Categories
Microsoft Software

Windows Server 2019-ის პირველი პრევიუ გამოვიდა

გამოვიდა  Microsoft-ის სერვერული საოპერაციო სისტემის შემდეგი მაჟორული რელიზის პრვიუ, რომელიც ოთხი ინოვაციური მიმართულებით განავითარებს მას. ახალი საოპერაციო სისტემა იქნება ჰიბრიდული, უსაფრთხო, აპლიკაციების პლატფორმა და ჰიპერ-კონვერგენტული.

ეს რელიზი განსხვავდება Windows 10-ის რელიზებისგან, რადგანაც LTSC განახლებები რამდენიმე წელიწადში ერთხელ გამოდის, რომელ განშტოებასაც Windows Server 2016 წარმოადგენს.

ჰიბრიდული ღრუბლის შემთხვევაში მომხმარებლები პროექტ "Honolulu"-ს გამოიყენებენ Windows Server-ის დანერგვისათვის. Microsoft ამბობს, რომ ხალხი შეძლებს "მარტივად დააინტეგრიროს Azure-ის სერვისები, როგორიცა Azure Backup, Azure File Sync, Disaster Recovery და ა.შ. ისინი შეძლებენ ამ სერვისებზე გადართვას მათი აპლიკაციების და ინფრასტრუქტურის გათიშვის გარეშე"

Microsoft ამბობს, რომ მას აქვს სამ-დონიანი მიდგომა უსაფრთხოებასთან: "დაცვა, აღმოჩენა და რეაგირება". ჯავშნიანი ვირტუალური მანქანები პირველად Windows Server 2016-ში გამოჩნდა და ეს ფუნქცია Server 2019-ში უფრო დაიხვეწება და Linux-ის მხარდაჭერაც ექნება

ასვე აღსანიშნავია Windows Defender Advanced Threat Protection (ATP) რომელიც პრევინციულ დაცვის ფუნქციას ასრულებს. "აღმოაჩენს შეტევებს და ნულოვანი დღის ექსპლოიტებს საოპერაციო სისტემაში"

პალიკაციების საკითხში სიახლე Windows Subsystem for Linux (WSL) იქნება, რომელიც უკვე გამოჩნდა პროდუქტის ნახევარწლიანი განახლების ციკლის მქონე ვერსიაში. მასში ასევე იქნება Kubernetes-ის მხარდაჭერა, რომელიც ამჟამად ბეტა რესტირების პროცესშია.

კიდევ ერთი სიახლე System Center 2019 იქნება,  რომელსაც წლის ბოლოს ვიხილავთ.

თუ გსურთ გატესტოთ Windows Server-ის პირველი პრევიუ აუცილებლად ნახეთ 17623 ანაწყობი რომელშიც არის თითქმის ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილიდან.

Microsoft ამბობს, რომ Windows Server 2019 ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის მორე ნახევარში. სავარაუდოდ Ignite 2018 კონფერენციაზე სადაც ორი წლის წინ კომპანიამ Windows Server 2016 და Windows Server 1709 ანაწყობი გაუშვა.

Windows Server vNext Insider Preview build 17623-ის გადმოწერა.

Categories
Featured Software

Telegram – საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს

ქსელში გამოჩნდა უცნაური რგოლი Telegram Open Network-ის ანონსით. როგორც ცნობილი გახდა Telegram-ში მომხმარებლები ფულის გაცვლას შეძლებენ. გარდა ამისა არის ინფორმაციაც, რომ პაველ დუროვი მესინჯერში საკუთარ კრიპტოვალუტას გაუშვებს. ყველა მომხმარებელი მიიღებს საკუთარ ციფრულ საფულეს, რომლითაც გადაიხდის პროდუქტებისა და სერვისების საფასურს.

