მთავარი გვერდი
|
ოჯიბვე (სხვაგვარად ოჯიბვა, სოტო ან ჩიპევა; თვითდასახელება — ანიშინააბე) — ალგონკინური ენების ოჯახის ინდიელების ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკაში. განსახლებულნი არიან აშშ-ის რეზერვაციებში მიჩიგანის, უისკონსინის, მინესოტის, ჩრდილოეთ დაკოტის, მონტანის შტატებში და კანადაში ონტარიოს, მანიტობის, სასკაჩევანის, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში. მათი რაოდენობა 360 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 205 ათასი დასახლებულია კანადაში, ხოლო 150 ათასზე მეტი — აშშ-ში. რელიგიები — პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი და ტრადიციული კულტები. ოჯიბვე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდიური ერია ჩრდილოეთ ამერიკაში, რაოდენობრივად თითქმის უტოლდება კრის და ჩამორჩება ჩეროკისა და ნავახოს. მათი სასაუბრო ენა ამავე სახელწოდებისაა.
ოჯიბვე არის „უფროსი ძმა“ და „რწმენის მფარველი“ XVIII საუკუნიდან არსებული ინდიელთა ტომების კავშირისა, რომელიც ცნობილია სახელით „სამი ცეცხლის საბჭო“, სადაც მათთან ერთად შედიან ოტავასა და პოტავატომის ტომები.
68 : რომის სენატმა იმპერატორად გალბა სცნო.
- წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დააარსა ანრი დიუნანმა, მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით იხილა სოლფერინოს ბრძოლა.
- პირველი ბაგრატიონი მეფე, რომელიც სვეტიცხოველში დაკრძალეს არის დავით VII ულუ.
- ბურუნდის ქალაქ რუტოვუში ამ ქვეყნის პირველი სამი პრეზიდენტი: მიშელ მიჩომბერო, ჟან ბაპტისტ ბაგაზა და პიერ ბუიოია დაიბადა.
- იერუსალიმის ყველა პრე-მოდერნისტული რუკა შესრულებული იყო ქრისტიანების მიერ ქრისტიანული ევროპის საზოგადოებისათვის.
- თიოაცეტონი ყველაზე უსიამოვნო სუნის მქონე ქიმიური ნივთიერებაა.
- პინგვინონი არის ორგანული ნაერთი, რომლის მოლეკულის ფორმა (იხ. სურათზე) პინგვინს ჰგავს.
- წყლის შაშვები საკვების მოსაპოვებლად 1,5 მეტრამდე ყვინთავენ და წყლის ქვეშ 20 წამამდე ჩერდებიან.
- სალომე ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტია კავკასიის რეგიონში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||