Categories
Android Google Hardware

Google Pixel 3

Twitter-ის მომხარებელმა @curciopau09 Google Pixel სმარტფონის მესამე თაობის რენდერი გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, საძიებო გიგანტის ახალი სმარტფონი მინიმალურ ჩარჩოს, წინა სტერეო დინამიკებს და ჩაჭრილ ეკრანს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ უცხო წყარო და რენდერის ხარისხი გარკვეულ ეჭვებს აჩენს იმის შესახებ, რომ Pixel 3 ვიზუალურად ზუსტად ესეთი იქნება. თუმცა, ამ ვარიანტის გამორიცხვაც არ იქნება მართებული. ზემოთ ჩაჭრილი ეკრანი ჩარჩოს გარეშე 2018 წლის მთავარ ტრენდად მიიჩნევა.

ასევე, შესაძლებელია Pixel 3-ს ჰქონდეს თხელი ჩარჩო ეკრანის ირგვლივ ყველა მხრიდან, ყველანაირი ჩაჭრის გარეშე. ადრე, ზუსტად Android N ბეტა ვერსიაში ორიგინალი Google Pixel-ის დიზაინის მინიშნებები აღმოაჩინეს.

Categories
Google

Google Chrome-ში ახალი სასარგებლო ფუნქცია გამოჩნდა

კომპანია Google-მა Chrome-ბრაუზერისთვის ახალი ფუნქცია შემოგვთავაზა, რომელიც ვებ-სერფინგის არსებითად გაუმჯობესებას ემსახურება. ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ბანერის დახურვისას ან ვიდეო რგოლის ჩართვისას მოულოდნელად სხვა გვერდი იხსნება არასასურველი სარეკლამო კონტენტით. Google ახალი ფუნქციის მეშვეობით ამ პრობლემის გადაჭრას აპირებს.

Google-მა pop-up-ის და სარეკლამო განცხადებების დასაბლოკად სპეციალური ალგორითმი შემიუშავა, რომლიც ავტომატურად სხვა გვერდების გახსანას აგვარიდებს.

Chrome 64-ის ბეტა ვერსიაში third-party-ფანჯრიდან შემოსული ყველა გადამისამართება იბლოკება. ახალი გვერდის გახსნის მაგვირად, რომელიც არასასურველ კონტენტს მოიცავს, ბრაუზერი შეგვატყობინებს, რომ მსგავსი პროცესი წამრატებით აღიკვეთა.

დაწყებული Chrome 65-დან, Google ყველა გადამისამრთებას დაბლოკავს. ეს ყველაფერი მომხარებლებს პირდაპირ საჭირო გვერდზე გადასვლის საშუალებას მისცმეს.

მომხმარებლები ახალ ფუნქციასთან წვდომას მომავალი წლის იანვირად მიიღებენ.

Categories
Apple Google

Google-ის ინჟინერმა iOS-ში საშიში მოწყვლადობა აღმოაჩინა

Fastlane Tools-ის შემქმნელმა და Google-ის თანამშრომელმა ფელიქს კრაუზემ აღმოაჩინა, რომ ნებისმიერ აპლიკაციას iOSზე შეუძლია მომხმარებელს უთვალთვალოს გაფრთხილების გარეშე. როგორც აღმოჩნა მას შემდეგ რაც აპლიკაცია ერთხელ მიიღებს კამერაზე წვდომას, პროგრამას შეუძლია სტანდარტულ რეჟიმში გადაიღოს, თუმცა დეველოპერებს ფარულადაც შეუძლიათ ფოტოების და ვიდეოების გადაღება ნებისმიერ დროს.

იმისათვის, რომ ამ მოწყვლადობის დემონსტრაცია მოეხდინა, ფელიქმა დაწერა პალიკაცია, რომელიც ჩვეულებრივი სოციალური ქსელის მუშაობას იმეორებს. გაშვებისას ის მომხმარებელს თხოვს კამერაზე წვდომას, თითქოს მას ეს ავატარის დასაყენებლად უნდა, რაც სტანდარტული პრაქტიკაა ანალოგიური სერვისებისთვის. ამის შემდეგ პროგრამა ავტომატურად იწყებს ფოტოების გამოჩენას ლენტაში, რომლებიც ფონურ რეჟიმში ფრონტალური კამერით არის გადღებული.

ინჟინერი ამბობს, რომ მოწყვლადობა საშუალებას იძლევა სურათები და ვიდეოები აიტვირთოს დეველოპერის სერვერზე, მათ შორის მოხდეს რეალურ დროში ტანსლაციაც. ასევე დადგინდა, რომ შესაძლებელია ბოროტმოქმედებმა ფოტოგრაფიაზე და ვიდეოზე დაყრდნობით სახის ამოცნობის მექანიზმებიც აამოქმედონ, რითაც ადამიანის იდენტიფიკაციაა შესაძლებელი. გარდა ამისა ეს მშვენიერი ინსტრუმენტია სარეკლამო მიზნებისთვიას, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ მომხმარებლის რეაქციის შესწავლას ამა თუ იმ პროდუქტზე.

დეველოპერი გვაფრთხილებს, რომ ერთადერთი მეთოდი რითაც თავი შეგვიძლია დავიცვათ ეს არის კამერებზე სტიკერების დაკვრა. აი რანაირად შეიძლება თავი დავიცვათ იგივე მოწყვლადობისგან მიკროფონზე წვდომის შემთხვევაში საერთოდ არ არის ცნობილი. კომპანია Apple-ს ჯერ-ჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით.

წყარო: Navigator.ge

Categories
Google

Google Event

კომპანია Google-მა ახალი თაობის ფლაგმანები წარმოადგინა. Pixel 2 და Pixel 2 XL წინა მოდელებთან შედარებით ტექნიკურად და ფუნქციონალურად გაუმჯობესდა, თუმცა კომპანია მომხმარებლებს მობილური ერიდან ხელოვნური ინტელექტის ერაში გადასვლას აუწყებს.

თუ ადრინდელჭორებს დავუჯერებთ Pixel 2 კომპანია HTC-ის მიერ არის შექმნილი, რომლის ნაწილიც უკვე Google-ის საკუთრებაში გადავიდა. Pixel 2-ის შემუშავებაში LG-ის კვალი იგრძნობა რაც ეკრანის დიზაინში გამოიხატება, რომელიც LG G6-ის მსგავსია.

სმარტფონებში გამოჩნდა Always On Display, როგა გამორთულ ეკრანზე საათი და სხვა შეტყობინენები გამოდის. ასევე პიქსელებში უარი თქვეს 3.5 მმ. აუდიო ჯეკზე, სამაგიეროდ წყლისა და მტვრისგან დაცვა არის უზრუნველყოფილი.

უმცროსი პიქსელი მერე თაობაში დიდად არ განსხვავდება პირველისგან. მას 5 დიუმიანი ჩვეულებრივი ეკრანი აქვს 16:9 შეფარდებით და აქვს უკანა პანელზე მოთავსებული თითის ანაბეჭდების სკანერი და შუშის ზედა პანელი.

მიუხედავად მსგავსებისა არის განსხვავებაც მცირე დეტალებში, რომელიც ღილაკების განლაგებაში და ელემენტების გადანაწილებაშია უმთავრესად.

Pixel-მა არ მიიღო არანაირი უნიკალური ფუქნცია და Google-მა არ ჩადო მასში თუნდაც ორმაგი კამერის მოდული, თუმცა მას ორმაგი მატრიცა და ლინზების სისტემა აქვს, რომელიც ერთი კამერით აკეთებს იგივეს რაც სხვა სმარტფონებს ორი მოდულით აქვთ განხორციელებული. ასევე კამერას სხვებისგან განსხვავებით აქვს როგორც ოპტიკური ასევე ელექტრონული სტაბილიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ს არ გამოუყენებია ორმაგი კამერა და სხვა აპარატული ტექნოლოგიები, მათ მაინც შეძლეს და შექმნეს მსოფლიოში საუკეთესო სმარტფონის კამერა, რომელმაც DxOMark-ის რეიტინგში 98 ბალი მიიღეს და iPhone 8 Plus და Galaxy Note 8-ს 6-ქულითაც კი აჯობეს.