საუბარია იმაზეც, რომ Telegram აპირებს ICO-ზე გასვლას და საკუთარ კრიპტოვალუტას TON-ს წარმოადგენს. ბლოკჩეინის საფუძველი იქნება Proof-of-Stake პროტოკოლი. გარდა ამისა გადაწყვეტილება მასშტაბირებადი, სწრაფი და სმარტ-კონტრაქტებით იქნება, რითაც სხვა ვალუტებს გაუწევს სერიოზულ კონკურენციას. ყველა ტრანსაქცია მომხმარებლებს შორის პირდაპირი იქნება და პრაქტიკულად მომენატალურად შესრულდება.

Categories
Android Google Software

Android-პლატფორმებს შორის პოპულარობით Nougat მესამეა

Android-ის მობილური ოპ.სისტემების ბაზრის ახალმა სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ამჟამინდელი ლიდერი Marshmallow ჯერჯერობით დანებებას არ აპირებს, თუმცა ასევე აღსანიშნავია Nougat-ის წინსვლა.

მაშ ასე, Marshmallow 6.0-ზე ბაზრის 32,2 % მოდის. ეს მავენებელი ერთი თვით ადრე 32,3 %-ს შეადგენდა.

მეორე ადგილიზე Lollipop 5.0 და  5.1 რჩება. ამჟამად მათი საერთო წილი 28,8 %-ს შეადგენს, ხოლო ერთი თვის წინ  29,2 % იყო.

მესამე ადგილზე პლატფორმა Nougat-მა (7.0 და 7.1) გადავიდა. მათი მთლიანი წილი 15,8 %-ია, აგვისტოს 13,5 % -ის წინააღმდეგ.

ოპ. სისტემა KitKat 4.4 მეოთხე ადგილზე გადავიდა: მისი რეზულტატი — 15,1 %-ია, ხოლო აგვისტოს მიხედვით ეს მაჩვენებელი 16,0 %-ს შეადგენდა.

წყარო: Android

Categories
Linux Software

Arch Linux 2015.05.01

arch_linux_by_lapapunk

დიახაც  Arch Linux, მძლავრი საოეპრაციო სისტემა განახლდა შემდეგ ვერსიამდე 2015.05.01 და ის უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად.

ახალი Arch Linux იმიჯში შედის ყველა განახლება, რომელიც აპრილის განამავლობაში შევიდა და ის პირველია დისტრიბუტივებს შორის, რომელსაც უახლესი Linux 4.0 ბირთვი აქვს.  ტრადიციისამებრ დეველოპერები ყოველი თვის ბოლოს ახალი ვერსიის ISO იმიჯებს ათავსებენ სერვერებზე.  დისტრიბუტივი გამოდის როგორც ჰიბრიდული ასევე ცალკეული რედაქციების სახით, 64 და 32 ბიტიანი აპარატული არქიტექტურისათვის. სისტემის არსებულ ვერსიას არ ჭირდება ახალი იმიჯის გადმოწერა და ის სტანდარტული განახლებით გადავა ბოლო რელიზზე.

Categories
Android Software

აპლიკაცია Ycon საშუალებას გაძლევთ საკუთარი ფოტოსგან გააკეთოთ სტიკერი

ycon-line-selfie-sticker-maker-app-01

კომპანია LINE Corporation ვთავაზობს სერვისს უფასო ზარებისა და გზავნილებიისათვის. ამჯერად, მათ შექმნეს სტიკერების მენეჯერი სახელწოდებით “Ycon”. აპლიკაცია შექმნილია LINE Selfie Sticker ბაზაზე, რომელიც გამოვიდა გასული წლის ზაფხულში. აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას პერსონალიზირებული სტიკერი ნახატებისგან ან საკუთარი ფოტოების გამოყენებით. Ycon გვთავაზობს 1 000 შაბლონს, რომელშიც შეგვიძლია ჩავსვათ ფოტო. შაბლონების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. მომხმარებელს საშუალება აქვს გაადიდოს ან დააპატარავოს ფოტო, ან დაამატოს ტექსტი.

LINE Selfie Sticker ძალიან პოპულარული იყო მომხმარებლებში – აპლიკაციას ჰქონდა 4,5 მილიონი გადმოწერა ნახევარი წლის მანძილზე. 14 ქვეყანაში ის გახდა App Store-ის ლიდერი აპლიკაცია “გართობის” განყოფილებაში.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android მომხმარებლებისთვის.

