მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 129,349 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

კლოდ დებიუსი, 1908, ფოტოგრაფი ფელიქს ნადარი
აშილ კლოდ დებიუსი (ფრანგ. Achille-Claude Debussy; დ. 22 აგვისტო, 1862 — გ. 25 მარტი, 1918) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი კომპოზიტორი გვიან XIX და ადრეულ XX საუკუნეებში. მოკრძალებული მატერიალური შესაძლებლობების და ძალზე მცირე კულტურული ჩართულობის ოჯახში დაბადებული დებიუსი საკმარისად ნიჭიერი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ათი წლის ასაკში ჩარიცხულიყო საფრანგეთის წამყვან მუსიკალურ სასწავლებელში — პარიზის კონსერვატორიაში. ის თავდაპირველად ფორტეპიანოს სწავლობდა, მაგრამ თავისი მოწოდება ინოვაციურ კომპოზიციაში დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კონსერვატორიის კონსერვატორი პროფესორები არ ეთანხმებოდნენ. თავისი მომწიფებული სტილის განსავითარებლად მრავალი წელი დასჭირდა და თითქმის 40 წლის იყო, როცა 1902 წელს საერთაშორისო აღიარებას მიაღწია თავისი ერთადერთი ოპერით „პელეასი და მელისანდე“. 1881 და 1882 წლებში იყო რუსეთში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მიიღო რომის პრემია (კანტატისთვის „უძღები შვილი“. 1885–1886 წლებში ცხოვრობდა რომში. 1887 წელს პარიზში დაბრუნდა და დაუახლოვდა სიმბოლიზმისა და იმპრესიონიზმის წარმომადგენელ პოეტთა და მხატვართა ჯგუფს, რომელსაც სტეფან მალარმე ხელმძღვანელობდა. დებიუსი ზოგჯერ მოიხსენიება პირველ იმპრესიონისტ კომპოზიტორად, თუმცა თავად ამ ტერმინის წინააღმდეგი იყო. ადრეული, მათ შორის რუსული და შორეული აღმოსავლეთის მუსიკის გავლენით შეიმუშავა ჰარმონიის და საორკესტრო ფერის საკუთარი სტილი, რომელსაც მაშინდელი მუსიკალური ისტებლიშმენტი დასცინოდა და უშედეგოდ ეწინააღმდეგებოდა. მან გადაახალისა მუსიკალური გამომსახველობის ფორმები, გაამდიდრა ბგერითი, საორკესტრო და საფორტეპიანო პალიტრა. კოლორიტისათვის იყენებდა ბუნებრივ კილოებს, პენტატონიკას, პოლიტონალობისა და ატონალობის ელემენტებს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

მარშალის გეგმა
მარშალის გეგმა (ინგლ. Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) — აშშ-ის მთავარი პროგრამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღმშენებლობისთვის. ინიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად და ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შექმნეს, ძირითადად კი უილიამ კლეიტონისა და ჯორჯ კენანის მიერ.



W-circle.svg

სიახლეები

ბრიგიტე ბირლაინი
  • ბრიგიტე ბირლაინი (სურათზე) ავსტრიის პირველი ქალი-კანცლერი გახდა.
  • საფეხბურთო კლუბმა ლივერპულმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტოტენჰემ ჰოტსპური დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს მეექვსედ დაეუფლა.
  • ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიის შედეგად 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ეგილს ლევიტსი ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.
  • გიტანას ნაუსედა ლიტვის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • ავსტრიელი ავტომრბოლელი ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • HSDagensdatum.svg

    5 ივნისი — ამ დღეს...

    ჯორჯ მარშალი
  • 70 : ტიტუსმა და მისმა ლეგიონერებმა იერუსალიმის შუა კედელი გაარღვიეს.
  • 1837 : ტეხასის რესპუბლიკაში ქალაქი ჰიუსტონი დაარსდა.
  • 1944 : მმო — ათასზე მეტმა ბრიტანულმა ბომბდამშენმა ნორმანდიაში გადასხმის მოსამზადებლად სანაპიროსთან განლაგებულ გერმანულ ქვემეხებს 5000 ტონა ბომბი დაუშინეს.
  • 1947 : მარშალის გეგმა: ჰარვარდის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი (სურათზე) მთავრობას ომით დანგრეული ევროპისთვის ეკონომიკურ დახმარებას მოუწოდებს.
  • 1967 : ექვსდღიანი ომი დაწყო: ისრაელის საჰაერო ძალები ერთდროულად იერიშს იწყებს ეგვიპტის, იორდანიისა და სირიის შეიარაღებაზე.
  • 1975 : სუეცის არხი გაიხსნა პირველად ექვსდღიანი ომის შემდეგ.
  • 1977 : Apple II - პირველი პრაქტიკული პერსონალური კომპიუტერი გამოვიდა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა