მთავარი გვერდი
Jump to navigation
Jump to search
ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი, (სურათზე) სიმღერით Arcade, ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული გახდა.
ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დორის დეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საყოველთაო არჩევნებში აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა გაიმარჯვა და პრეზიდენტის თანამდებობა სირილ რამაფოსამ შეინარჩუნა.
ლაურენტინო კორტისო პანამის პრეზიდენტად აირჩიეს.
სტევო პენდაროვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტად აირჩიეს.
იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგა და ახალი ეპოქა — რეივა დაიწყო.
325 : ნიკეის პირველი საეკლესიო კრება — ქრისტიანული ეკლესიის პირველი ეკუმენური ყრილობა გაიხსნა დღევანდელ იზნიქში (თურქეთი).
1570 : კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა პირველი თანამედროვე ატლასი გამოსცა.
1854 : ნიგოითის ბრძოლაში ქართველებმა ოსმალები დაამარცხეს.
1891 : თომას ედისონის კინეტოსკოპის პროტოტიპის პირველი სახალხო დემონსტრაცია გაიმართა ქალთა ნაციონალური ფედერაციის კლუბის ყრილობაზე.
1927 : ჯიდის ხელშეკრულებით საუდის არაბეთი დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი გახდა.
2002 : აღმოსავლეთი ტიმორი (დროშა სურათზე) XXI საუკუნის პირველი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.
2009 : მანმოჰან სინგჰი ინდოეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს მეორე ვადით, პირველი შემთხვევა ჯავაჰარლალ ნერუს შემდეგ.
|
აშილ კლოდ დებიუსი (ფრანგ. Achille-Claude Debussy; დ. 22 აგვისტო, 1862 — გ. 25 მარტი, 1918) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი კომპოზიტორი გვიან XIX და ადრეულ XX საუკუნეებში. მოკრძალებული მატერიალური შესაძლებლობების და ძალზე მცირე კულტურული ჩართულობის ოჯახში დაბადებული დებიუსი საკმარისად ნიჭიერი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ათი წლის ასაკში ჩარიცხულიყო საფრანგეთის წამყვან მუსიკალურ სასწავლებელში — პარიზის კონსერვატორიაში. ის თავდაპირველად ფორტეპიანოს სწავლობდა, მაგრამ თავისი მოწოდება ინოვაციურ კომპოზიციაში დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კონსერვატორიის კონსერვატორი პროფესორები არ ეთანხმებოდნენ. თავისი მომწიფებული სტილის განსავითარებლად მრავალი წელი დასჭირდა და თითქმის 40 წლის იყო, როცა 1902 წელს საერთაშორისო აღიარებას მიაღწია თავისი ერთადერთი ოპერით „პელეასი და მელისანდე“. 1881 და 1882 წლებში იყო რუსეთში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მიიღო რომის პრემია (კანტატისთვის „უძღები შვილი“. 1885–1886 წლებში ცხოვრობდა რომში. 1887 წელს პარიზში დაბრუნდა და დაუახლოვდა სიმბოლიზმისა და იმპრესიონიზმის წარმომადგენელ პოეტთა და მხატვართა ჯგუფს, რომელსაც სტეფან მალარმე ხელმძღვანელობდა. დებიუსი ზოგჯერ მოიხსენიება პირველ იმპრესიონისტ კომპოზიტორად, თუმცა თავად ამ ტერმინის წინააღმდეგი იყო. ადრეული, მათ შორის რუსული და შორეული აღმოსავლეთის მუსიკის გავლენით შეიმუშავა ჰარმონიის და საორკესტრო ფერის საკუთარი სტილი, რომელსაც მაშინდელი მუსიკალური ისტებლიშმენტი დასცინოდა და უშედეგოდ ეწინააღმდეგებოდა. მან გადაახალისა მუსიკალური გამომსახველობის ფორმები, გაამდიდრა ბგერითი, საორკესტრო და საფორტეპიანო პალიტრა. კოლორიტისათვის იყენებდა ბუნებრივ კილოებს, პენტატონიკას, პოლიტონალობისა და ატონალობის ელემენტებს.
ჩან კაიში იგივე ძიან ძეში (ჩინ. 蔣介石; (დ. 31 ოქტომბერი, 1887, ფენხუა, ჯეძიანის პროვინცია — გ. 5 აპრილი, 1975) – ჩინეთის რესპუბლიკის დამაარსებლის სუნ იატსენის ერთ-ერთი უერთგულესი თანამებრძოლი, გომინდანის თავმჯდომარე 1925 წლიდან, ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1927-1949 და 1950-1975 წლებში, ჩინეთის რევოლუციური არმიის მთავარსარდალი 1925 წლიდან, გენერალისიმუსი 1928 წლიდან.
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- ჰასეკურა ცუნენაგა (იხ. სურათზე) პირველი იაპონელია, რომელიც ევროპაში ჩავიდა დიპლომატიური მისიით 1613 წელს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლად.
- იოანე პავლე II-მ უფრო მეტი ადამიანის ბეატიფიკაცია მოახდინა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა ერთად უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში.
- ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად ისრალეში კიბუცების დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ივანე კოლელიშვილმა, რომელიც 1910-17 წლებში იმყოფებოდა პალესტინაში და რომელსაც საქართველოში, სოფელ გულგულაში კომუნის დაარსების გამოცდილება ჰქონდა.
- ცნობილი ლატვიელი მხატვარი რომან სუტა 1941-1943 წლებში იყო ქართული ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წევრი, რის გამოც გაასამართლეს და დახვრიტეს.
- სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებული ერთადერთი სინაგოგა მდებარეობს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში.
- გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი მზეზე 4.3 მილიონჯერ მძიმეა, ხოლო მეზობელ — ანდრომედას გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელის მასა 100 მილიონჯერ აღემატება მზის მასას.
- ნურ ჰასანალი პირველი მუსულმანია, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა დასავლეთ ნახევარსფეროში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||