Ycon – Google Play

Ycon – App Store

Categories
Android Software

JotterPad 11 – მობილური აპლიკაცია მწერლებისთვის

jotterpad11-820x420

მწერლები ცნობილი არიან თავიანთი კონსერვატიულობით და ზოგიერთი მათგანი ისტორიამდელი აპარატურით და პროგრამული უზრუნვეყოფითაც კი სარგებლობს. მაგრამ არიან ახალი თაობის მწერლებიც, რომლებიც არ უშინდებიან ინოვაციებს და თავიანთ სამუშაოს თანამედროვე მობილურ მოწყობილობებზეც თმამად აკეთებენ. მიუხედავად მოთხოვნისა მობილურ პლატფორმებზე კარგი აპლიკაციის შოვნა ნამდვილად ძნელია და ამ პრობლემის მოგვარებას შეეცადა JotterPad 11-ის გუნდი.

jotterpad_1

JotterPad 11 არის საუკეთსო კომპანიონი მათთვის ვისაც ხელი არ მიუწვდება პერსონალური კომპიუტერზე და ამასთანავე უნდა დაწეროს სტატია ან მოთხრობა. Android მოწყობილობაზე ამ აპლიკაციას აქვს სუფთა, მოდერნისტული და მატერიალური დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს მეგობრულ და მარტივ ინტერფეისს, რომელიც დაგეხმარებათ დაწეროთ ესკიზი, ნოველა, მოთხრობა, პოემა ან სცენარი.

jotterpad_2

რაც შეეხება პოეზიას აქ პროგრამას მომხამრებლისთვის სიურპრიზი აქვს და პოეტს ის რითმების ლექსიკონსაც თავაოზბს. ის დაგეხამრებათ სწორი რთმა შეარჩიოთ თქვენი სტროფებისათვის. ასევე არის სტანდარტული ლექსიკონებიც და თეზარუსი, რომელიც სუფთად და კომფორტულად არის ჩაშენებული. არის შესაძლებლობა შერჩიოთ შრიფტები და ასევე არის საბეჭდი მანქანის დიზაინიც, ძველი სკოლის შეგრძნებისთვის. ასევე არის სნაპშოტების გაკეთების საშუალებაც, რაც მნიშვნელოვანია თქვენი ნამუშევრის ადრეული ვერსიების დათვალიერებისთვის. აპლიკაციას ასევე აქვს კვლევის სექცია, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ დეფინიციები და სინონიმები. ასევე არის Bluetooth კლავიატურების სრული მხარდაჭერაც, შეგიძლიათ დაითვალოთ სიტყვები და არის Markdown-ის მხარდაჭერაც.

თქვენი ნამუშევრის შენახვის შემდეგ, JotterPad 11 საშუალებას გაძლევთ შექმნათ .pdf, .rtf და რა თქმა უნდა .docx ფორმატიც, ამიტომ თქვენი ნამუშევრის გადატანა სხვა პლატფორმაზე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. პროგრამის უმთავრესი ფუნქციონალი უფასოა.

[pb-app-box pname=’com.jotterpad.x’ name=’JotterPad (Writer)’ theme=’discover’ lang=’en’]

Categories
Internet Software

Vivaldi – ახალი ბრაუზერი

viv1

ბრაუზერმა Opera-მ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ არ ჩამორჩენოდა მოდის ტენდენციებს: ვიზუალურად არაუშავდა, გამოირჩეოდა მახასიათებლებით, როგორიცაა ჩაშენებული bitTorrent, მეილი და RSS კლიენტები. თუმცა, ბრაუზერის დეველოპერები დიდად არ იყვენენ კმაყოფილები იმით, რაც ხდებოდა ამ დიდი წითელი “O”-ს თავს. ასე რომ, სცენაზე გამოვიდა ახალი ბრაუზერი Vivaldi – ბრაუზერი, რომელიც გვპირდება ფუნქციონალს საზღვრების გარეშე.

