Categories
Android Hardware Samsung

ცნობილია Samsung Galaxy S9 Plus-ის თვითღირებულება

TechInsights-ის სპეციალისტებმა Samsung Galaxy S9 Plus-ის კომპონენტების, ლოჯისტიკის და წარმოების ხარჯები დაითვალეს. როგორც აღმოჩნდა, Galaxy S9 Plus სამხრეთ კორეული გიგანტის ყველაზე ძვირადღირებული ფლაგმანია.

Galaxy S9 Plus- ის საერთო ღირებულება $379 შეადგენს. Samsung-ის უახლესი ფლაგმანის თვითღირებულება 10 დოლარით აღემატება Galaxy Note 8-ს და 36 დოლარით მის წინამორბედს.

Categories
Featured Hardware Samsung

Samsung Exynos 9810 წინამორბედზე ორჯერ ძლიერია

კომპანია Samsung-მა ოფიციალურად წარმოადგინა ფლაგმანური პროცესორი  Exynos 9810. როგორც ცნობილია ჩიპი ჩაყენებული იქნება სმარტფონებში Galaxy S9 და Galaxy S9 Plus. ჩიპს აქვს ჩაშენებული LTE მოდემი, რომლის სიჩქარეა 1,2გიგაბიტი წამში. პოროცესორს აქვს ექვსი მატარებლის აგრეგაცია. ეს საშუალებას მისცემს მობილური ინტერნეტის საშუალებით ვიდეოს UHD ხარისხში ან 360 გრადუსში გაშვებისა.

Samsung-ის თქმით პროცესორი უზრუნველყოფს აპლიკაციების კიდევ უფრო სწრაფად გაშვებასა და გადართვებს შორის ნაკლები დროის საჭიროებას. Exynos 9810  არის რვაბირთვიანი, მუშაობს მაქსიმალურ 2,9 გიგაჰერც სიხშირეზე.

ასევე, ჩიპში ჩამონტაჟებულია მანქანური განვითარების ტექნოლოგია, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად მას შეუძლია ფოტოების საშუალებით ადამიანების ამოცნობა. სარგებლიანობის მხრივ, ეს საშუალებას მოგვცემს სასურველი ფოტო ვიპოვოთ მარტივად და სწრაფად მოვახდინოთ ფოტოების კლასიფიკაცია. აქვს თვალის გუგის სკანირების, სახის ამოცნობის, თითის ანაბეჭდის ტექნოლოგიების მხარდაჭერა.

Exynos 9810 უკვე გაშვებულია მასიურ წარმოებაში.

Categories
Featured Hardware Samsung

Samsung-მა ახალი ტიპის აკუმულატორი შექმნა

Samsung Electronics-ის კვლევების განყოფილებამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ ისაუბრა, ორმელიც ლითიუმის-იონების აკუმლატორების შექმნას ეხება. სპეციალისტებმა წარმატებით შეძლეს გრაფენის ბურთულის სინთეზირება, რომელიც აკუმლატორების შექმნაში იქნება გამოყენებული, რითაც უფრო მეტი მოცულობა და უფრო სწრაფი დამუხტვა იქნება შესაძლებელი.

Samsung-ის წამყვანი ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლება სილიკონის დიოქსიდი გამოიყენეს გრაფენის სინთეზირებისთვის. მიღებული გრაფენის ბურთულები მათ აკუმლატორის კათოდისა და ანოდის სახით გამოიყენეს ტრადიციულ ლითიუმის კვების ელემენტებში.

მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ გრაფენის აკუმლატორებს ექნებათ 45%-ით მეტი მოცულობა და 5-ჯერ უფრო სწრაფად დაიმუხტებიან. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით სმარტფონის დამუხტვა 12 წუთში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა ასეთი აკუმლატორები უსაფრთხო იქნება 60 გრადუს ტემპერატურაზეც, რაც მათ გამოყენებას ელექტრომობილებშიც ხდის შესაძლებელს.