Pixel 2-ის ტექნიკური მონაცემები:

  • 5 დიუმინაი FullHD OLED ეკრანი
  • Sanpdragon 835 პროცესორი
  • 12 მეგაპიქსელიანი წინა და 8 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა. ოპტიკური და ელექტრონული სტაბილიზაციით
  • 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/128 ჩაშენებული მეხსიერება
  • Android 8.0 საოპერაციო სისტემა

Pixel 2 XL

  • 6 დიუმიანი QHD, OLED ეკრანი
  • 12 მეგაპიქსელიანი წინა და უკანა კამერები. ოპტიკური და ელექტრონული სტაბილიზაციით
  • 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/128 ჩაშენებული მეხსიერება
  • Android 8.0 საოპერაციო სისტემა

Google Pixelbook:

 

Google-მა ახალი თაობის ქრომბუქი Pixelbook წარმოგვიდგინა. პროდუქტის სახელიდან გაქრა Chrome და აქცენტი Pixel-ის ბრენდზე გაკეთდა, რომელიც კომპანიის ეტალონ სმარტფონებთან არის კავშირში. ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა, რადგან Chrome OS, Android-ის უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობს იღებს.

ალუმინის კორპუსის სისქე 10,3 მმ-ია, ეკრანის დიაგონალი 12,3 დიუმს შეადგენს, ხოლო წონა სულ რაღაც 1,1 გკ-ია. შესაძლებელია ეკრანის საპირისპირო მხარეს შემობრუნება, რის შედეგადაც ის უკვე პლანშეტად გარდაიქმნება.

კონფიგურაცია ითვალისწინებს, Intel-ის პროცესორებს Core i5 -ს და i7-ს, 16 გბ-მდე ოპერატიულ მეხსიერებას და 512 გბ-მდე SSD-ს. აღსანიშნავია სენსორული ეკრანის გარჩევადობა — 2400 × 1600-ზე, ხოლო წერტილების სიმჭიდროვე 235 ppi-ს შეადგენს. მოწყობილობა აღჭურვილია რბილი და უხმო ღიკალებით, რომლებსაც განათება გააჩნიათ.

ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა 10 საათს შეადგენს, ხოლო დამუხტვა 8-ჯერ უფრო სწრაფად ხორციელდება. გათვალისწინებულია, 45-ვტ-ანი ადაპტერი და USB-C კაბელი. ტანსფრომერს, ასევე აქვს ჩაშენებული ვებ-კამერა 720p.

Pixelbook კვლავინდებურად ChromeOS-ის პლატფორმით იმართება. გათავალისწინებულია: Google Play-ს აპლიკაციასთან სრული წვდომა და Google Assistant, რომელის მართვაც შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებებით, სპეციალური ღილაკით და ასევე სტილუსის მეშვეობით. ხმის უკეთესად აღსაქმელად გამოყენებულია 4 მიკროფონი.

Google Pixelbook-ის ფასი 1000 დოლარიდან დაიწყება (8-გბ RAM და 128-გბ SSD). Pixelbook Pen დამატებით გაიყიდება და მისი ღირებულება იქნება100 დოლარი. წინასწარი შეკვეთები აშშ-ში, კანადაში და ინგლისში უკვე დაიწყო.

Google Home Mini და Google Home Max.

კომპაქტური Google Home Mini-თ Google-მა Amazon Echo Dot-ს უპასუხა. სიახლე ინტეგრირებულია ხმოვან Google Assistant-თან, რისი მეშეობითაც მას შეუძლია: ჭკვიანი სახლის მართვა, ინტერნეტში ძიება, სხვადასხვა მოვლენების დამახსოვრება/დაგეგმვა და რათქმა უნდა მუსიკის გაშვება.

სიახლის გაყიდვები 19 ოქტომბერს დაიწყება და მისი ფასი 49 დოლარს შეადგენს.

Google Home Max 20-ჯერ უფრო ხმა მაღალია, ვიდრე Google Home.  დინამიკი აღჭურვილია ორი 4,5-დიუმიანი «ვუფერით» და წყვილი 0,7-დიუმიანი «ტვიტერით». ეს მოწყობილობა გახდა Google-ის პირველი სმარტფონი, რომელსაც აქვს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე Smart Sound ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ეს ტექონოლოგია პრაქტიკულად მომენტალურად არეგულირებს ხმას საკუთარი ადგილმდებარეობის და ხმაურის მიხედვით.

Google Home Max-ში ინტეგრირებულია დიდი რაოდენობით მუსიკალური სერვისი, მათ შორის YouTube Music. სიახლის წინასწარი შეკვეთა ნოემბრის შუა რიცხვებში გახდება ხელმისაწვდომი და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 399 დოლარად.