ბრაუზერის ტექნიკური პრევიუ უკვე ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ გადმოწეროთ ოფიციალური საიტიდან. პრევიუში არსებული ფუნქციონალის გარდა, კიდევ ბევრ სიახლეს ველოდებით Vivaldi-სგან.

Vivaldi დაფუძნებულია Chromium-ზე. მას ბევრი საერთო აქვს თავის წინაპარ Opera-სთან, თუმცა ამავდროულად, სიახლეებითაც გამოირჩევა.

დიზაინი

თანამედროვე მინიმალისტური მოდის ტენდენციების გათვალისწინებით, Vivaldi თანამედროვედ გამოიყურება. პირველი ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება: ტაბები და მენიუ იცვლის ფერს და იღებს აქტიურ ტაბზე გახსნილი საიტის დომიმანტურ ფერს. მაგალითად, Hi-Tech-ზე შესვლისას ის ავტომატურად შეიცვალა ცისფერად. ეს ქამელეონის ეფექტი კარგი სიახლეა, მაგრამ თუ თქვენს გემოვნებაში არ ჯდება, შეგიძლიათ გამორთოთ.

viv1

ერთ-ერთი ფუნქცია, რაც ყველაზე მეტად უყვარდათ Opera-ში იყო Speed Dial. ეს ფუნქცია Vivaldi-შიც შენარჩუნებულია.

viv1

სწრაფი ბრძანებები/ნავიგაცია

თუ უმეტესად კლავიატურის მომხმარებელი ხარ და გიყვარს მალსახმობები, Vivaldi სწორედ შენთვისაა. ის გამოირჩევა მალსახმობებით და ამცირებს მაუსთან წვდომის აუცილებლობას.

ftyndzlrbdqol9xpvxd9

გვერდის ფუნქციები

ეს რაღაც ახალია. Vivaldi შეიცავს ბევრ ე.წ. გვერდის ფუნქციონალს. მათი უმეტესობა არის ფილტრები. თუ ფიქრობ, რომ საიტი გამოიყურება ძალიან მეინსტრიმულად, შეგიძლიათ მას შეუცვალოთ სტილი და გახადოთ სეფია.

viv1

ეს მენიუ, ასევე, საშუალებას გაძლევთ დაბლოკოთ რეკლამები, გვერდი გამოაჩინოთ სურათების გარეშე, შეიტანოთ კოსმეტიკური ცვლილებები და ა.შ.

ჩანიშნვნები

ვებ-გვერდებზე ჩანიშნების გაკეთება ახალი ტენდენციაა, რომელსაც Vivaldi-ც მიჰყვება. შეგიძლიათ გააკეთოთ ჩანიშვნები ნებისმიერი საიტის მონახულებისას და შეინახოთ მარჯვენა პანელში სამომავლო მონახულებისთვის. ეს არ იძლევა საშუალებას პირდაპირ გვერდზე გააკეთოთ კომენტარი და შეინახოთ როგორც სკრინშოტი. Vivaldi-ს ეს ფუნქცია უფრო გავს სხვა ბრაუზერებში არსებული სანიშნეების განვითარებულ ვერსიას.

y0vftjo79apt5hhzk4xn

ჩაშენებული მეილი და გაფართოებები

გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ტექნიკური პრევიუ, ბევრი ფუნქცია ჯერ არ არის დამატებული. თუმცა, ისინი აუცილებლად დაემატება ფინალურ რელიზში. ერთ-ერთი ჯერ დაუმატებელი ფუნქციაა მეილ-კლიენტი. იგივე ფუნქციონალი Opera-დანაც გვახსოვს და ძნელი სათქმელია, რამდენად კარგი იქნება ის Vivaldi-ში.

zktqm0j7l9gtmgypdtia

Vivaldi, როგორც უკვე ვთქვით, დაფუძნებულია Chromium-ზე. შესაბამისად, მას ექნება Chrome-ის გაფართოებების მხარდაჭერა. ასე, რომ დეველოპერები გვპირდებიან, რომ Vivaldi იქნება ძლიერი და ფუნქციურად დატვირთული ბრაუზერი.