კომპანიამ უკვ დააპატენტა აღნიშნული ტექნოლოგია სამხ. კორეისა და ა.შ.შ-ს შესაბამის უწყებებში. ტექნოლოგიის წარმოებაში ჩაშვების ვადები ჯერ ჯერობით არ სახელდება.

Samsung Electronics-ის კვლევების განყოფილებამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ ისაუბრა, ორმელიც ლითიუმის-იონების აკუმლატორების შექმნას ეხება. სპეციალისტებმა წარმატებით შეძლეს გრაფენის ბურთულის სინთეზირება, რომელიც აკუმლატორების შექმნაში იქნება გამოყენებული, რითაც უფრო მეტი მოცულობა და უფრო სწრაფი დამუხტვა იქნება შესაძლებელი.

Samsung-ის წამყვანი ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომლება სილიკონის დიოქსიდი გამოიყენეს გრაფენის სინთეზირებისთვის. მიღებული გრაფენის ბურთულები მათ აკუმლატორის კათოდისა და ანოდის სახით გამოიყენეს ტრადიციულ ლითიუმის კვების ელემენტებში.

მკვლევარები გვარწმუნებენ, რომ გრაფენის აკუმლატორებს ექნებათ 45%-ით მეტი მოცულობა და 5-ჯერ უფრო სწრაფად დაიმუხტებიან. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით სმარტფონის დამუხტვა 12 წუთში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა ასეთი აკუმლატორები უსაფრთხო იქნება 60 გრადუს ტემპერატურაზეც, რაც მათ გამოყენებას ელექტრომობილებშიც ხდის შესაძლებელს.

კომპანიამ უკვ დააპატენტა აღნიშნული ტექნოლოგია სამხ. კორეისა და ა.შ.შ-ს შესაბამის უწყებებში. ტექნოლოგიის წარმოებაში ჩაშვების ვადები ჯერ ჯერობით არ სახელდება.

წყარო: navigator.ge

Categories
Hardware Samsung

Galaxy S9-ს პროცესორს ხელოვნური ინტელექტი ექნება

Samsung-მა ინვესტიცია განახორციელა ჩინურ სტარტაპში DeePhi Tech, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მუშაობს. კომპანიამ შექმნა უნიკალური არქიტექტურა და მიკსროსქემების შეკუმშივის ტექნოლოგიეა, რომელიც ნეირონული ქსელების მუშაობისთვისაა საჭირო და გამოყენებული იქნება Samsung-ის მომავალ ფლაგმანურ ჩიპსეტში გამოყოფილი პროცესორის სახით, რომლიც მანქანური სწავლების ამოცანებსა და ხელოვნურ ინტელექტს მოემსახურება.

პირველი მობილური პორცესორი გამოყოფილი მანქანური სწავლების ბლოკით უკვე წარმოადგინა Huawei-მ, თავის ფლაგმანურ Mate 10 და Mate 10 Pro სმარტფონებისთვის. რა თქმა უნდა კომპანია Apple-მაც წლევანდელი ფლაგმანები iPhone X/8 Plus/8 – A11 Bionic ჩიპით აღჭურვა, რაც იგივე ამოცანებს ემსახურება.

თუ რა ფუქნციებისთვის გამოიყენებს Samsung მანქანური სწავლების ტექნოლოგიებს ჯერ უცნობია. თუ ჭორებს დავუჯერებთ Galaxy S9 მიიღებს მომხმარებლის სახის 3D სკანერს, რომელიც iPhone X-ის მსგავსად იმუშავებს და შესაძლოა მისი მუშაობა სწორედაც ნეირონული ქსელებით განხორციელდეს.

ზაფხულში Qualcom-მა გამოუშვა Snapdragon Neural Processing Engine, რომელიც შესაძლოა ახალ Snapdragon 845 ჩიპსეტშიც კი ვიხილოთ.

წყარო: Navigator.ge

Categories
Hardware Samsung

Samsung: ნოუთბუქები უკონტაქტო თაჩპადით

აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო მარკების უწყებამ (USPTO) Samsung-ის საკმაოდ საინტერესო საპატენტო განაცხადი გამოაქვეყნა.