Pixel Buds:

Google-მა უკაბელო Bluetooth-გარნიტურა Pixel Buds წარმოადგინა, რომელიც Google Assistant-თან მჭიდროდ არის ინტეგრირებული.

160-დოლარიანი ყურასასმენი მაღალ ხარისხში მოსმენის გარდა, უცხოელებთან საუბრისას სიქრონული თარგმნის ფუნქციას გვთავაზობს — მხარდაჭერილია 40 ენა. ხმოვანი ასისტენტის გამოსაძახებლად საკმარისია ყურასმენის მარჯვენა სენსორზე შეხება.

Pixel Buds ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში 5 სთ-მდე იმუშავებს, ბუდეში ჩაშენებული აკუმულატორის დახმარებით მისი ხანგძლივობა 24 სთ-მდე გაიზრდება. ყურსასმენების სამუხტავი მოცულობა — 120 მა/სთ,  ხოლო ბუდის — 620 მა/სთ.

Google-მა ყურასასმენი აქსელერატორით აღჭურვა. Pixel Buds-ის ფერები Pixel 2-ის სმარტფონების შესაბამისია.

ყურსასმენი თავსებადია იმ მოწყობილობებთან, რომლებიც მინიმუმ Android 5.0-ის და iOS 10.0-ის ოპ.სისტემების ვერსიებით არიან აღჭურვილნი.

google daydream:

გასულ წელს Google-მა თავისი პირველი VR-მოწყობილობა შემოგვთავაზა. მიმდინარე წელს საძიებო გიგანტმა მისი განახლებული მოდელი View შემოგვთავაზა. წინა წელთან შედარებით ფასი 20 დოლარით გაიზარდა და 100 დოლარამდე მივიდა.

ღირებულების გაზრდის ერთერთი მიზეზი უფრო ფართო ხილვადობის კუთხე გახდა. მოწყობილობის ზომები 167,8 × 117,1 × 100,2 მმ-ს შეადგენს, ხოლო წონა 261 გრ-ია. თავსებადი სმრატფონებში შედის: Pixel 2, Pixel, Samsung Galaxy S8, S8+, Note 8, Motorola Moto Z და Moto Z2. ეს სია მომავალში სავარაუდოდ გაიზრდება.

Bluetooth-კონტროლერმა IMU-სენსორების მეშვეობით, მოძრაობის ზუსტი მონიტორინგის მხარდაჭერა მიიღო. ჩააშენებული ელემენტის მოცულობა — 200 მა/სთ. მისი ზომები 105 × 35 × 17 მმ-ს შეადგენს, ხოლო წონა 40 გრ-ს.

აწ უკვე გასულ ღონისძიებაზე Google-მა განაცხადა, რომ Daydream-ის პლატფორმაზე ვირტუალური რეალობისთვის ბევრად საინტერესო კონტენტი იქნება გაკნუთვნილი. ახალი თამაშების გარდა, გათვალისწინებულია: VR-კონცერტები, VR-მატერიალები Felix & Paul, Discovery-ს არხის სერიალი დასახელებით TRVLVR  და IMAX 3D სახლში ფილმების საყურებლად.

Google Clips:

https://www.youtube.com/watch?v=JXh1yyvXpwo

ყველასათვის მოულოდნელად Google-მა კომპაქტური კამერა Clips წარმოადგინა. ეს მოწყობილობა პოზიციონირებულია, როგორც ინდუსტრიისთვის პრინციპულად სიახლე და არა, როგორც მორიგი პრორტატული კამერა.

Google Clips-ის მთავარი განსაკუთრებულობა — ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი, რომელიც კონცეტრირებას ახდენს არა გადაღების პროცესზე და კამერის მანიპულაციაზე, არამედ თქვენს მიერ გადაღებულ პერსონაჟებზე. ეს ყველაფერი პრაქტიკაში რელაიზებულია შემდეგნაირად: კამერა ფოტოს ან ვიდეოს გადასაღებად ელოდება შესაბამის მომენტს და მომხარებლის ბრაძნების გარეშეც ანხორციელებს ავტომატურად გადაღებას.

Google Clips-ის დამაგრება შესაძლებლია ტანსაცმელზე და ინტერირის საგნებზე. მისი ინტელექტუალური ფუნქციების მეშვეობით, კამერა კადრში მოხვედრილ ადამიანებზე და ცხოველებზე რეაგირებს.