მოკლედ, ჯერ ადრეა განვსაჯოთ Vivaldi. ამ დროისათვის ეს ბრაუზერი მზადდება Windows, MacOSX და Linux-სათვის. გეგმაშია მობილური ვერსიის შექმნაც.

 

Categories
Software

JPEG ფორმატი მალე შეიცვლება

JPEG-BPG

ცნობილმა ფრანგმა პროგრამისტმა ფაბრის ბელარმა (QEMU-ს, Tiny C კომპილატორის, LZEXE არქივატორისა და სხვა უტილიტების ავტორი) შეიმუშავა ახალი გრაფიკული ფორმატი, რომელსაც ყველა შანსი აქვს გახდეს “JPEG-ის მკვლელი” უახლოეს მომავალში.

JPEG-vs_BPG-gradient

ფორმატი BPG (Better Portable Graphics) უზრუნველყოფს უფრო მეტი დონის შეკუმშვას ვიდრე JPEG. ამავდროულად ინახავს გრადიენტულ გადასვლებს და სხვა პატარა დეტალებს. განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევია მძლავრი კომპრესიისას. იქ სადაც JPEG ფოტოები არტეფაქტებს იძლევა, ეს კადრები BPG-ში სრულიად მისაღებად გამოიყურება ხოლო ფაილები უფრო ნაკლებ ადგილს იკავებენ.

JPEG-vs_BPG

 

ყოველი ასეთი ფაილი იწყება hex-სათაურით 42 50 47 (BPG). შემდგომში გამოსახულება აღიწერება ისევე, როგორც ეს H.265 ფორმატშია, რომელიც თავდაპირველად ვიდეო ნაკადის კომპრესიისთვის შეიქმნა. BPG-ს მნიშვნელოვანი თავისებურებაა ალფა-არხის შენახვა (გამჭვირვალე ფენა) რომელიც მას სხვა პოპულარული ფორმატების კონკურენციის საშუალებასაც აძლევს როგორიცაა: PNG და GID.

ალფა არხის გარდა BPG-ში არის ნებისმიერი მეტაინფორმაციის შენახვა. EXIF-ში შეიძლება გადაღების პარამეტრების და კამერის მოდელის შენახვა, თარიღის და დროის, GPS კოორდინატების და სხვა ტექნიკური დეტალებისთვის. IPTC მითითებულია მონაცემები საავტორო უფლებების შესახებ და ივსება რუბრიკატორის ველები, რომელიც საძიებო სისტემებს ეხმარება გამოსახულების მოძებნაში საძიებო სიტყვებით. XMP შეიცავს მონაცემებს გამოსახულების დამუშავების შესახებ, რომლების შენახვაც შეიძლება შაბლონის სახით და გადეცეს სხვა აპლიკაციას. ICC აღწერს ფერთა სივრცეს უფრო კორექტული ფერთა გადაცემისათვის სხვა და სხვა ეკრანებზე.

BPG-ში მხარდაჭერილია ფერთა მოდელები: RGB, CMYK და YCgCo, ამასთანავე 14 ბიტიანი თანრიგით არხზე, როცა JPEG-ში ეს 8 ბიტიანია. ეს საშუალებას იძლევა შეინაოთ უფრო მეტი ნახევარტონი და უზრუნველყოფენ პოსტ-დამუშავებს შესაძლებლობებს რომლებიც ახლოსაა TIFF-თან.

ფაბრის ბელარის მიერ შემუშავებული ფორმატი სრულია ღია სტანდარტია. მან გამოაქვეყნა მისი დეტალური აღწერა და JS-დეკოდერის წყარო კოდი. დაკომპილირებული კონსოლური ვერსია Windows-თვის ასევე ხელმისაწვდომია ავტორის საიტზე.