დოკუმენტში საუბარია, «ელქტრონულ მოწყობილობაზე, რომელიც User Input-თვის ელექტრომაგნიტურ ველს იყენებს» (Electronic Device Using Electromagnetic Field For User Input). სარეგისტრაციო განაცხადი შესაბმის გამოგონებაზე, მიმდინარე წლის ივნისში გაკეთდა.

სამხრეთ კორეული გიგანტი პორტატულ კომპიუტერებში თაჩპადის შესაძლებლობების გაფართოვებას გვთავაზობს. სავარუდოდ, ასეთი პანელი უკონტაქტო ჟესტების ამოცნობას შეძლებს. სხვა სიტყვებით: მომხარებელი თაჩპადის ზედაპირთან ხელის გულის ან თითების მოძრაობით სხვადასხვა ბრძანებებს განახორციელებს.

ტექნიკური თვალსაზრისით სისტემა ელექტრომაგნიტური ველის რხევის რეგისტრაციაზე იქნება დამოკიდებული. უკონტაქტო ჟესტების მართვის მხარდაჭერით აღჭურვილი თაჩპადი, შესაძლოა კლავიატურის ქვეშ ან კლავიატურამდე განთავსდეს.

თეორიულად, მომხარებელი ჰაერში ხელის მოძრაობით ისეთი მომქმედებების შესრულებას შეძლებს, როგორიც არის: დოკუმენტის გვერდების გადაფურცვლა, ფოტოსურათის შეცვლა, ტრეკის გადართვა და ა.შ.

როდის ვიხილავთ  შემოთავაზებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციას, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: USPTO

 

Categories
Podcast Samsung

ბიტკასტი – ეპიზოდი 9

ბიტკასტი – ეპიზოდი 9

Categories
Samsung

Galaxy Note 8 – პრიველი შთაბეჭდილებები

Galaxy Note 8 – პრიველი შთაბეჭდილებები

Categories
Apple Hardware Samsung ბიზნესი

Huawei-მ სმარტფონების გაყიდვებით Apple-ს გადაასწრო

დამოუკიდებველი კვლევითი ორგანიზაციის Counterpoint-ის ანგარიშის მიხედვით, კომპანია Huawei-მ სმარტფონების მწარმოებლებს შორის გლობალურ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.

2017 წლის ივნისის და ივლისის შედეგების მიხედვით, კომპანია Huawei-მ Apple-ს გადაუსწრო და ერთი ნაბიჯით ბაზრის ლიდერს Samsung-ს მიუახლოვდა.

ივნისში და ივლისში რეალიზებული სმარტფონების რაოდენობით პირველ ადგლიზე კომპანია Samsung გავიდა. პირველი ადგილის დაკავებაში თავისი როლი ითამაშა ფლაგმანურმა აპარატებმა Galaxy S8 და  Galaxy S8+, ხოლო ლიდერული პოზიციის გამყარებაში კომპანიას საშუალო დონის საფირმო გაჯეტები — Galaxy J7 Prime და A5 (2017) დაეხმარნენ.

მომხმარებლებს შორის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი ივლისის მდგომარებით იყო, iOS-ის მართვის ქვეშ მყოფი ელექტრონიკა  — iPhone 7 და iPhone 7 Plus. მსოფლიოში გაყიდვების მიხედივთ მათ 4 % და 2,9 % შეხვდათ. შემდეგ მოდის Oppo-ს სმარტფონები, რომლებსაც აზიურ ბაზარზე პოპულარობა საკმაოდ მყარად უჭირავთ, რაც ანალიტკოსებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. Oppo R11-ის და Oppo A57-ის შემოდგომ განთავსდნენ, სამხრეთ კორეული ბრენდის ტოპ-მოწყობილობები და Xiaomi Redmi Note 4X.

