მთავარი გვერდი
Jump to navigation
Jump to search
ქართველი კინორეჟისორი გიორგი დანელია (სურათზე) 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ალჟირის პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა და პრეზიდენტის მოვალეობას აბდელქადერ ბენსალაჰი ასრულებს.
სლოვაკეთის პრეზიდენტად ზუზანა ჩაპუტოვა აირჩიეს, იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია.
ბრიტანელი მუსიკოსი სკოტ უოკერი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა.
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. პრეზიდენტის მოვალეობას არჩევნებამდე ყაზახეთის სენატის თავჯდომარე ყასიმ-ჟომართ თოყაევი შეასრულებს.
529 : ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა (სურათზე) გამოსცა Corpus Iuris Civilis პირველი ასლი, რომის სამართლის მოდიფიკაციის პირველი მცდელობა.
1348 : ბოჰემიის მეფე კარლმა გამოსცა ოქროს ბულა პრაღაში კარლის უნივერსიტეტის დასაარსებლად, რაც პირველი უნივერსიტეტი გახდა ცენტრალურ ევროპაში.
1939 : მეორე მსოფლიო ომი — იტალიის ჯარები ალბანეთში შეიჭრნენ.
1948 : გაეროს რეზოლუციით დაარსდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.
1963 : იუგოსლავია სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა, ხოლო იოსიპ ბროზ ტიტო კი — მის სამუდამო პრეზიდენტად.
|
ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.
კარლის უნივერსიტეტი პრაღაში, ასევე, შემოკლებით კარლის უნივერსიტეტი ან პრაღის უნივერსიტეტი (ჩეხ. Univerzita Karlova; ლათ. Universitas Carolina) — უძველესი, უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული ჩეხური უნივერსიტეტია და ასევე ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ევროპაში, დაფუძნდა რა 1340-იან წლებში.
როგორც პირველი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში იგი ამ რეგიონის მრავალ მწიგნობარს იზიდავდა, ძირითადად, მეზობელი საღვთო რომის იმპერიის გერმანული მიწებიდან, რომლის დედაქალაქი იმხანად პრაღა იყო, და შესაბამისად, გერმანიაში ხშირად ის მოიხსენიება, როგორც პირველი გერმანული უნივერსიტეტი (Karlsuniversität).
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
- ჰასეკურა ცუნენაგა (იხ. სურათზე) პირველი იაპონელია, რომელიც ევროპაში ჩავიდა დიპლომატიური მისიით 1613 წელს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლად.
- იოანე პავლე II-მ უფრო მეტი ადამიანის ბეატიფიკაცია მოახდინა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა ერთად უკანასკნელი 400 წლის განმავლობაში.
- ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად ისრალეში კიბუცების დაარსებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ივანე კოლელიშვილმა, რომელიც 1910-17 წლებში იმყოფებოდა პალესტინაში და რომელსაც საქართველოში, სოფელ გულგულაში კომუნის დაარსების გამოცდილება ჰქონდა.
- ცნობილი ლატვიელი მხატვარი რომან სუტა 1941-1943 წლებში იყო ქართული ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ წევრი, რის გამოც გაასამართლეს და დახვრიტეს.
- სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში არსებული ერთადერთი სინაგოგა მდებარეობს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში.
- გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი მზეზე 4.3 მილიონჯერ მძიმეა, ხოლო მეზობელ — ანდრომედას გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელის მასა 100 მილიონჯერ აღემატება მზის მასას.
- ნურ ჰასანალი პირველი მუსულმანია, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა დასავლეთ ნახევარსფეროში.
ვიკისაწყობი მედიაფაილების თავისუფალი საცავი |
ვიკისიახლენი თავისუფალი სიახლეები |
ვიქსიკონი ლექსიკონი და თეზაურუსი |
|||
ვიკიციტატა ციტატების კოლექცია |
ვიკიწიგნები თავისუფალი სახელმძღვანელოები |
ვიკიწყარო თავისუფალი ბიბლიოთეკა |
|||
ვიკისახეობები ჯიშთა და სახეობათა საცავი |
ვიკივერსიტეტი საგანმანათლებლო მასალები |
მეტა-ვიკი ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია |
|||
ვიკივოიაჟი თავისუფალი გზამკვლევი |
ვიკიმონაცემები მონაცემთა ბაზა |
მედიავიკი უფასო პროგრამული უზრუნველყოფა |
|||