ჯერ-ჯერობით გასარკვევია საავტორო უფლებების საკითხები, რომელსაც იურიდიული ანალიზი ჭირდება. საქმე იმაშია, რომ პატენტი ორიგინალურ HEVC-ზე MPEG LA-ს ეკუთვნის. რამდენად არის გამოყენებული ბელარის პროექტში მათი ნამუშაევარი ჯერ კიდევ უცნობია. თუ იურისტები გადაწყვეტენ, რომ BPG-ში გამოიყენება პატენტით დაცული კოდი, მაშინ უფლების მფლობელი მოითხოვს სალიცენზიო გადასახადებს, რაც ფაქტიურად ჯვარს დაასვამს პერსპექტიული ფორმატის ფართო გავრცელებას.

Categories
Hardware Software

გამოიყენეთ Tile რომ არ დაკარგოთ თქვენი ნივთები

HP_Holiday

ეს არის Bluetooth-ზე მომუშავე პატარა იარლიყები, რომლებიც შეგიძლიათ მიამაგროთ ნივთებს, რომ მერე მათი მოძებნა არ გაგიჭირდეთ. ვთქვათ თქვნ ხშირად კარგავთ გასაღებებს, ან არ გახსოვთ სად დატოვეთ ლეპტოპი ან არ გინდათ დაგრჩეთ თქვენი ზურგჩანთა უადგილოდ. უბრალოდ მიამაგრეთ Tile თქვენს ნივთს და ყველაფერი რიგზე იქნება. ეს შესანიშნავი გაჯეტი უკვე ანდროიდთან თავსებადიც გახდა.

https://www.youtube.com/watch?v=p6uVAOFWjDo

აპლიკაცია უფასოა, მაგრამ Tile 25 დოლარი ღირს და თუ თქვენ 4-ცალი გინდათ მაშინ 75 დოლარის გადახდა მოგიწევთ მხოლოდ. და თუ გადაწყვიტეთ ერთდროულად 8 ცალი შეიძინოთ რა თქმა უნდა ის 180$ იქნება თქვენთვის. გაითვალისწინეთ, რომ მას არ აქვს GPS და თქვენ ვერ მიაგნებთ ნივთს თუ მოშორდებით მას 30 მეტრზე მეტად, თუმცა Tile-ის ქსელის საშუალებით თქვენ შეძლებთ სხვა მომხმარებლებთან დაკავშირებას და ვინმე თუ თქვენს ნივთთან ახლოს აღმოჩნდა ის მიიღებს შეტყობინებას, რომ თქვენი ნივთი ახლოსაა.

Categories
Software

AirDroid 3 – ანდროიდი კომპიუტერზე

airdroid

AirdDroid 3-ის ბეტა ტესტირება დასრულდა და ის ხელმისაწვდომია Play Store-ში. ახალ აპლიკაციას აქვს განახლებული სამომხმრებლო ინტერფეისი და ახალი ფუნქციონალი, მაგრამ უმთავრესი ცვლილება არის Windows და OS X-ის აპლიკაციები, რომელებიც უფრო ამარტივებს თქვენს Android მოწტობილობებთან ურთიერთობას.

AirDroid-3

Windows და OS X ვერსიები საშუალებას გაძლევთ მიიღოთ უფრო მეტი, ვიდრე ეს ბრაუზერიდან არის შესაძლებელი. შეგიძლიათ გააგზავნოთ და მიიღოთ SMS-ები, გაცვალოთ ფაილები, მიიღოთ კონტაქტებზე და ზარების ისტორიაზე წვდომა და რა თქმა უნდა მიიღოთ შეტყობინებები თქვენს ლეპტოპზე და დესკტოპზე, მათ შორის შემომავალი ზარების შესახებაც. სამაგიდე ვერსიაში შეიძლება სქრინშოტების გადაღება და ასევე შეგიძლიათ დაბალი ხარისხით მიიღოთ ეკრანის სარკეც სადაც სრულად შეგიძლიათ მოშორებულად მართოთ თქვენი სმარტფონი. დამატებით არის მოწყობილობის აღმოჩენი და RAM-ის მენეჯერი. დღეისათვის AirDroid ყველაზე მძლავრი აპლიკაციაა თავის კლასში.

airdroid2

[pb-app-box pname=’com.sand.airdroid’ name=’AirDroid – Android on Computer’ theme=’discover’ lang=’en’]