ივლისის თვეში ყველაზე გაყდივადი სმარტფონების ათეულში არ შესულა Huawei-ის გაჯეტები, რაც Counterpoint-ის ანალიტაკის მიმართ გაკვირვებას იწვევს. მით უფრო, რომ ჩინურმა კომპანიამ Apple-ის პოპულარული სმარტფონების iPhone 7-ის და iPhone 7 Plus-ის შევიწროვება შეძლო. ანალიტიკოსების განცხადებით, მათ ეს ყველაფერი საშუალო დონის მობილური მოწყობილობების ნაირსახეობის და ფართო ბიუჯეტური გადაწყვეტილებებით მოახერხს. არ არის გამოკვეთილი ლიდერი, რაც Huawei-ის ყველა მოდელზე თითქმის თანაბარ მოთხოვნას აჩენს.

წყარო: GSMArena

Categories
Hardware Samsung

IFA 2017: Samsung Gear Sport, Fit2 Pro და IconX 2018

ძალიან საინტერესოა ვისაუბროთ სატარებელი მოწყობილობების ელექტრონიკის  ბაზრის შესახებ − პირველ რიგში იმიტომ რომ, აქ ხდება თითქმის ნებისმიერი აზრის და პროგნოზის დაფიქსირება. შთაბეჭდილება იქმნება, რომ თავად Samsung-იც ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული აქვს თუ არა მომავალი სატარებელი მოწყობილობების ელექტრონიკას. ერთის მხრივ, კომპანიას გააჩნია გარკვეული წარმატება ამ ბიზნესში (მეორე ადგილზეა გაყიდვებით), თუმცა მეორეს მხრივ – თვითონ  გამოსვლა IFA 2017-ზე გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

არავინ ელოდა რაიმე სენსაციურს, მას შემდეგ რაც Samsung-მა ბერლინში თავისი ფლაგმანური სმარტფონი წარმოადგინა. იყო მოლოდინი, რომ წარმოდგენილი იქნებოდა კორეელების მთავარი საათი – Gear S, რომელმაც კომპანიას მეორე ადგილი მოუტანა სატარებელი ელექტრონიკის ბაზარზე. მოლოდინი არ გამართლდა –  როგორც ჩანს, მთლიანობაში ჭკივანი საათების მიმართ იმედებმა არ გაამრთლა. არავითარი რევოლუცია არ მომხდარა, ხოლო სატარებელი ელექტრონიკით ძირითადად ის ხახლხი ინტერსედება, ვინც სპორტით არის დაკავებული ან ჯანმრთელ ცხოვრების წეს მისდევს.

Samsung-მა Gear S4-ის ნაცვლად Gear Sport-საათები წარმოადგინა. მათი მთავარი მახასიათებელი წყალგაუმტარობაა: თეორიულად მოწყობილობების გამოყენება წყალში 50 მეტრამდე სიღრმეშია შესაძლებელი. ამასთანავე, ეს არ ასახულა Gear Sport-ის დიზაინზე, განსხავავებით სხვა მოწყობილობებისგან. მართვა ხორციელდება მარჯვენა მხარეს განთავსებული წყვილი ღილაკებით, რომლის მეშეობითაც ბრუნავს ბუდე და სენსორული ეკრანი. საათები შავ და ლურჯ ფერებშია შესრულებული, თუმცა მათი სამსაჯურების შეცვლა შესაძლებელია საკუთარი გემოვნების მიხედვით.

ეკრანი – როგორც ყოველთვის Super AMOLED, დიაგონალი– 1,2 დიუმი, გარჩევადობა – 360 × 360 წერტილი. ოპ. სისტემა – Tizen. ტექნიკური პარამეტრები: ორბირთვიანი პროცესორი 1 გჰც ტაქტური სიხშირით, ოპერატიული მეხსიერება 768 მბ, ფლეშ-მეხსიერება 4 გბ მოცულობით, Bluetooth 4.2, Wi-Fi b/g/n, NFC, GPS/GLONASS/Beidou.

