მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Page ვიკიპედია:მთავარი გვერდი/styles.css must have content model "Sanitized CSS" for TemplateStyles (current model is "ვიკიტექსტი").

რჩეული სტატია

დიდი აფეთქება დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით.მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

მარტინ ლუთერ კინგი (ინგლ. Martin Luther King; დ. 15 იანვარი, 1929, ატლანტა, ჯორჯია — გ. 4 აპრილი, 1968, მემფისი, ტენესი) — ამერიკელი ორატორი, რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ლიდერი. მის გამოსვლებში (რომელთაგან ზოგიერთი ამჟამად ორატორული ხელოვნების კლასიკად მიიჩნევა) ის მოუწოდებდა თანასწორობის მიღწევას მშვიდობიანი გზით. მისი გამოსვლები სამოქალაქო უფლებების მოძრაობას ენერგიას ჰმატებდა - იწყებოდა მარშები, ეკონომიკური ბოიკოტები, მასიური გამოსვლები და მისთ. ამ მოძრაობას შედეგად მოჰყვა აქტი უფლებების შესახებ მიღებული კონგრესის მიერ.

მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა "მე მაქვს ოცნება" («I have a dream»), წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დაახ. 300 ათასი ამერიკელის წინ.კინგმა რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა.

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


4 აპრილი — ამ დღეს...

მაიკროსოფტი
მაიკროსოფტი
  • 1500 : პორტუგალიელმა ზღვაოსანმა პედრუ კაბრალმა ბრაზილია აღმოაჩინა, თუმცა თავდაპირველად ის კუნძული ეგონა.
  • 1581 : ყოფილმა პირატმა ფრენსის დრეიკმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაასრულა, რის გამოც ელისაბედ I-მა მას რაინდის წოდება მიანიჭა.
  • 1721 : რობერტ უოლპოლი ხაზინის პირველი ლორდი და თემთა პალატის ლიდერი გახდა, რითაც ფაქტობრივად ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა ეს ტერმინი იმ პერიოდში არ გამოიყენებოდა.
  • 1949 : ვაშინგტონში თორმეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ჩრდილოატლანტიკურ შეთანხმებას ნატოს შექმნის შესახებ.
  • 1968 : ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცველი მარტინ ლუთერ კინგი, უმც. მოკლეს რასისტებმა მოტელის აივანზე, მემფისში, ტენესი.
  • 1973 : ნიუ-იორკში ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობათა კომპლექსი — მსოფლიო სავაჭრო ცენტრი.
  • 1975 : ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში, კომპანია Microsoft-ი დააფუძნეს, რომლის მიზანი BASIC-ის ინტერპრეტატორების დამუშავება და გაყიდვა იყო.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი