხელმისაწვდომია თქვენთვის.

ასევე გთავაზობთ ხელსაწყოებს ჩვენ მიერ გამოყენებული თუ შეგროვებული მონაცემთა ტიპების სამართავად.

შეიტყვეთ მეტი Google-ის მიერ შეგროვებული მონაცემების შესახებ


როგორ იყენებს Google მის მიერ შეგროვებულ მონაცემებს?

პირველ რიგში, მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მომსახურებები თქვენთვის უფრო სწრაფი, გონიერი და სასარგებლო იყოს. ეს გულისხმობს როგორც ძიების უკეთეს შედეგებს, ისე დროულ განახლებებს ტრაფიკის შესახებ და ა.შ. მონაცემები ასევე სხვადასხვა კომბინაციის გაანალიზებაში გვეხმარება, რითაც მავნე პროგრამებისგან, ფიშინგისა თუ სხვა საეჭვო აქტივობისგან გიცავთ. მაგალითად, გაფრთხილებთ, როცა სახიფათო ვებსაიტებზე შესვლას ცდილობთ. ჩვენ ასევე ვიყენებთ მონაცემებს თქვენთვის რელევანტური და სასარგებლო რეკლამის საჩვენებლად, რითაც ჩვენს მომსახურებებს ყველასთვის უფასოდ ვინარჩუნებთ.

შეიტყვეთ მეტი Google-ის მიერ მონაცემთა გამოყენების შესახებ


ყიდის თუ არა Google ჩემს პერსონალურ ინფორმაციას?

არა, ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

გარკვეულ ინფორმაციას, როგორიც არის თქვენ მიერ განხორციელებული ძიებები და თქვენი მდებარეობა, ვიყენებთ, რათა ჩვენ მიერ ნაჩვენები რელკამები უფრო რელევანტური და გამოსადეგი გავხადოთ. სწორედ რეკლამების საშუალებით ხერხდება ყველასთვის უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი ისეთი სერვისები, როგორიც არის Search, Gmail და Maps. რეკლამის განმთავსებლებს ინფორმაციას ისეთი სახით არ ვუზიარებთ, რომ თქვენი პერსონალური ამოცნობა გახდეს შესაძლებელი, თუ ამის ნებას თქვვე არ დაგვრთავთ. ჩვენი რეკლამის პარამეტრების ხელსაწყოს გამოყენებით შეგიძლიათ მართოთ თქვენს ინტერესებზე და განხორციელებულ ძიებებზე დაფუძნებული რეკლამები.

შეიტყვეთ მეტი Google-ის მიერ რეკლამის ჩვენების შესახებ


რა ხელსაწყოები გამაჩნია ჩემი Google გამოცდილების სამართავად?

ჩვენ გთავაზობთ გამოსაყენებლად მარტივ ხელსაწყოებს, რათა Google-თან თქვენი მუშაობის პროცესი მართოთ.

ჩემს ანგარიშში თავმოყრილია ხელსაწყოები თქვენი კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის სამართავად.

აქტივობის მართვის საშუალებებში არსებული მონაცემთა მართვის ვარიანტების მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ ჩვენ მიერ შეგროვებულ მონაცემთა ტიპები, როგორიცაა თქვენი მდებარეობის, Search-ის და YouTube-ის აქტივობა.

ჩვენი რეკლამის პარამეტრების ხელსაწყოს მეშვეობით, შეგიძლიათ თქვენს ინტერესებზე და განხორციელებულ ძიებებზე დაფუძნებული რეკლამების მართვა.

შეიტყვეთ მეტი ჩვენი ხელსაწყოებისა და პარამეტრების შესახებ


როგორ უზრუნველყოფს Google ჩემი ინფორმაციის უსაფრთხოებას?

თუ თქვენი ინფორმაცია არ არის დაცული, იგი არ არის კონფიდენციალური. ამიტომაც, როცა Google-ის მომსახურებებს იყენებთ, თქვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა გიცავთ.

Google-ის Safe Browsing ტექნოლოგია, რომელიც 1 მილიარდზე მეტ ადამიანს იცავს, გაფრთხილებთ, როცა ისეთ საიტზე შესვლას ცდილობთ, რომელიც შეიძლება მავნე პროგრამას ან ფიშინგის სქემას შეიცავდეს.

დაშიფვრა უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი მოწყობილობიდან Google-ში გადაცემისას, თქვენი ინფორმაცია უფრო დაცული იყოს.

Gmail-ის უსაფრთხოება სპამისგან, ფიშინგისგან და მავნე პროგრამებისგან გაცილებით უკეთ გიცავთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ელფოსტის მომსახურება.

შეიტყვეთ მეტი ჩვენ მიერ თქვენი ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ


რისი გაკეთება შემიძლია ჩემი ონლაინ უსაფრთხოების დასაცავად?

ყველა ჩვენი პროდუქტი მოწინავე ონლაინ უსაფრთხოების გათვალისწინებითაა შექმნილი. აქ მოტანილია სამი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევა თქვენი ინფორმაციის დასაცავად.

რეგულარულად გაიარეთ უსაფრთხოების შემოწმება, რათა თქვენი Google ანგარიშის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმაროთ. ამას მხოლოდ რამდენიმე წუთი ჭირდება.

შექმენით ძლიერი პაროლი და არ გამოიყენოთ იგი არსად, თქვენი Google ანგარიშის გარდა.

თქვენს ანგარიშს დაამატეთ მობილურის აღდგენის ტელეფონის ნომერი, რათა თქვენი ვინაობის დადგენა შევძლოთ იმ შემთხევაში, თუ წვდომა დაგებლოკებათ, ან როცა, ჩვენი აზრით, ვინმე სხვა შეეცდება თქვენს ანგარიშში შესვლას.

შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ონლაინ უსაფრთხოების დასაცავად

სად გადავიდე ჩემი კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პარამეტრების სამართავად?

გადადით ჩემს ანგარიშზე, სადაც თქვენი კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების მართვის ხელსაწყოებს იპოვით.

ჩემს ანგარიშზე გადასვლა