საათებს ნაბიჯების და პულსის დათვლა შეუძლიათ. შესაძლებელია კალორიების მოხმარების რეჟიმის შეყვანა – ჩაშენებული აპლიკაცია მათ დაითვლის და თქვენი პარამეტრების და პრიორიტეტების მიხდევით მოგვაწვდით რეკომენდაციებს. Samsung-მა სიამაყით განაცხადა ცნობილ მწარმოებელთან Speedo-თან თავისი პარტნიორობის შესახებ, რომელმაც დაამზადა აპლიკაცია, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა წყლის ვარჯიშების ანალიზი. მაგალითად, ნიჩბის მოსმის რაოდენობა. გარდა ამისა, განაცხადეს Under Armour-თან და Spotify-თან პარტიორობის შესახებ, რომლებმაც თავის მხრივ შექმნეს აპლიკაციაTizen-თვის.

საათების ეკრანებზე მიღებული შეტყობინების მეშვეობით შესაძლებელია გადახდების განხორციელება (Samsung Pay). ასევე დაანონსებულია, რომ Gear Sport-ის გამოყენება შესალძლებელია Samsung-ის ჭკვიანი ეკოსიტემების კონტროლერად (Gear VR-მდე).

ელემენტის მოცულობა – 300 მა/სთ. გვპირდებიან,  რომ ელემენტი დამუხტვის გარეშე ოთხ დღმე გაძლებს, ხოლო GPS-ის განუწყვეტლივ გამოყენების შემთხვევაში 14 საათამდე. არის უკაბელო დამუხტვაც. მოწყობილობების ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი უცნობია.

Fit2 Pro ღირებულება $200-ს შეადგენს, ხოლო გაყიდვაში გამოსვლის თარიღი 15 სექტემბერია.

Fit2 Pro-ს ტექნიკური დეტალებიც ცნობილია. ეს არის Gear Sport-ის  გამარტივებული ვერსია, იგივე ფიტნეს-შესაძლებლობებით (ასელერომეტრი, ბარომეტრი, GPS, პულსის დათვლა და აპლიკაცია Speedo On), სენსორული Super AMOLED-დისპლეი( ამჯერად 1,5-დიუმიანი, გარჩევადობით 216 × 432 წერტილი), ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც, ოპერატიული მეხსიერება512 მბ, ფლეშ-მეხსიერება 4 გბ მოცულობით, უკაბელო კავშირის ადაპტერი Bluetooth 4.2, Wi-Fi b/g/n, GPS/GLONASS/Beidou.

დიზაინი კვლავაც უნივერსალურია. შავ-წითელი კორპუსი და სამაჯური მოსახერხებელია, როგორც სირბილის და ცურვის დროს,  ასევე ყოვლდღიურ ცხოვრებაში.

Fit2 Pro-მა წყალში, ასევე უნდა გაძლოს 50-მდე სიღრმეში. ჩაშენებული ელემენტის მოცულობა – 200 მა/სთ,  დამუხტვა – მხოლოდ კონტაქტური (POGO).

Samsung-ის ნაჩვენები მესამე «აქტიური» გაჯეტი პრეზენტაციაზე – უკაბელო ყურსასმენი IconX 2018. ყურასასმენის მთავარი მახასიათებელი – ავტონომიურბა, ხოლო დამუხტვით ორივე ერთად იმუხტდება.

IconX 2018-ის მართვა შესაძლებელია სენსორული ზედაპირით ან ხმით – ახალი თაობის ყურსასმენი მეგობრობს Bixby-თან. არის 4 გბიანი ჩაშენებული მეხსიერება.

მუშაობის ხანგძლივობა გაზრდილია: 7 საათმდე მოსმენის და 4 საათმდე საუბრის რეჟიმში. მიუხედავად, იმისა რომ პრეს-რელიზზე მხოლოდ შავი ფერი იყო დაანონსებული, დემოზონაში შესამჩნევი იყო ნაცრისფერი და ვადრისფერი IconX. წყალგაუმტარობასთან დაკავშირებით არაფერი არ იყო ნათქვამი. სავარაუდოდ მისი მხარადჭერა უბრალოდ არ არის. ასევე უცნობია გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ფასი.