მოწყობილობას აქვს 12-მპ-ანი სენსორი ობიექტივით (დიაფრაგმა f/2,4), რომელიც 130°-იან ხილვადობის კუთხეს უზრუნველყოფს. გადაღებული მატერიალების გაზიარება შესაძლებელია Wi-Fi Direct ტექნოლგიის ან USB Type-C კონექტორის მეშვეობით.

Google Clips-ით გადაღებული ვიდეოს კადრის სიხშირე არის 15-FPS. გადაღებული კონტენტის შესანახად გათვალისწინებულია 16-გბ-ანი ჩაშენებული მეხსიერება. მინიატურული კამერის გაბარიტები — 49 × 49 × 20 მმ, ხოლო მასა 61 გრ-ს უტოლდება. ასევე, გათვალისწინებულია Bluetooth-სინქრონიზაცია სმარტფონთან, თუმცა ამ უკანსკნელზე Android 7.0 ან მომდევნო ვერსიები უნდა ეყენოს.

Google Clips შეძენა 249 დოლარად არის შესაძლებელი. კამერის რელიზის ზუსტი თარიღი უცნობია.

 

Categories
Android Google Software

Android-პლატფორმებს შორის პოპულარობით Nougat მესამეა

Android-ის მობილური ოპ.სისტემების ბაზრის ახალმა სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ამჟამინდელი ლიდერი Marshmallow ჯერჯერობით დანებებას არ აპირებს, თუმცა ასევე აღსანიშნავია Nougat-ის წინსვლა.

მაშ ასე, Marshmallow 6.0-ზე ბაზრის 32,2 % მოდის. ეს მავენებელი ერთი თვით ადრე 32,3 %-ს შეადგენდა.

მეორე ადგილიზე Lollipop 5.0 და  5.1 რჩება. ამჟამად მათი საერთო წილი 28,8 %-ს შეადგენს, ხოლო ერთი თვის წინ  29,2 % იყო.

მესამე ადგილზე პლატფორმა Nougat-მა (7.0 და 7.1) გადავიდა. მათი მთლიანი წილი 15,8 %-ია, აგვისტოს 13,5 % -ის წინააღმდეგ.

ოპ. სისტემა KitKat 4.4 მეოთხე ადგილზე გადავიდა: მისი რეზულტატი — 15,1 %-ია, ხოლო აგვისტოს მიხედვით ეს მაჩვენებელი 16,0 %-ს შეადგენდა.

წყარო: Android

Categories
Android Apple Google

Google Eddystone – Apple iBeacon-ის წინააღმდეგ

overall-graphic-070915

Google-მა დაანონსა Eddystone,  პლატფორმა ღია კოდით, რომელიც Apple-ის iBeacon-ს გაუწევს კონკურენციას, რომელიც ახლა ზოგიერთ ბიზნესებსა და ატრაქციონებზე გამოიყენება, მათ შორი Apple-ის მაღაზიებში.

iBeacon-ის მსგავსად Eddystone  – შეძლებს კომუნიკაცია დაამყაროს Bluetooth Low Energy-ს საშუალებით თავსებად მოწყობილობებთან, როცა ისინი ახლო მანძილზე იქნებიან ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის ავტობუსების გაჩერების შუქურა მოწყობილობას მიაწვდის ინფორმაციას განრიგის შესახებ.

Eddystone სრულიად დამოუკიდებელია პლატფორმისგან და Google-მა მისი წყარო Github-ზე გამოაქყველნა iOS და Android-ის API-ს ჩათვლით. Google-ის განცხადებით ის არ მოითხოვს საფასურს ტექნოლოგიის გმოყენებისთვის და თანამშრომლობს Bluvision, Estimote, Kontakt.io, Radius Networks და Signal360-თან, რომ მათი შუქურები იყოს თავსებადი Eddystone-თან.

დიდ მასშტაბებზე დანერგვისათვის Google-მა შექმნა უფასო მართვის ინსტრუმენტები, რომელიც დეველოპერებს გაუმარტივებს შექმნან მართვის პანელები სერვისებისათვის. დეველოპერების მხარდაჭერის შემთხვევაში Eddystone სერიოზული საფრთხე იქნება iBeacon-ტექნლოგიისათვის, რომელიც მხოლოდ iOS მწოყობებისთვისაა.