ყველაზე საინტერესოა, არა სატარებელი მოწყობილობები, რომელიც წარმოადგინა Samsung-მა, არამედ 34-დიუმიანი მონიტორი CH890  მომრგვალებული დისპლეით, რომლის გარჩევადობაც არის 3440 × 1440 პიქსელი. ფორმატი– 32:9. გამოყენებულია საფირმო ტექნოლოგია QLED, მხარდაჭერილია სტანდარტი HDR10. უმნიშვნელოვანესი გეიმერული მახასიათებლებიც მწყობრშია – 144 გჰ. გამოსახულების განახლების დრო 1 მწ-ს შეადგენს. სამწუხაროდ, მისი ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი უცნობია.

წყარო:3Dnews.

Categories
Samsung Uncategorized

სმარტ ტელევიზორი – წარუმატებელი საოპრაციო სისტემების სასაფლაო გახდა

ტექ-ინდუსტრიას  თუ შორიდან შევხედავთ მოგეჩვენებათ, რომ ის დაუნდობელი და მკაცრი კონკურენციის პირობებშია და მხოლოდ ძალიან წარმატებული კომპანიები და პროდუქტები გადარჩებიან. უმთავრესად ეს სიმართლეა, მაგრამ აღმოჩნდა ერთი სექტორი სადაც წარუმატებელი პროგრამული პროექტები საბოლოოდ განისსვენებენ.

web-os-tv-lg

როცა მობილური საოპერაციო სისტემა ჩავარდება, ის არ კვდება, არამედ გარდაიქმნება ტელევიზორის საოპერაციო სისტემად. Palm-ის webOS-მა ვერაფერი შეცვალა მობილურ სამყაროში, მაგრამ დღს ის LG-ის ფლაგმანურ ტელევიზორებშია. Samsung-ის შემთხვევაში ამ როლს მრავალნატანჯი Tizen ასრულებს, რომელიც მობილური სოპერაციო სისტემის წარუმატებლობის კულმინაცია იყო. ჯერ Nokia-ს Maemo პლატფორმა იყო, შემდეგ Intel-ის Moblin, რომელიც გარდაიმნა MeeGo-ში და Samsung-ის წარუმატებელ Bada OS-თან შერწყმის შემდეგ გახდა Tizen. და აი მესამეც: CES 2016-ზე Panasonic-მა Firefox OS-ზე დაფუძნებული ჭკვიანი UHD ტელევიზორები წარმოადგინა.

ყველაზე მარტივ ახსნას თუ ვეძებთ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სმარტ ტელევიზორები ერთგვარი შავი ხვრელებია, რომელიც იზიდავს ყველას და ყველაფერს რადგანაც ჩვენი საცხოვრებელი ფართის ცენტრშია ყოველთვის. Android და iOS საოპერაციო სისტემები ამ მხრივ კარგად გამოიყურებიან, რადგანაც აპლიკაციების ბაზარი ათვისებული აქვთ და უმრავლესობა ვენდორებისგან იღებენ მხარდაჭერას, რის გამოც მათთან კონკურენციას არანაირი აზრი არ აქვს.

vs01-08_2020cxs.0

აპლიკაციები და ინტერფეისები ტელევიზორში ცალკე თემაა, რა თქმა უნდა Apple-სა და Google-ს გარკვეული წარმატებები აქვთ ამმიმართულებით, მაგრამ აქ საქმე რთულადაა როცა თამაშში Microsoft Xbox One და Playstation 4 ერთვება, რომლებსაც გარკვეული პრეტენზიებიც კი აქვთ. ტელევიზია ყველაზე ნელა ვითარდება და ალბათ მოთმინება თუ გვეყო მოვესწრებით დროს, როცა გარკვეულ მწიფე პროდუქტს მივიღებთ ვინმესგან. Apple ყველაზე წინ არის, რადგანაც უარი თქვა მილიონ-ღილაკიან დისტანციური მართვის პულტებზე და აქცენტი მოძრაობის სენსორებზე და შეხებაზე გააკეთა, სმარტ ტელევიზორების ევოლუციაში სწორედ იქ ვართ სადაც ტელეფონებმა ღილაკებიდან და ჯოისტიკებიდან თაჩსქრინებზე გადასვლა დაიწყეს.

წყარო: TheVerge