Categories
Android Google

დეველოპერები აზერბაიჯანიდან, ისლანდიიდან, იემენიდან და პერუდან PlayStore-ში დაუშვეს

google-play-icon-closeup

Google აგრძელებს ახალი ქვეყნების დამატებას ფასიანი პლიკაიების  Play Store-ში განთავსების პროგრამაში. დღეს დეველოპერებმა აზერბაიჯანიდან, ისლანდიდან, პერუდან და იემენიდან მიიღეს საშუალება  გაყიდონ აპლიკაციები Android პლატფორმისათვის. გაყიდვების ჩართვამდე ოთხივე ქვეყანაში მხოლოდ შესაძლებელი იყო აპლიკაციების შეძენა.

დეველოპერები, შეძლებენ თავიანთ აპლიკაციებში გადახდილი ფული მიიღონ როგორც ამერიკულ დოლარებში ასევე ადგილობრივ ვალუტაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გახდება თუნდაც ფასიანი აპლიკაციების შეძენა საქართველოს ტერიტორიაზე და საუბარიც ზედმეტია ქართვლი დეველოპერებისთვის ფაისანი აპლიკაციების განთავსების შესაძლებლობაზე.

Categories
Google

Google აპირებს შექმნას პლატფორმა რობოტიზირებული ქირურგიისთვის

946e3f0373086da71caf33c1252d00ae

Google არ არის პირველი რობოტექნოლოგიებისა თუ ჯანმრთელობის შენარჩუნების ტექნოლოგიებში. ტექნოლოგიური გიგანტი, Google, ფლობს რამდენიმე რობოტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორისაა Boston Dynamics, რომელსაც გააჩნია რობოტიზირებული ძაღლებისა და მოქნილი ორფეხიანი რობოტების არსენალი. კომპანიის ერთ-ერთი განყოფილებაა X Life Sciences, რომელიც აწარმოებს ყველაფერს: კონტაქტურ ლინზებს, რომელებიც ზომავენ სისხლში შაქრის შემცველობას; კოვზებს პარკინსონით დაავადებულთათვის და ა.შ.

საძიებო გიგანტი ახლა უერთდება Ethicon-ს,  Johnson & Johnson-ის შვილობილ კომპანიას, რობოტიზირებული ქირურგიის პლატფორმის შესაქმნელად.

რობოტექნოლოგიებით ჩატარებული ოპერაციები სიახლე არ არის. ამგვარი ოპერაციები ამ თუ სხვა ფორმით 1985 წლიდან მიმდინარეობს. თანამედროვე სისტემის გამოყენებით, რობოტიზირებულ ქირურგიაში ექიმი უყურებს კონსოლს  და ხედავას გამოსახულებას მაღალი ხარისხით – ეს კი მიიღწევა რობოტი კამერით. ხელის მართვის გამოყენებით, ექიმი მუშაობს რობოტიზირებული ქირურგის ხელებით.

რობოტიზირებული ქირურგია უზრუნველყოფს ოპერაციის დროს პატარა ზომის ჭრა განხორციელდეს უდიდესი სიზუსტით, რაც რთული მისაღწევია ყველაზე ოსტატური ქირურგისთვისაც კი. ქვემოთ მოცემულ დემოვიდეოში ასახულია თუ როგორ ხატავს ადამიანის მართვის ქვეშ მყოფი მრავალხელიანი რობოტი პატარა ზომის ნახატს.

რა თქმა უნდა, რეალობაში რობოტიზირებული ქირურგია ეჯახება გარკვეულ დაბრკოლებებს. მაგალითად, აშშ-ში ათეულობით საჩივარი შეუტანეს Intuitive Surgical-ის წინააღმდეგ: ამტკიცებდნენ, რომ მათი ქირურგიული სისტემა Da Vinci შეიცავს ისეთ გართულებებს, როგორიცაა შემთხვევითი გულის ტრამვა და სიკვდილი. ფედერალური სამსახურის გადაწყვეტილებით, საქმე გადაწყდა Intuitive Surgical-ის სასარგებლოდ. თუმცა, კომპანია ძველებურად, მაინც იღებს საჩივრებს.

რა როლი აქვს ამ პროცესებში Google-ს? Johnson & Johnson-თან პარტნიორობის დეტალები ცნობილი არაა, თუმცა გარკვეული ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია.

უსაფრთხო რობოტიზირებული ქირურგია

არსებული უსაფრთხო ქირურგიული პლატფორმები, როგორიცაა Intuitive Surgical-ის da Vinci, ფლობს 3D ენდოსკოპებს. ვიდეოსტრიმინგი ქირურგს საშუალებას აძლევს დაინახოს ნაწლავები. Google-ის მიზანია, ამ გამოსახულებების ანალიზისთვის გამოიყენოს ალგორითმი. კრიტიკული ინფორმაცია კი გამოიტანოს ეკრანზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – აცხადებს Google-ის წარმომადგენელი, –  ახალი სიტემა ქირურგებს დაეხმარება ოპერაციის მიმდინარეობისას უკეთ დაინახონ და სწრაფი წვდომა მიიღონ ინფორმაციასთან, რომელსაც დაეყრდნობიან მუშაობის დროს.

ამ ტექნოლოგიას, მოქმედებაში მოყავს ფოტოს რედაქტირების ინსტრუმენტები, ასევე YouTube-ის კონტენტის ავტომატიზირებული ანალიზის ფუნქცია.

Johnson & Johson-ის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ეს სისტემა შეძლებს, კონკრეტული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაზე დაყრდნობით შემოგვთავაზოს საუკეთესო ადგილი გავკეთისათის – ქირურგიული Google Map-ის ანალოგიური რუკების გამოყენებით.

ვნახოთ, შეძლებენ თუ არა Google და J&J პარტნიორული გეგმების რეალიზებას. სავარაუდოდ, პროდუქტი გამოჩნდება ერთი ან ორი წლის შემდეგ.

 

Categories
Android Google

Google I/O 2015 – Live !

Categories
Android Google

Google I/O’15 – რას ველით დღეს

Google-IO-2015

უკვე დღეს დაიწყება Google-ის დეველოეპრების კონფერენცია I/O 2015. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ახალი პროდუქტები, ასევე კომპანიის მომავალი სტრატეგია.

Google+ დაიხურება

ყველაზე მეტად მოსალოდნელია სოციალური ქსელის Google+-ის დახურვა მისი მიმდინარე სახით. პროდუქტი დაიყოფა რამდენიმე ცალკეულ სერვისად. Streams – რომელიც იქნება განახლებები მეგობრებისგან, საზოგადოებისგან და მედიისგან, Photos – უფრო მეტად მოსახერხებელი ფოტო-ჰოსტინგი. მობილურ მოწყობილობებზე გამოჩნდება ამ სერვისების აპლიკაციები.

საგნების ინტერნეტი

Google წარმოადგენს Android-ის სპეციალურ ვერსიას კოდური დასახელებით Brillo მცირე გაჯეტებისათვის, რომლებსაც აქვთ 32 მეგაბაიტზე მეტი ოპერატიული მეხსიერება.

Android Auto

Google კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მათ აქვთ საოპერაციო სისტემა ავტომობილებისათვის და მას სერიოზული განახლება ელოდება.

Android Wear

სმარტ საათებზე ორიენტირებული Android ერთი წლის წინ გამოვიდა და დადგა დრო ვიხილოთ მისი სერიოზული განახლება, რაც Google I/O-ზე ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი სიახლე იქნება.

Project Fi

ეს პროექტი უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ უფრო მეტს შევიტყობთ პროექტის მომავალი განვითარების შესახებ და ასევე სავარაუდოდ მოსალოდნელია სერვისის Nexus 6-ის გარდა სხვა სმარტფონებზე გავრცელებაც.

ახალი მოწყობილობები

I/O-ზე შესაძლოა წარმოადგინონ ახალი მოწყობილობებიც, მათ შორის Chromecast-ის შემდეგი იტერაცია, განახლებული Cardboard და მოდულური სმარტფონის Project Ara-ს ახალი მიღწევები.

Android M

მოსალოდნელია, რომ წარმოდგენილი იქნება Android-ის ახალი ვერსია M. მაში შენარჩუნდება Material დიზაინი და დაემატება სიახლეები, როგორიცაა თითს ანაბეჭდების სკანერების მხარდაჭერა, მთავარი ფოკუსი გაკეთდება ოპერატიული მეხსიერების და აკუმლატორის მოხმარების ოპტიმიზაციაზე.

ახალი Nexus-ები

რაც მთავარია მოსალოდნელია LG-ისა და Huawei-ის მიერ წარმოებული Nexus სმარტფონების წარმოდგენა. სამწუხაროდ ნაკლებად ველით ახალი პლანშტის გამოშვებას.